Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2989 articles
Browse latest View live

მწვანე პამიდვრის სალათი ქილებში

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3 კგ მწვანე პამიდორი
  • 1 კგ წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1 კგ სტაფილო
  • 1 კგ ხახვი
  • 500-500 გრ ქინძი, ოხრახუში
  • 2 ც მწარე წიწაკა
  • 2 კბილი ნიორი
  • 2ს.კ ამრილი
  • ძმარი და ზეთი გემოვნებით

მომზადება:

პამიდორი, ბულგარული წიწაკა და ხახვი მრგვლად დაჭერით. სტაფილო გახეხეთ , მწვანილები, ნიორი და ცხარე წიწაკა წვრიალდ დაჭერით. შემდეგ ეს ყველაფერი  ერთად დიდი ჯამში დაჭერით. შემდეგ ეს ყველაფერი ერთად დიდი ჯამში ჩაყარეთ. ზეთი და ძმარი სურვილისამებრ მოასხით,გადაანაწილეთ, გამოდის დაახლოებით 7-8 ცალი 800 გრამიანი ქილა. ქილები მაცივარში შეინახეთ და სამი დღის  მაილი მოაყარეთ და კარგად ავურიეთ. პირველი გასინჯვისას სალათი ოდნაც ზედმეტადმ არილიანი უნდა იყოს, მარილი სემდეგ გაუჯდება. სალათი ქილებში მერე მიირთვით. ამ კერძის მინუსი ის არის, რომ სანამ არ დამთავრდება, მაცივარსი უნდა გქონდეს, თორემ ამჟავდება. სამაგიეროდ, შუა ზამთარში შეგიძლიათ, ცოცხალი ბოსტნეული მიირთვათ.

წაიკითხეთ სხვაც

mwvane furclebi მწვანე ფურცლები

ანანასის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  500 გრ ქათმის ფილე
  • ნახევარი კონა მწვანე ხახვი
  • 4 ც წითელი ბულგარული წიწაკა
  • 500 გრ ანანასის კონსერვი
  • 1 ქილა მაიონეზი
  • პილპილი და მარილი გემოვენბით

მომზადება:

ქათმის ფილეს მოვხარშავთ და კუბიკებად დავჭრით. შემდეგ დავჭრით მწვანე ხახვს წვრილად და წიწაკას და დაჭრილ ფილეს შევურევთ. ანანასსაც ასევე წვრილად დავჭრით და შევურევთ. მოვაყრით მარილსა და პილპილს გემოვენბის მიხედვით და ბოლოს მაიონეზს მოვასხამთ.

წაიკითხეთ სხვაც

1375689462a ნივრის საწებელი

მწვანე სალათის ფურცლები პიტნით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  500 გრ სალათის ფურცლები
  • 2-4 ც კიტრი
  • 2 ც ამიდორი
  • 1-2 დიდი კონა პიტნა
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ ლიმნის წვენი
  • 1 ს.კ ზეთი
  • 1ს.კ ძმარი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

პიტნა და ნიორი ერთად უნდა დავნაყოთ ქვასანაყში ლიმნის წვენთან და ზეთან ერთად. კარგი იქნება, თუ ცოტა ბალზამიკოს შევურევთ, ეს არის მძაფრი იტალიური ძმარი. სალათის ფურცლები გარეცხილი უნდა გქონდეთ და ამცივარში გედოთ. სუფრაზე მიტანის წინ ამ ფოთლებს გამოიღებთ და ზევიდან გამზადებულ წვენს  გადავასხამთ. წინასწარ გადასხმით სალათი კარგი არ  გამოდის. სასურველი იქნება, თუ ამ სალათში წვრილად დაჭრილ კიტრსა და პამიდორს შევურევთ.

