Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2989 articles
Browse latest View live

კარტოფილის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 3 ც კიტრი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 კონა კამა
  • 150-200 გრ არაჟანი

მომზადება:

მოხარშული კარტოფილი წვრილად დავჭრათ. კიტრიც წვრილად დავწღათ. მწვანე ხახვი და კამაც დაჭრილი გვქონდეს და ყველაფერი ერთად ავურიოთ. ბოლოს არაჟანი მოვასხათ და კარგად ავურიოთ.

წაიკითხეთ სხვაც

charxlis salata ჭარხლის სალათა

საგაზაფხულო ნიგვზიანი ბადრიჯანი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ბადრიჯანი
  • 1 კგ პამიდორი
  • 4-5 თავი ხახვი
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1-1 ჩ.კ უცხო სუნელი, ზაფრანა, ქინძი
  • 1 კონა ცოცხხალი ქინძი
  • 3-4 ც წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1 ც ბროწეული
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

ბადრიჯნაი საშუალო ზომის გრძელ ნაჭრებად დავჭრით, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ. მერე ოდნავ დავწუროთ და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. ნიგოზი და ნიორი გავატაროთ ან ჩავნაყოთ სუნელებთან ერთად. ტაფაზე, რომელზეც ბადრიჯანი შეიწვება , დავამატოთ ზეთი და ხახვი ( ალყა-ალყა დაჭრილი). ასევე დავამატოთ მრგვლად დაჭრილი წითელი ბულგარული და მოვშუშოთ . შემდეგ გაფცქვნილი და გახეხილი პამიდორი დავამატოთ, წამოვადუღოთ. ნიგოზი, ნიორი და სუნელები ჩააყაროთ და მარილით შევაზაოთ. ცოტა ვადუღოთ, ისეთი სისქის უნდა იყოს, რომ გაციების მერე შესქელდეს. შევურევთ ბროწეულს და სათითაო ბადრიჯნის ნაჭერს ორივე მხრიდან კარგად წავუსვამთ. ორად გადავკეცოთ და ისე მივიტანოთ სუფრასთან. ზევიდან ცოტა ბროწეულიც მოვაყაროთ.

თევზის ”შუბა”

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ც ჭარხალი
  • 250-300 გრ მაიონეზი
  • 2 ც სტაფილო
  • 2 ც კარტოფილი
  • 500 გრ ქაშაყის ფილე
  • შავი პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

მოვხარშოთ ჭარხალი, კარტოფილი და სტაფილო. ამ ყველაფერს გავხეხავთ, ოღონდ ცალ-ცალკე უნდაი ყოს. ქაშაყიც უდნა მოვხარშოთ და ზოლებად დავჭრათ. თეფშზე ჯერ დავალაგოთ ჭარხალი და მაიონეზი გადავსუვათ. შემდეგ სტაფილოს, მაიონეზს, კარტოფილს და ისევ მაიონეზს. ამის მერე დაჭრილ ქაშაყს დავალაგებთ, ისევ მაიონეზს წავსუვამთ. რაც შეეხება პილპილსა და მარილს, მათ ფენა-ფენა გემოვნებით მოვაყრით. ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ კამა.

წაიკითხეთ სხვაც

mwvane pomidvris mwnili მწვანე პომიდვრის მწნილი

მწვანე სალათი არაჟნით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ მწვანე სალათი ფურცლები
  • 3 ც კიტრი
  • 3-4 ღერი მწვანე ხახვი
  • ნახევარ-ნახევარი კონა კამა და ოხრახუში
  • 200 გრ არაჟანი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

სალათის ფურცლებს გრძლად დავჭრით. კიტრს წვრილად დავჭრით. აგრეთვე წვრილად დავჭრით მწვანე ხახვს, კამასა და ოხრახუშს. ამ ყველაფერს ერთმანეთში ავურევთ. შავი პილპილითა და მარილით გემოვნებით შევაზავებთ. ბოლოს კი არაჟანს დავამატებთ და ავურევთ.

