Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2989 articles
Browse latest View live

ბრინჯის გარნირი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  200 გრ ბრინჯი
  • 400 გრ წყალი
  • 100 გრ მცენარეული ცხიმი
  • მარილი

მომზადება:

წამოადუღეთ ზომიერად მარილიანი წყალი,ჩაამატეთ ცხიმი და ბრინჯი. ქვაბის ხუფს ამოუფინეთ ჩაის ტილო და დააფარეთ ქვაბს. 10-15 წუთია ადუღეთ მაღალ ცეცხლზე, შემდეგ გააგრძელეთ ბრინჯის მომზადება ნელ ცეცხლზე.

წაიკითხეთ სხვაც

malturi salta მალტური სალათა

წითელი ბულგარული წიწაკა ნიგვზის გულსართით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ წითელი ბულგარული წიწაკა
  • 100-150 გრ ნიგოზი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 კონა ქინძი
  • 2-3 ღერო ნიახური
  • 1ს.კ ძმარი ან 3 ს.კ ბროწეულის წვენი
  • 1ჩ.კ უცხო სუენლი
  • მარილი
  • წითელი დაფქული წიწაკა

მომზადება:

ყურმოჭრილი და თესლგამოცლილი წიწაკა შეწვით ორივე მხრიდან ზეთში,თავღია ტაფაე, ცეცხლზე დიდხანს არ გააჩეროთ, რომ წიწაკამ სიმკვრივე  შეინარჩუნოს. სემდწვარი წიწაკა ერთმანეთზე არ დაალაგოთ.

გულსართი:

ხორსაკეპ მანქანაში გაატარეთ ნიგოზი და ნიორი. ქინძი და ნიახური წვრილად დჭერით. გატარებულ ნიგოზს დაამატეთ ნიორი, მწვანილი,უცხო სუნელი,მარილი,წიწაკა,ძმარი,დაასხით მცირე ულუფებით მდუღარე წყალი და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ საშუალო სისქის ნაზავი.

თითოეულ წიწაკას ყუნწის მხრიდან ჩაუდეთ 1 კოვზი ნიგვზის ნაზავი, გააბრტეყელეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ წიწაკის მარინადი. ამ სემდთხვევაში ნიგვზის ნაზავს არ დასჭირდება ნიახური და ძმარი.

წაიკითხეთ სხვაც

ananasis salati ანანასის სალათი

ბოსტნეულის ტორტი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2-3 ც კარტოფილი
  • 2 ც სტაფილო
  • 4 ც საშუალო ზომის ბოლოკი
  • რამდენიმე ღერი ბოლოკის ფოთოლი
  • 1 კონა ქინძი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 2 კონა კამა
  • 4-5 ც მწვანე ხახვი
  • 200 გრ მაიონეზი
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

მოხარშეთ კარტოფილი,გაფცქვენით და დაჭერით. წვრილად დაჭერით მწვანილი, მწვანე ხახვი და ბოლოკის ფოთლები.  სტაფილო მოაავსეთ მდუღარე წყალში და ადუღეთ 3-5 წუთი. გაფცქვენით და გახეხეთ. ბოლოკი გაფცქვენით, გახეხეთ და გაწურეთ. ბოსტნეული ფენა-ფენა დაალაგეთ ჭურჭლზე.ყოველ ფენას მოაყარეთ მარილი და პილპილი. მოასხით მაიონეზი. გასაფორმებლად მოაყარეთ დაჭრილი კამა და მსხვილად გახეხილი ბოლოკი. გააფორმეთ ბოსტნეულის ფიგურებით.

წაიკითხეთ სხვაც

stafilo arajnit სტაფილო არაჟნით

ბრინჯი მაიონეზის სოუსით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 200 გრ ბრინჯი
  • 1-2 ც წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1-2 კბილი ნიორი
  • 1 კონა კამა
  • 150-200 გრ მაიონეზი
  • პილპილი,მარილი

მომზადება:

ბრინჯი მოხარსეთ მარილიან წყალში,გადაწურეთ, გადაავლეთ ცივი წყალი და დატოვეთ საწურზე. ბულგარული წიწაკა გახეხეთ ან დაჭერით წვრილად. დანაყეთ ნიორი, დაჭერით კამა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბულგარული წიწაკის მარინადი. მაინეზს დაამატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა,კამა, ნიორი,პილპილი და აკრგად მოურიეთ. ბრინჯი გადმოიღეთ ფართოპირიან ჭურჭელში, მოასხით მაიონეზის სოუსი და ფრთხილად აურიეთ.