წაიკითხეთ სხვაც

kombostos salati კომბოსტოს სალათა

ცხელი სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  •  2 ც სტაფილო
  • 1 ავი ხახვი
  • 1 წითელი ტკბილი წიწაკა
  • 1 მწვანე ტკბილი წიწაკა
  • 1/4 პატარა კომბოსტო
  • 2ს.კ ზეთი
  • 2ს.კ სოიის სოუსი
  • სეზამის მარცვლები
  • მარილი და პილპილი

მომზადება:

სტაფილო გავფცქვნათ და მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. ხახვი, კომბოსტო და წიწაკა გავასუფთავოთ და გრძელ  ზოლებად დავჭრათ. ღრმა ტაფაში დავასხათ ზეთი და ჩავყაროთ ბოსტნეული. დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში ვშუშოთ, თან ვურიოთ. ბოლოს მოვასხათ სოიის სოუსი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. სევაზავოთ მარილითა და პილპილით. სოიის სოუსი მლაშეა და ამიტომ მარილი ზომაზე მეტი არ მოვურთოთ. მოვაყაროთ სეზამის მარცვლები, ავურიოთ და მივიტანოთ სუფრაზე.

წაიკითხეთ სხვაც

Badrijani Nigvzit ბადრიჯანი ნიგვზით

შემწვარი ბოსტნეულის სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3 ც კარტოფილი
  • 2 ც სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა
  • 1 დიდი თავი ხახვი
  • სალათის  ფოთლები -გასაფორმებლად
  • ლიმონის წვენი
  • მარილი და წიწაკა
  • ზეთი-შესაწვავად

მომზადება:

 კარტოფილი გავფცქვნათ, გავრეცხოთ და პატარა კუბებად დავჭრათ. ტაფაზე  გავაცხელოთ ზეთი და კარტოფილი შევწვათ, სანამ დაბრაწება. წიწაკა რგოლებად დავჭრათ. ხახვი სიგრძეზე, მსხვილად დავჭრათ. ტაფიდან ამოვიღოთ შემწვარი კარტოფილი და მვოაყაროთ მარილი. ამავე  ტაფაში ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი და წიწაკა. მოვშუშოთ 3-4 წუთის განმავლობაში და დავუმატოთ კარტოფილს. სალათა მოვათავსოთ სალათის ფურცლებზე და ლიმონის წვენი მოვასხათ.

წაიკითხეთ სხვაც

enis salaa nushit ენის სალათა ნუშით

კარტოფილის პიურისა და ისპანახის მობრაწულა კვერცხით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 800 გ კარტოფილი
  • 200 მლ რძე
  • 450 გ ისპანახი
  • 1 თავი ხახვი
  • 1ს.კ კარაქი
  • 150 მლ სქელი ნაღები
  • 4 ც კვერცხი
  • მარილი
  • ჯავზი
  • თეთრი პილპილი

მომზადება:

კაროტფილი მოვხარშოთ მარილთან წყალში, გადავწუროთ, დავასხათ რძე, დავუმატოთ მარილი, ჯავზი და მოვამზადოთ პიურე.

ისპანახს დავასხათ 6ს.კ წყალი, დავახუროთ ქვაბს სახურავი და 6 წუთი ვხარშოთ. შემდეგ გადავწროთ. ისპანახს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნაღები.

ქვაბს სახურავი მოვხადოთ და წამოვადუღოთ. დავუმატოთ მარილი, ჯავზი და პილპილი.

კარაქწასმულ ფორმაში მოვათავსოთ ჯერ კარტოფილის პიურე, შემდეგ ისპანახი და ზემოდან ჩავახალოთ მთლიანი კვერცხები.

შევდგათ 180 გრადუსზე  გახურებულ ღუმელში და 15 წუთი ვაცხოთ.

წაიკითხეთ სხვაც

ekala nigvzita da dzmrit ეკალა ნიგვზითა და ძმრით

ჩაშუშული სოკო ღვინით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გ სოკო
  • 3 თავი ხახვი
  • 1 კონა ქინძი
  • 1 ც პრასი
  • 1/3 ჭიქა თეთრი მშრალი რვინო
  • 3 კბილი ნიორი
  • ზეთი, მარილი და წიწაკა

მომზადება:

სოკო წვრილად დავჭრათ. დავასხათ წყალ იდა დავდგათ ცეცხლზე, ვხარშოთ 30 წუთი.

სოკოს დავუტოვოთ ცოტა ნახარში, დავუამტოთ ღვინო, წვრილად დაჭრილი პრასი და ხახვი.

როცა წყალი დაშრება, დავუამტოთ მარილი, წიწაკა. ზეთი და მოვშუშოთ.