წაიკითხეთ სხვაც

oxraxushis fxali ოხრახუშის ფხალი

ქათმის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ქათმის ფილე
  • 4  ღერი მწვანე ხახვი
  • ნახევარ-ნახევარი კონა ოხრახუში და კამა
  •  1 ც წითელი ბულგარული წიწაკა
  • 250 გრ მაიონეზი
  • შავი პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

ქათმის ფილეს მოვხარშავთ და პატარ-პატარა ზომებად დავჭრით. მწვანე ხახვს წვრილად დავჭრით. აგრეთვე კამასა და ოხრახუშაც დავჭრით და ხორცთან ერთად ავურევთ. წითელ ბულგარულ წიწაკას წვრილად დავკუწავთ. მარილსა და პილპილს მოვაყრით. ბოლოს მაიონეზს მოვვასხამთ.

წაიკითხეთ სხვაც

ajika აჯიკა

ორაგულის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ც ორაგული
  • 1 კონა სალათის ფურცლები
  • 1 ც ლიმონი
  • 150-200 სიმინდის კონსერვი
  • 100 გრ ბროწეული
  • ნახევარ-ნახევარი კონა კამა და ქინძი

მომზადება:

საშუალო ზომის თევზი მოვხარშოთ, გავაციოთ და მერე დავჭრათ. ძალიან წვრილად არ უნდა დაიჭრას. შეგვიძლია, ხელითაც დავანაწევოთ. სალათის ფურცლები სიგრძეზე დავჭრათ. სიმინდის მარცვლებიც გავამზადოთ. დავიწყოთ სალათის მომზადება. ჯერ ორაგული  დავალაგოთ, შემდეგ ფენად კი სიმინდის მარცვლები და სალათის ფურცლები. მერე იმავეს ვიმეორებთ. ბოლოს ბროწეულს, კამასა და ქინძს მოვაყრით. ფენა-ფენა ლიმონს ჩავაწურავთ. ზემოდან გასაფორმებლად ძალიან თხლად დაჭრილი ლიმნები უნდა დავალაგოთ.

წაიკითხეთ სხვაც

sojko da lobios salati( samrxvo) ლობიოს და სოკოს სალათი

ბადრიჯნის ცხელი კერძი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  500 გრ ბადრიჯანი
  • 4 თავი ხახვი
  • 1 ც კვერცხი
  •  ნახევარ0ნახევარი კონა კამა, ქინძი და რეჰანი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

ბადრიჯანს  კუბიკებად დავჭრით და ცოტა ზეთსა და წყალში მოვშუშავთ. წვრილად დაჭრილ ხახვსაც ბადრიჯნათან ერთად ვშუშავთ. დაჭრილ მწვანილებსაც მოვაყრით, შავი პილპილითა  და მარილით შევაზავებთ. ბოლოს კვერცხსაც  ჩავახლით და კერძი მზად არის.

 

წაიკითხეთ სხვაც

Atmis Muraba ატმის მურაბა

ბრინჯის სალათი ბოსტნეულით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  500 გრ გრძელი ბრინჯი
  • 3 ჭიქა წყალი
  •  5 ც ბულგარული წიწაკა
  • 4 ც სტაფილო
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

თავდაპირველად ქვაბში წყალი ჩავასხათ და ბრინჯი ჩავყაროთ. თავზე ჩაის ტილო დავახუროთ და ნელ ცეცხლზე დავდგათ. ცალკე ტაფაზე ბოსტნეულს ვშუშავთ. ბულგარულ წიწაკას წვრილად დავჭრით, სტაფილოს კი  გავხეხავთ და მაღალ ცეცხლზე დავდგამთ. ძალიან არ მოვშუშოთ ისე, რომ ბოსტნეული ცოტათი ცოცხლად იყოს. შემდეგ გადმოვდგამთ და ბრინჯთან ერთად ავურევთ. დავუმატებთ წვრილად დაჭრილ მწვანე ხახვს და ასევე წვრილად დაჭრილ ნიორს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ, მარილითა და პილპილით შეაზავოთ..