წაიკითხეთ სხვაც

Salmon_Salad-3 ორაგულის სალათი

კომბოსტოს რულეტი ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3 ც კომბოსტოს ფოთოლი
  • 2 ც სტაფილო
  • 1/2 ჭიქა გატარებული ნიგოზი
  • 4-5 ღერი ქინძი
  • 1/2 ჩ.კ უცხო სუნელი
  • 1/2 ჩ.კ ზაფრანა
  • 1/2 ჩ.კ ხმელი ქინძი
  • 1/2 თავი ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • წიწაკა,მარილი

მომზადება:

კომბოსტოს მოზრდილი ფოთლები მოთუთქეთ მარილიან  წყალში. მდუღარე წყალში ფოთლები უნდა გააჩეროთ მცირე ხნით, რომ არ ჩაიხარშოს. ამოიღეთ და მოათავსეთ საწურზე.ცივ ფოთლებს აათალეთ სქელი ძარღვები. ცივ წყალში ჩააწყვეთ სტაფილო, დადგით მაღალ ცეცხლზე, ადუღეთ 5-7 წუთი.ამოიღეთ,გაფცქვენით.

ნიგოზს დაამატეთ სანელებლები,დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი, მარილი,წითელი წიწაკა, 1-2 ს.კ მდუღარე წყალი და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ სქელი მასა. დაფაზე დააფინეთ კომბოსტოს ფოთოლი და წაუსვით ნიგვზის გულსართი,ზევიდან დააფინეთ დარჩენილი ორი ფოთოლიც და თითოეულს წაუსვით გულსართი. ზემოდან დაალაგეთ სტაფილო ისე, რომ კომბოსტოს ფურცელს მთელ სიგრძეზე გასწვდეს, გადაახვიეთ კომბოსტო სტაფილოს მჭიდროდ. დაჭერით სუფრაზე მიტნის წინ.

ჭარხლის ფოთოლი ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 კგ ჭარხლის ფოთოლი
  • 200 გრ ნიგოზი
  • 1ჩ.კ ხმელი ქინძი
  • 2 კონა ქინძი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1ჩ.კ ძმარი
  • წითელი წიწაკა
  • მარილი

მომზადება:

ჭარხლის  ფოთოლი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და გათუთქეთ ( ჭარხლის ფოთოლი არ უნდა ჩაიხარშოს), გააცივეთ,გაწურთ. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ  ჭარხლის ფოთოლი,ნიგოზი , მწვანილი,ნიორი.დაამატეთ ძმარი,ხმელი ქინძი, წიწაკა,მარილი და აურიეთ.

ყვავილოვანი კომბოსტო პომიდვრის სოუსით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ყვავილოვანი კომბოსტო
  • 4-5 პომიდოორი
  • 1ს.კ ტომატპასტა
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კონა ქინძი
  • 1 კონა რეჰანი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • 100 მლ ზეითუნის ზეთი
  • წითელი წიწაკა,მარილი

მომზადება:

დაანაწევრეთ კომბოსტო,დაასხით მდუღარე წყალი,გააჩერეთ 3-4 წუთი და მოათავსეთ საწურზე. ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ჩაამატეთ ტომატპასტა და გააგრძელეთ შუშვა, ტომატპასტა ფერს რომ შიეცვლის,ჩაასხით გახეხილი პომიდორი და წამოადუღეთ.ჩაამატეთ კომბოსტო, წვრილად დაჭრილი მწვანილი,ნიორი,წიწაკა, მარილი. ცეცხლზე  გააჩერეთ დუღილის განახლებიდან 7-10 წუთი ( კომბოსტო არუ დნა ჩაიხარშოს).