მოშუშულ სოკოს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიორი.

წაიკითხეთ სხვაც

samarxvo სამარხვო კერძი

ღვიძლის მაჭკატები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ საქონლის  ღვიძლი
  • 3 ც კვერცხი
  • 1 ც ტკბილი წიწაკა
  • 2 თავი ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 6ს.კ ფქვილი
  • 1/3 ჩ.კ სოდა
  • 1 კონა ქინძი
  • მარილი და პილპილი
  • ზეთი-შესაწვავად
  • არაჟანი გარნირად

მომზადება:

ღვიძლი და ბოსტნეული ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ, სევურიოთ კვერცხი, ფქვილი, სოდა ,მარილი და პილპილი.

უნდა მვიიღოთ ერთგვაროვანი, სქელი არაჟნის სისქის მასა.

ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ზედ სადილის კოვზით მოვათავსოთ მაჭკატები და ორივე მხრიდან შევწვათ საშუალო ცეცხლზე.

მაჭკატებს მეორე მზარეს რომ გადმოვატრიალებთ, სახურავი დავახუროთ და ისე დავასხრულოთ მზადება.

მაჭკატები მივირთვათ არაჟანთან ერთად.

წაიკითხეთ სხვაც

berdznuli salataaa ბერძნული სალათა

შემწვარი კომბოსტოს სალათა ( სამარხვო)

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 საშუალო ზომის კომბოსტო
  • 1 ქილა სამარხვო მაიონეზი
  • ნახევარ-ნახევარი კონა ქინძი, პეტრუშკა, კამა
  • უცხო სუენელი, მარილი, შავი პილპილი -გემოვნებით

მომზადება:

კომბოსტო მოვხარშოთ. გავწუროთ და დავჭრათ წვრილად. შემდეგ შევწვათ ზეთში. გადმოვიღოთ, დავამატოთ, მწვანილები, უცხო სუნელი, მარილი  შავი პილპილი, და შევაზავოთ მაიონეზით.

წაიკითხეთ სხვაც

Zexvis_salati ძეხვის სალათა

ატრია სოკოთი და წიწაკით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 350 გ ატრია ან მსხვილი მაკარონი
  • 2 ც მოზრდილი ტკბილი წითელი წიწაკა
  • 300 გ ხის სოკო
  • 2 თავი ხახვი
  • 1 კონა ქინძი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 3 კბილი ნიორი
  • 1ჩ.კ ხმელი რეჰანი
  • 1ს.კ კარაქი
  • ზეთი,მარილი, წიწაკა

მომზადება:

სოკო წვრილად დავჭრათ, დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე, ვხარშოთ 30 წუთი.

სოკოს დავუმატოთ ცოტა ნახარში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და განვაგრძოთ მზადება

როცა წყალი დასრება, დავუმატოთ კარაქი და ზეთი, რომ მოიშუშოს.

3-4 წუთში დავუმატთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა და ნიორი.

როცა ბოსტნეული მოიშუშა, დავაყაროთ წიწაკა, ხმელი რეჰანი, დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, ამოვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

ატრია მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში და გადავწუროთ.

ატრიას შევურიოთ ცოტა ცხიმი (სასურველია ზეითუნის ზეთი) და ზედ დავადოთ სოკო.

ბოსტნეულის სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ქილა დაკონსერვებული ლობიო
  • 100 გ გახეხილი ყველი
  • 1 შეკვრა კიბორჩხალას ჩხირები
  • 2 ც წითელი დაყვითელი ტკბილი წიწაკა
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • თითო კონა კამა და ქინძი
  • 1 ქილა მაიონეზი
  • მარილი.პილპილი.უცხო სუნელი

მომზადება:

ლობიო გადავწუროთ. ხახვი დავჭრათ და 1-2 წუთით მდუღარე წყალში მოვათავსოთ, შემდეგ გადავწუროთ. ნიორი დავნაყოთ. კიბორჩხალის ჩხირები, ტკბილი წიწაკა და მწვანილი წვრიალდ დავჭრათ. სალათის ყველა ინგრედიენტი ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, უცხო სუნელი და შევურიოთ მაიონეზი.