წაიკითხეთ სხვაც

Zexvis_salati ძეხვის სალათა

ზუთხის თავის მუჟუჟი ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3-5 კგ ზუთხის თავი
  • 300 გრ ნიგოზი
  • 3 ც ხახვი
  • 5-6 კბილი ნიორი
  • 2 ც ბროწეული
  • 1 დიდი კონა ქინძი
  • სუნელები: ზაფრანა, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით
  • 1 ც დაფნის ფოთოლი
  • ბაჰარი  თევზის მოსახარში წყლის მოსამზადებად

მომზადება:

ზუთხის თავი გულდასმით გავრეცხოთ, მოვაცილოთ ლაყუჩები და მოვხარშოთ. როცა რბილობი ძვალს მოსცილდება, ამოვიღოთ და დავაქუცმაცოთ. თუ რბილობი ოდნავ მოგვაკლდა, მოვხარშოთ 1 კგ ცხიმიანი თევზის ფილე. ისიც დავაქუცმაცოთ და მიღებულ მასას დავამატოთ. კარგად დანაყილი და ერთმანეთში შეზავებული ნიგოზი, ნიორი, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა და ზაფრანა გავხსნათ ანადუღარ ცივ წყალში და თევზის მასას დავასხათ. შეიძლება ძმარი დავამატოთ. ხახვი დავჭრათ ძალიან თხლად და ალყა-ალყა, ავურიოთ წვრილად დაჭრილ ქინძსა და ბროწეულში და ისიც დავამატოთ საჭმელს. სუფრაზე მიტანისას მოვრთოთ ბროწეულითა და ქინძით.

სალათი საექიმო

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4-5 ც სტაფილო
  • 500 გრ კარტოფილი
  • 2 ც მჟავე კიტრი
  • 1 ქილა ბარდა
  • 500 გრ ძეხვი საექიმო
  • 4 ც კვერცხი
  • ერთი ჭიქა არაჟანი
  • 1 ჭიქა მაწონი
  • 2 კბილი ნიორი
  • პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

 თავდაპირველად ცალ-ცალკე მოხარშეთ სტაფილო, კარტოფილი და კვერცხი. სტაფილო და კარტოფილი კუბიკებად დაჭერით. დაჭრილი მჟავე კიტრი და ძეხვი დაუმატეთ. დააყარეთ ბარდა. ცალკე მოამზადეთ არაჟანი და მაწონი, რომელსაც ნივრით შეაზავებთ. შემდეგ ეს მასა დაჭრილ ინგრედიენტებს შეურიეთ. ბოლოს  დაუმატეთ მარილ იდა პიპილი გემოვნებით. ზევიდან კი დაჭრილი კვერცხებით გააფორმეთ.

ქათმის ‘’პირამიდა’’

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ქათამი
  • 8 ც სტაფილო
  • 1 ქილა მჟავე კიტრი
  • 4 თავი ხახვი
  • 1 ქილა მაიონეზი
  • პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

ქათამს მოხარშავთ და პატარ-პატარა ნაჭრებად დაჭრით ან დაძენძავთ. შემდეგ მას ორ ნაწილად გაყოფთ. ასევე გახეხავთ სტაფილოს., ძალიან წვრილად დაჭრით  მჟავე კიტრს და ამ ყველაფერსაც ორ ნაწილად გაყოფთ. დიდ და გაშლილ თეფშზე პირველ ფენას გაშლით. დააწყობთ ქათმის ხორცს, მეორე ფენად გახეხილ სტაფილოს დააფენთ. მესამე ფენა იქნება მჟავე კიტრი, ხოლო მეოთხე ფენად პილპილსა და მარილს და მაიონეზს გადაუსვამთ. შემდეგ ისევ თავიდან იწყებთ და ფენები მეორდება. ანუ ჯერ ხორცი,შემდეგ სტაფილო, მჯავე კიტრი, ხახვი, პილპილი, მარილი და მაიონეზი, რაც მთავარია, სალათს უნდა მისცეთ პირამიდის ფორმა.

