Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2989 articles
Browse latest View live

წითელი ბულგარული წიწაკა ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ წითელი ბულგარული წიწაკა
  • 100 გრ გატარებული ნიგოზი
  • 2 ჭიქა ზეთი
  • 2 ჭიქა ძმარი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 პატარა თავი ხახვი
  • 1 კონა ქინძი
  • 1 ჩ/კ უცხო სუნელი
  • 1 ჩ/კ ზაფრანა
  • წიწაკა
  • პილპილი
  • მარილი
  • 2 ჩ/კ შაქარი

 

მომზადება:

ბულგარულ წიწაკას მოაჭერით წუნწი, გამოაცალეთ თესლი, გარეცხეთ და გააშრეთ. პატარა, ღრმა ქვაბში ჩაასხით ზეთი, ძმარი, ჩაამატეთ შაქარი, პილპილი, მარილი და წამოადუღეთ. მდუღარეში მოწალეთ წიწაკა, ან შეწვით ზეთში. მოწალული წიწაკა გაშალეთ საწურზე (ერთმანეთზე არ დააწყოთ).

გატარებულ ნიგოზს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი, დანაყული ნიორი, უცხო სუნელი, ზაფრანა, მარილი, წიწაკა, დაასხით ცოტა მდუღარე წყალი და შეურიეთ კარგად, უნდა მიიღოთ საშუალო სისქის მასა.

ცივ, დაწურულ წიწაკაში ჩადეთ 1 კოვზი ნიგოზი, მიეცით ბრტყელი ფორმა, მოათავსეთ დახურულ ჭურჭელში, ცოტა ხნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში.

სუფრაზე მისატანად დაჭერით სიგრძეზე, ორ ნაწილად. თუ თეფშზე მხოლოდ წიწაკას ალაგებთ, დაჭრილი წიწაკა განალაგეთ ერთმანეთის მიყოლებით, ნახევარრკალად ან წრიულად. თეფშის ერთ ნაწილზე დაალაგეთ მწვანილი და კიტრის ყვავილი, ან ერთი ნაჭერი წიწაკა დაჭერით სიგანეზე, თანაბარი ზომის ხუთ ნაწილად დაალაგეთ გვირილის ფორმით და შუაში ჩადეთ ზეთის ხილი ან გახეხილი ბოლოკი.

თუ ნიგვზიანი კერძების სხვა სახეობაც გაქვთ, გააკეთეთ ასორტი.

წაიკითხეთ სხვაც

Salmon_Salad-3 ორაგულის სალათი

ხმელი ლობიოს სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 200 გრ მოხარშული ლობიო
  • 200-300 გრ მოხარშული ქათმის ხორცი
  • 0.5 ჭიქა ნიგოზი
  • 100-150 გახეხილი ყველი
  • მაიონეზი გემოვნებით

მომზადება:

დავჭრათ ქათმის ხორცი და ნიგოზი. ავურიოთ ლობიოს, დავუმატოთ ყველი, მაიონეზი და მივიტანოთ სუფრასთან.

კარტოფილის სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ცმ ოხარშული კარტოფილი
  •  2 წიტელი წიწაკა, 2 პომიდორი
  • 2ს.კ მაიონეზი. 2ს/კ არაჟანი
  • კამა მოსართავად

მომზადება:

აღნიშნული ინგრედიენტები წვილად დავჭრათ, მოვათავსოთ სასალათეში. მაიონეზი და არაჟანი ავურიოთ ერთმანეთს და მოვასხათ სალათს,ავურიოთ.

წაიკითხეთ სხვაც

venegreti '' cisartyela'' ვინეგრეტი '' ცისარტყელა''

ქათმის ხორცის სალათა წიწაკით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ქათმის მოხარშული ფილე
  • 2 კონა სალათის ფოთლები
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 4 პატარა ბოლოკი
  • 3 მწვანე წიწაკა, 3-4 თავი ხახვი
  • 30-40 გრ კარაქი, მაიონეზი
  • ნახევარი ბროწეული
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

აღნიშნული პროდუქტები წვრილად დავჭრათ. ხახვი მოვშუშოთ კარაქში. სასალათეში ყველაფერი ავურიოთ ერთმანეთს, დაუმატოთ მაიონეზი, მარილი და პილპილი. გავაფორმოთ რგოლებად დაჭრილი წიწაკით.