სალათა ჭარხლით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  2 ც მოხარსული ჭარხალი
  • 2 ც კვერცხი
  • 1 დიდი ან ორი პატარა კიტრის მწნილი
  • 2 ს.კ გახეხილი ჰოლანდიური ყველი
  • ბალზამიკო
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

კვერცხი მოვხარშოთ, ცივი წყალი გადავავლოთ, მოვაშოროთ ნაჭუჭი და თითოეული სიგრძეზე ოთხად გავჭრათ.  ჭარხალი და კიტრი რააც შეიძლება თხლად დავჭრათ. სეგვიძლია გამოვიყენოთ სპეციაური სახეხი ან კარტოფილის სათლელი. ბალზამიკო,ზეთი, ამრილი პილპილი ავურიოთ ერთმანეთში. ჭარხალი დაკ იტრი ავურიოთ და გავყოთ ორად. ერთი ფენა მოვათვსოთ თეფშზე, ზედ მოვასხათ სოუსი და მოვაყაროთ ყველი, მეორე ფენაც ასევე მოვამზადოთ. სალათას გარშემო შემოვუწყოთ მოხარსული კვერცხის ნაჭრები.

წაიკითხეთ სხვაც

1375689462a ნივრის საწებელი

კიტრისა და პამიდვრის სალათა სიმინდითა და ზეთისხილით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 5 ცალი მაპიდორი ჩერი (ან 2 ცალი დიდი პამიდორი)
  • 2 ცალი კიტრი
  • 250 გრამი კომბოსტო (განსაკუთრებით უხდება ახალი კომბოსტო)
  • 1 ს.კ. უკურკო ზეთისხილი
  • 2-3 ს.კ. დაკონსერვებული სიმინდი
  • ძმარი
  • მარილი
  • ზეთი

მომზადება:

კტირ და პამიდორი საშუალო ზომაზე დავჭრათ.

ზეთისხილები ოთხად გავჭრათ და დავუმატოთ დაჭრილ ბოსტნეულს.

წვრილად ავკეპოთ კომბოსტო, გამოვიყენოთ ქორფა ფოთლები და დაკონსერვებული სიმინდი.

სალათის ყველა ინგრედიენტი ერთად ავურიოთ, მოვასხათ ძმარი, მოვაყაროთ მარილი და მომზადებისთანავე მივირთვათ.

 

წაიკითხეთ სხვაც

sokos kuchmachi სოკოს კუჭმაჭი

კარტოფილისა და სტაფილოს სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ც  საშუალო ზომის კარტოფილი
  • 2 ც დიდი სტაფილო
  • 1 ც კიტრი
  • 1 ჭიქა მაიონეზი
  • 1ჩ.კ მდოგვი
  • 4-5 ღერი ოხრახუში
  • 1ს.კ ლიმონის წვენი
  • 1ჩ.კ პაპრიკა
  • მარილი,პილპილი
  • თხლად დაჭრილი პამიდორი-მოსართავად

მომზადება:

კარტოფილი და სტაფილოპ მოვხარშოთ და ცივი წყალი გადავავლოთ. მოხარშული ბოსტნელული დავჭრათ კუბებად და ჩავყაროთ ჯამში. დავუმატოთ თხლად დაჭღილი კიტრი. მაიონეზს დავუმატოთ მდოგვი, პაპრიკა,მარილი და ლიმონის წვენი.

მზადებული სოუსი შევურიოთ სალათას,მოვაყაროთ ოხრახუში და შავი პილპილი. თეფშზე დავაწყოთ თხლად დაჭრილი პამიდორი და ზედ სალათა მოვათავსოთ.

მაკარონის სალათა

$
0
0

შემადენლობა:

  •  მაკარონი
  • 2 ც კიტრი
  • 2ც პამიდორი
  • 2 ც ბულგარული
  • ხახვი , ნიორი
  • 1 ქილა სამარხვო მაიონეზი
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

მოვხარშოთ მაკარონი, ვაცადოთ გაციება, შემდეგ დავჭრათ კირტი და პამიდორი კუბებად და მაკარონში ავურიოთ, დავამატოთ დაჭრილი ბულგარული, ხახვი და ნიორი ,ასევე დავუმატოთ მარილი და პილპილი, შევაზავოთ სამარხვო მაიონეზით.