წაიკითხეთ სხვაც

მწვანე სალათა კვერცხით მწვანე სალათა

კარტოფილის და სტაფილოს სალათა ( სამარხვო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • ნახევარი კილო კარტოფილი
  • 6 ც სტაფილო
  • ნახევარი კონა კამა
  • 1 ქილა სამარხვო მაიონეზი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

მოვხარშოთ კარტოფილი და კუბიკებად დავჭრათ. სტაფილო ჩავახეხოთ ცოცხლად. დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა, გემოვნებით  შავი პილპილი და მარილი და შევაზავოთ სამარხვო მაიონეზით.

წაიკითხეთ სხვაც

Badrijani Nigvzit ბადრიჯანი ნიგვზით

საგაზაფხულო სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კონა სალათის ფურცლები
  • 2 ც პამიდორი
  • 2 ც კიტრი
  • 1 ქილა მაიონეზი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

სალათის ფურცლები დავჭრათ წვრილად. მანამდე მოვხარშოთ კვერცხები და როდესაც უკვე გაცივდება, დავჭრათ. შემდეგ დავჭრათ ყველაფერი წვრილად და ერთმანეთში კარგად ავურიოთ. ბოლოს მწვანილები  და მარილი დავამატოთ გემოვნების მიხედვით. მოვასხათ მაიონეზი და ბოლოს ზევიდან ყველი მოვახეხოთ.

წაიკითხეთ სხვაც

7d2d5128ff6f ბრინჯი წიწაკითა და სოკოთი

ბადრიჯანი ნივრით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ ბადრიჯანი
  •  თითო-თითო კონა ქინძი და ოხრახუში
  • ნახევარ-ნახევარი კონა რეჰანი და ქონდარი
  • 1 თავი ნიორი
  • 1ს.კ ძმარი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

ბადრიჯნები სიგრძეზე ოთხ-ხუთ ნაწილად დავჭრათ. ცხელ ტაფაზე დავაწყოთ და ბლომად ზეთში შევწვათ. შეწვის შემდეგ ბადრიჯნებს გავაციებ, ცალკე კი მასას გავამზადებთ. წვრილად დაჭრილ მწვანილებს, დანაყულნიორსა და ძმარს ავურევთ, მარილსაც დავამატებთ. ამ გამზადებულ მასას ბადრიჯნის ნაჭრებს სათითაოდ წავუსვამთ.

წაიკითხეთ სხვაც

Badrijani Nigvzit ბადრიჯანი ნიგვზით

სალათის ფურცლები ფრანგულად

$
0
0

შემადგენლობა:

  •  500 გრ სალათის ფურცლები
  • 1 ს.კ ზეთი
  • 1ჩ.კ ძმარი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1ს.კ მფოგვი
  • 1 ც სტაფილო
  • 1 ც ბოლოკი

მომზადება:

სალათის ფურცლებს წვრილად დავჭრით და ყველა ინგრედიენტს შევურევთ. ძმარსა და ზეთს ჩავასხამთ, ნიორს ჩავჭყლიტავთ და მდოგვს გემოვნებით დავამატებთ. სტაფილოსა და ბოლოკსაც ჩავახეხავთ. ამ ყველაფერს კარგად  ავურვევთ. მთავარი არის ის, თუ რამდენჯერ ამოვურევთ. რაც უფრო მეტჯერ ამოვურევთ, მით უფრო გემრიელი სალათი გამოდის. თუკი გინდათ, სალათს ტკბილი გემო ჰქონდეს, მაშინ ძმარსა და ზეთში ცოტა შაქარს ჩააყრით, თუმცა ნივრითა და მდოგვით უკეთესი გემო აქვს.

წაიკითხეთ სხვაც

salati '' fena-fena'' სალათი '' ფენა-ფენა''

ქათმის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ ქათმის ხორცი
  • 500 გრ სალათის ფურცლები
  • 300 გრ ყველი
  • 2 ც კიტრი
  • 2 ც პამიდროი
  • 2 ც ვაშლი
  • 2 ც ფორთოხალი
  • 50-100 გრ ზეთი

მომზადება:

ამ სალათს აქვს განსაკუთრებული მოტკბო-მომჟავო გემო. ქტმის ხორცი უნდა მოვხარშოთ და ძალიან წვრილად დავჭრათ. სალათის ფურცლები საშუალო ზომაზე დავჭრათ. ყველი გავხეხოთ. ვაშლი და ფორთოხალიც გავხეხოთ. ყველაფერი ერთმანეთში კარგად ავურიოთ და ზეთით შევაზავოთ.