წაიკითხეთ სხვაც

salati კარტოფილის სალათა

სალათა ორცხობილათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კონა სალათის ფოთოლი
  • 1 ც ბულგარული წიწაკა
  • 1 ც პამიდორი
  • 50-80 გრ ნივრიანი ორცხობილა
  • 50-100 გრ მაიონეზი
  • 100 გრ მცენარეული ყველი

მომზადება:

ჭურჭელში, რომლითაც სუფრაზე მიიტანთ სალათას, ჩააფინეთ ერთი ფენა სალათის ფოთოლი,მოაყარეთ წვრიალდ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, გახეხილი ყველი, ორცხობილა, პომიდორი, ხელით დაქუცმაცებული სალათის ფოთოლი. სუფრაზე მიტანის წინ მოყარეთ მარილი, მოასხით მაიონეზი.


პიკანტური ლობიო

$
0
0

შემადგენლობა:

  • 200 გრ ლობიო
  • 100 გრ ზეთი
  • 5-6 თავი ხახვი
  • 1 კონა ქინძი
  • 2 ჩ.კ უცხო სუნელი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

გარეცხილი ლობიო წამოადუღეთ, გადაწურეთ ნახარში, დაასხით მდუღარე წყალი და გააგრძლეთ ხარშვა. ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი მოშუსეთ ზეთში გაყვითლებამდე. ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, უცხო სუნელი, პილპილი, დანაყილი ნიორი, მარილი, აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. მოხარშულ ლობიოს დაამატეთ მომზადებული სანელებლები და წამოადუღეთ.

წაიკითხეთ სხვაც

tiramisu ტირამისუ

ჭარხალი ნიგვზით

$
0
0

მომზადება:

500 გ ჭარხალი კარგად გარეცხეთ, მოხარშეთ ან შეწვით, შემდეგ გააცილეთ კანი, წვრიალდ დაჭერით ან დაკეპეთ. ნიგოზი 1-3 ჩ.ჭ, მარილი, ქინძი 4 ძირი, ნიორი 4 კბილი, დანაყეთ ერთად ან გაატარეთ, დაუმატეთ ძმარი 1/4 ჩ.ჭ,აურიეთ ჭარხალში, ჩაყარეთ შესაფერის ჭურჭელში,ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუშის ფოთოლი და ბროწეულის მარცვლები, ღვინის ძმარის მაგიერ შეიძლება გამოიყენოთ ბროწეულის წვენი.

წაიკითხეთ სხვაც

pom-sbroweulis salati ბროწეულის სალათი

ყვავილოვანი კომბოსტოს მჟავე

$
0
0

შემადგენლობა:

  • 10 კგ კომბოსტო
  • 500 გრ ნიორი
  • 2კგ  სტაფილო
  • 10-15 ღერი ნიახური
  • 5-6 ღერი ხმელი კამა
  • 5 ც წითელი წიწაკა
  • 5-7 ც დაფნის ფოთოლი
  • 1ს.კ შვი პილპილი ( მარცვალი)
  • მარილი

მარილწყალი:

  • 10 ლიტრი წყალი
  • 0.5 ლიტრიანი ქილა
  • 550 გრ მარილი

მომზადება:

გაარჩიეთ კომბოსტო, დაჭერით სტაფილო, სტაფილოს მეოთხედს დაჭრისას მიეცით მოგრძო ფორმა, დანარჩენი დაწერით მრგვლად. გაარჩიეთ ნიორი, კომბოსტოს გადაავლეთ მდუღარე წყალი.მოათავსეთ საწურზე. ემალის ქვაბში ფენა-ფენა ჩაალაგეთ კომბოსტო.2 ღერი ნიახური, 1 ღერი კამა, რამდენიმე კბილი ნიორი, 10-15 ცალი სტაფილო ნაჭერი, 1 ც დაჭრილი წიწაკა( თესლის გარეშე), ასე გააგრძელეთ ჩალაგება, ვიდრე კომბოსტოს  სულ არ მოათავსებთ ქვაბში. დაასხით მარილიანი მდუღარე წყალი, დააფარარეთ სახურავი და დატოვეთ სამი დღე. შემდეგ ამოწურეთ  ბოსტნეული წყლიდან და ჩაალაგეთ ქილებში ( თითოეულ ქილაში ინგრედიენტები თანაბრად გადაანაწილეთ). იგივე წყალი აადუღეთ და დააასსხით ქილებში ჩალაგებულ ბოსტნეულს. დაახურეთ ხუფები და მოხუფეთ.