წაიკითხეთ სხვაც

sokos kuchmachi სოკოს კუჭმაჭი

სტაფილოს სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ სტაფილო
  • 4-5 ც წითელი ბულგარული წიწაკა
  • 2 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 კონა ქინძი
  • ზეთი, პილპილი,მარილი

მომზადება:

სტაფილო და ბულგარული წიწაკა დაჭერით ან გახეხეთ. წვრილად დაჭერით ქინძი, ალყა-ალყა-ხახვი.დანაყეთ ნიორი.

წამოადურეთ ზეთი, ჩაყარეთ ხახვი და მოშუშეთ, ჩაამატეთ სტაფილო  და ბულგარული წიწაკა, მოაყარეთ მარილი, პილპილი,ქინძი. სტაფილო რომ მოიშუშება, გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ ნიორი.

წაიკითხეთ სხვაც

krabis salaati კრაბის სალათი

კომბოსტოს სალათა ზეთით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 0.5 კგ კომბოსტო
  • 4-5 ც საფილო
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 კონა კამა
  • 50მლ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი
  • პილპილი,მარილი

მომზადება:

წვრილად დაჭრილ კომბოსოს მოაყარეთ მარილი, მოსრისეთ და გაწურეთ. მოათავსეთ მოზრდილ ჭურჭელში, მოაყარეთ გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭღილი ოხრახუში, კამა,პილპილი,მოასხით ზეთი და კარგად აურიეთ.

წაიკითხეთ სხვაც

sojko da lobios salati( samrxvo) ლობიოს და სოკოს სალათი

სალათის ფოთოლი ზეთით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  2 კონა სალათის ფოთოლი
  • 1 ც კიტრი
  • 1 ც ბულგარული წიწაკა
  • 2 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • მარილი

მომზადება:

კიტრი და ბულგარული წიწაკა დაჭერით მცრე ზომის ნაჭრებად, ხელით დააქუცმაცეთ სალათის ფოთლები. ბოსტნეული მოათავსეთ ღრმა ჯამში, დაასხით ზეთი და აურიეთ.

წაიკითხეთ სხვაც

7d2d5128ff6f ბრინჯი წიწაკითა და სოკოთი

დაჭრილი კომბოსტოს მჟავე

$
0
0

შემადგენლობა:

  •  5 კგ კომბოსტო
  • 1 კგ სტაფილო
  • 10-15 მარცვალი სურნელოვანი პილპილი
  • 10 ც დაფნის ფოთოლი
  • 80 გრ მარილი

მომზადება:

დაჭერით ან გახეხეთ კომბოსტო და სტაფილო, მოათავსეთ ოზრდილ ჯამში, მოაყარეთ მარილი, სურნელოვანი წიწაკის მარცვლები, დაფნის ფოთლები, კარგად დასრისეთ ხელით და ჩატენეთ ქილებში. დაახურეთ პილიეთილენის ხუფები.

ბადრიჯანი ბრინჯის გულსართით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ბადრიჯანი
  • 100-150 გრ ბრინჯი
  • 2 ც წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1 კონა ქინძი
  • 100 გრ მაიონეზი
  • წიწაკა,მარილი

 

მომზადება:

ბადრიჯანი დაჭერით სიგრძეზე, საშუალო სისქის ნაჭრებად, მოააყრეთ მარილი, მოათავსეთ საწურზე და გააჩერეთ 1-2 საათი. ვიდრე მარილმოყრილი ბარდრიჯანი იწურება, მოხარშეთ ბრინჯი( მდუღარე მარილიან წყალში ჩაყარეთ ბრინჯი, მოარშეთ,  გადააველეთ ცივი წყალი და აწურეთ საწურზე). დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ბულგარული წიწაკა, დაფქული ცხარე წიწაკა, მაიონეზი და მოურიეთ. ბადრიჯანი სეწვით ზეთში ორივე მხრიდან, დაალაგეთ გაშლილ ჭურჭელზე, გააცივეთ. ბადრიჯნის თითოეულ ნაჭერზე მოათავსეთ 1ს.კ ბრინჯის გულსართი და გადაკეცეთ.

წაიკითხეთ სხვაც

mwvane furclebi მწვანე ფურცლები
Viewing all 2989 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>