წაიკითხეთ სხვაც

maionezi xachoti მაიონეზი ხაჭოთი

სტაფილოს სალათი ( სამარხვო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 10 ც სტაფილო
  •  ნახევარ-ნახევარი კონა ქინძი და კამა
  • 1 ქილა სამარხვო მაიონეზი
  • შავი პილპილი, სუნელები და მარილი  გემოვნებით

მომზადება:

სტაფილო ცოცხლად გავხეხოთ. დავამატოთ დაჭრილი მწვანილები, გემოვნებისამებრ მწვანილები, სუნელები, მარილი და შავი პილპილი და ბოლოს შევაზავოთ სამარხვო მაიონეზით.  სალათი მზად არის.

წაიკითხეთ სხვაც

ci-carrot-salad სტაფილოს სალათი

კრაბის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 შეკვა კიბორჩხალა
  • 200 გრ ყველი
  • 2 ც მჟავე კიტრი
  • 200 გრ სიმინდის მარცვლები
  • 200 გრ მოხარშული ბრინჯი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 კონა ქინძი
  • 2 თავი ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ქილა მაიონეზი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

კრაბს, ყველს, მჟავე კიტრსა და ცოცხალ კიტრს  ყველაფერს კუბიკებად დავჭრით. სიმინდის მარცვლებს და მოხარშულ ბრინჯს დავამატებთ. შემდეგ დაჭრილ მწვანილებს, ხახვსა და დანაყულ ნიორს შევურევთ. მარილითა და პილპილით შევაზავებთ და მაიონეზს შევურევთ.

წაიკითხეთ სხვაც

charxali nigvzit ჭარხალი ნიგვზით

მწვანე ფურცლები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ ძეხვი
  • 500 გრ სალათის ფურცლები
  • 5 ც კვერცხი
  • 100 გრ ყველი
  • 50 გრ სიმინდის მარცვლები
  • ნახევარი ჭილა საფანელი
  • 2 ს.კ მაიონეზი
  • ნახევარ-ნახევარი კონა ქინძი, ოხრახუში, მწვანე ხახვი
  • 1 ჩ.კ შაქარი
  • ზეთი და ძმარი გემოვნებით

მომზადება:

სალათი საკმაოდ მარტივად მზადდება. თავდაპირველად დაჭერით ძეხვი, მოხარშული კვერცხები და სალათის ფურცლები. შემდეგ ჩახხეთ ყველი, დაუმატეთ სიმინდის მარცვლები და ნახევარი ჭილა საფანელი. მოასხით მაიონეზი გემოვენების მიხედვით. შეაზავეთ საჭირო მწვანლებით. ბოლოს დაუმატეთ შაქარი, ზეთი და ძმარი. აურიეთ კარგად და სალათი მზად არის.

წაიკითხეთ სხვაც

mwvane lobio nigvzit მწვანე ლობიო ნიგვზით

მაკარონის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 შეკვრა მაკარონი
  • 3 ც პამიდორი
  • 3 ც კიტრი
  •  1 შეკვრა ( წითელი) თევზი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 ქილა მაიონეზი

 

მომზადება:

აუცილებელია, რომ ეს სალათი ცივად გაკეთდეს, ანუ ცივი მაკარონი. თავიდან მაკარონს მოვხარშავთ, სემდეგ ამ მოხარშულ მაკარონს გააციებთ. დაამატებთ კანგაცლილ და წვრილად დაჭრილ პამდორს და ასევე წვრილად დაჭრილ კიტრს. აიღებთ ცივ იგივე წითელ თევზს, დაძენძავთ და მასაც შეურევთ. ასევე მწვანე ხახვს დააჭრით და ამ ყველაფერს მაიონეზში აურევთ. დადებთ მაცივარში და გააციებთ.

Viewing all 2989 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>