წაიკითხეთ სხვაც

ჭარხლის სალათა ყველით ჭარხლის სალათა ყველით

ყაბაყის პაშტეტი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 კგ ყაბაყო
  • 2 კოან ქინძი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 ც ბროწეული
  • წიწაკა,მარილი

მომზადება:

გასუფთავებული ყაბაყი შეწვით თავდახურულ ჭურჭელში. დანაყეთ ნიორი და ქინძი. შემწვარ ყაბაყს, დაუმატეთ ნიორი, ქინძი, მარილი, წიწაკა და აურიეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, ბოლოს დაამატეთ ბროწეულის მარცვლები.

წაიკითხეთ სხვაც

sokos kuchmachi სოკოს კუჭმაჭი

ქათმის სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ქათამი
  • 150 გე მაიონეზი
  • 1-2 კონა ქინძი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 100 გრ ბოლოკი
  • 1ჩ.კ უცხო სუნელი
  • წითელი წიწაკა,მარილი

მომზადება:

კარგად მოხარშულ ქათამს მოაყარეთ მარილი, გააცივეთ, ხორცს მოაცილეთ ძვლები და დაჭერით ასანთის ღერების სიგრძის წვრილ ნაჭრებად.

გაფცქვნილი ბოლოკი გახეხეთ და გაწურეთ, ქინძი და ნიორი დანაყეთ.მაიონეზში გახსენით უცხო სუნელი, წიწაკა, ქინძი, ნიორი, სეურიეთ ბოლოკი, ქათმის ხორცი და კარგად აურიეთ.

წაიკითხეთ სხვაც

Garniri Brokolit გარნირი ბროკოლით

ჭარხლის მწნილი

$
0
0

შემადგენლობა:

შეარჩიეთ 5 კგ წითელი ჭარხალი, გარეცხეთ. მოხარშეთ ( ძალიან მოხარშული არ მოგვიდეთ), შემდეგ ამოიღეთ და მოაცილეთ კანი. 10 ჩ.ჭ ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 5ს.კ მარილი, 700 გ ნიახური, 700 გ ოხრახუში, 100 გრ ნიორი და ადუღეთ 5 წუთს, შემდეგ გადმოდგით და შეაგრილეთ.

ჭარხალი, ქილაში ჩააწყვეთ ფენებად, თან ჩააყოლეთ ნიახური, ოხრახუში, ნიორი, კამა, წიწაკა, დაფნის ფოთოლი,ზემოდან დაასხით ნახარში მარილით შეზავებული და თუ არ ეყოს, ადუღებული წყალი დაუმატეთ.

წაიკითხეთ სხვაც

mtsvane lobio kvercxit მწვანე ლობიო კვერცხით

მწვანე წიწაკა ზეთით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 10 კგ წიწაკა
  • 400 გრ ნიორი
  • 400 გრ ნიახური
  • 300 გრ ოხრახუში
  • 20 მარცვალი სურნელოვანი პილპილი
  • 15-20 ფოთოლი დაფნა
  • 1ჩ.ჭ მარილი
  • 1ჩ.ჭ შაქარი
  • 8 ჩ.ჭ ზეთი
  • 4-5 ჩ.ჭ ძმარი

მომზადება:

წიწაკას მოაცალეთ კუნწი და თესლი, გააჩერეთ მდუღარე წყალში 20 წუთი. შემდეგ გარეცხეთ გამდინარე წყალში და დაწურეთ საწურზე. ნიორი, ნიახური, ოხრახუში დაფქვით ხორსაკეპ მანქანაში. მარილი. შაქარი,ზეთი, ძმარი,დაფნის ფოთოლი, სურნელოვანი პილპილი ჩააწყვეთ ქვაბში და წამოადუღეთ.

გაშლილ ჭურჭელში ჩააწყვეთ წიწაკა, მოაყარეთ გატარებული მწვანილი და მოასხით  მოშუშული, გაცივებული სანელებლები,. აურიეთ  კარგად, გააცერეთ 2 საათი. შემდეგ ჩაალაგეთ ქილებში ( ქილა არ გაავსოთ პირამდე). დააფარეთ სახურავი და შეინახეთ.

წაიკითხეთ სხვაც

სტაფილოს ცხარე სალათა სტაფილოს ცხარე სალათა

ლოქო ქინძძმარის სოუსით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ლოქო
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ც კარტოფილი
  • 2 მარცვალი სურნელოვანი პილპილი
  • 2 კონა ქინძი
  • 200 გრ ძმარი
  • დაფნის ფოთოლი
  • მარილი,ლიმონი

მომზადება:

ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაამატეთ მარილი, მთელი კარტოფილი და ხახვი, სურნელოვანი პილპილი, ლიმონის კანი და წამოადუღეთ. ჩააწყვეთ  დამუშავებული ლოქოს ნაჭრები და მოხარშეთ. მოხარშული თევზი ამოიღეთ გაშლილ ლანაგარზე. გააცივეთ. ძმარში შეურიეთ წვრილად დაჭრილი ქინძი. ლოქოს ნაჭრები მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში და მაოსხით მომზადებული ქინძმრის სოუსი.

წაიკითხეთ სხვაც

ea1c38ea1bc8 ძროხის ფილეს სალათა

ქათმის ხარშო

$
0
0

მომზადება:

კარგად გასუფთავებული 1ც ქათამი დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და  დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი 4-5 თავი ხახვი, ცალკემ ოვხარშოთ 1კგ გახეხილი პომიდორი, კარგად დავნაყოთ 1ჩ.ჭ ნიგოზი, ყვითელი ყვავილი, ნიორი, 3-4 ძირი წიწაკა, ქინძი, მარილი. ყვეაფერი ეს  გავხსნათ პამიდვრის წვენში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ჩავასხათ და ვადუღოთ 10-15 წთ. პამიდვრის მაგიერ შეიძლებაა გამოვიყენოთ კვაწარახი ან ტყემლის საწებელი.

მწვანე პომიდვრის სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 5 კგმწვანე პომიდორი
  • 1 კგ ხახვი
  • 200 გრ ცხარე წითელი წიწაკა
  • 200 გრ ნიორი
  • 1/2 ლ ზეთი
  • 1.5 მლ ძმარი
  • 3 კონა ქინძი
  • 2 კონა ნიახური
  • 1/4 ჩ.ჭ ხმელი ქინძი ( დაფქული)
  • 1/2 ჩ.ჭ უცხო სუნელი
  • 1/2 ჩ.ჭ ზაფრანა

მომზადება:

გარეცხილი პომიდორი დაჭერით წვრილად,დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1/2 საათი. მოათავსეთ საწურზე. დაწურული პომიდორი გადაიტანეთ ფართოპირიან ჭურჭელში. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ მწვანილი, ნიორი, წიწაკა.

ხახვი დაჭეით თხელ რგოლებად. ზეთი და ძმარი ერთად წამოადუღეთ. პომიდორს მოაყრეთ გატარებული მწვანილი, დაჭრილ იხახვი, სუნელები, მოასხით ზეთისა და ძმრის ნაზავი, მარილი გემოვენბით და კარგად აურიეთ.

გააცერთ სამი  დღე, ხშირად ურიეთ ხის კოვზით. შემდეგ მოათავსეთ ქილებში, დაახურეთ პოლიეთილენის ხუფები.

წაიკითხეთ სხვაც

krabis salaati კრაბის სალათი

კარტოფილის სალათა

$
0
0

მომზადება:

კარტოფილი მოხარშეთ მარილწყალში, გაფცქვენით, დაჭერით წვრილ ნაჭრებად. დაასხით 3 ს.კ ძმარი, მოაყარეთ მარილი ,პილპილი, მწვანილი, აურიეთ და გემრიელად მიირთვით.

წაიკითხეთ სხვაც

charxlis salata ჭარხლის სალათა

კიტრის სალათა

$
0
0

მომზადება:

დათალეთ კიტრი მრგვალად და თხლად, მოაყარეთ მარილი, ასევ გააჩერეთ ცოტა ხანს, წყალი რომ გამოუვიდეს. კიტრი გაწურეთ ხელით, შემდეგ გახსენით ძმარში. 2ს.კ  წმინდად დანაყილი ნიგოზი და გაწურულ კიტრს კარგად აურიეთ.

წაიკითხეთ სხვაც

krabis salaati კრაბის სალათი
Viewing all 2989 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>