წაიკითხეთ სხვაც

charxlis salata ჭარხლის სალათა

სოკოს სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ქილა სოკო, 2 სტაფილო
  • 1 კარტოფილი
  • 300 გრ ძროხის მოხარშული ხორიც, 200 გრ მაიონეზი
  • 0.5 ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიგოზი
  • სალათის ფოთლები , ოხრახუში
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:

სტაფილო გავხეხოთ, კარტოფილი, ერთი ნაწილი სოკო და ხორცი წვრილად დავჭღათ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შევარჩიოთ ბრტყელი სასალათე და ფენებად მოვათავსოთ კარტოფილი, მაიონეზი, ხორცი, მაიონეზი, ნიგოზი, მაიონეზი,სტაფილო, მაიონეზი,მწვანილი. მოვრთოთ სოკოთი.

ხორციანი ვინეგრეტი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 300 გრ ძროხის ფილე, 3 სტაფილო
  • 3 კარტოფილი, 100 გრ არაჟანი
  • 2 მჟავე კიტრი, სალათის ფოთლები
  • 100 გრ მჟავე კომბოსტო, 50 გრ მაიონეზი
  • მაირლი,შავი პილპილი, მწვანე ხახვი

მომზადება:

აღნიშნული ინგრედიენტები დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ღრმა სასალათეში ჩავფინოთ სალათის ფოთლები, ზედ მოვათავსოთ სალათა, შევაზავოთ მაიონეზ-არაჟნიანი ნარევით, მარილითა და მივიტანოთ სუფრასთან.

წაიკითხეთ სხვაც

mwvane furclebi მწვანე ფურცლები

ტრადიციული სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ჭიქა მოხარშული წითელი ლობიო
  • 1 მოხარშული ჭარხალი
  • 2 მოხარშული სტაფილო
  • 1 თავი ხახვი,200  გრ  ბარდა
  • 2 მოხარშული კარტოფილი
  • 3 კონა ოხრახუში, ზეთი, 200 გრ მაიონეზი
  • მაირლი, შავი და წითელი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

აღნიშნული ინგრედიენტები დავჭრათ ოთკუთხედებად, მოვათავსოთ სასალათეში, დავუმატოთ წითელი ლობიო, წვრილად დაჭრილი მწვანილი, ზეთში მოშუშული ხახვი, მარილი და პილპილი.

წაიკითხეთ სხვაც

charxlis asorti ჭარხლის ასორტი

ქათმის ხორცის სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  •  300 გრ  მოხარშული ქათმის ფილე
  • 3 მოხარშული კარტოფილი
  • 3 მოხარშული კვერცხი, 3 ვაშლი
  • 1თავი ხახვი, მაიონეზი
  • მარილი,პილპილი გემოვნებით

მომზადება:

ხორცი, კარტოფილი, ვაშლი, კვერცხის გული და ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილ იდა პილპილი. კვერცხის ცილა გავხეხოთ. სევარჩიოთ სასალათე და ფენებად დავალაგოთ კარტოფილი, მაიონეზი, ხორცი, ხახვი, მაიონეზი,ვაშლი, მაიონეზი. კვერცხის ცილა,მაიონეზი.

წაიკითხეთ სხვაც

sojko da lobios salati( samrxvo) ლობიოს და სოკოს სალათი

სტაფილოს სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 მოხარშული კვერცხი, 2 მჟავე კიტრი
  • 2 მოხარშული სტაფილო. 3 მოხარშული კარტოფილი, მწვანე ხახვი
  • 300 გრ მოხარშული ქათმის მკერდი
  • 200 გრ  ჰოლანდიური ყველი
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

ყველა ინგრედიენტი წვრილად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დავუმატოთ მაიოეზი. სალათას მივცეთ ტორტის ფორმა, ზემოდან მოვაყაროთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველი.

წაიკითხეთ სხვაც

maionezi მაიონეზი ნიახურით

სალათა კიტრით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3 კვერცხი, კიტრი, 200 გრ მოხარშული წვრილი კრაბი
  • მწვანილი,მაიონეზი,მარილი,პილპილი

მომზადება:

მწვანილი და კვერცხი წვრილად დავჭრათ, აურიოთ მაიონეზი, მარილი და პილპილი. კიტრი დავჭრათ 15 სმ სიგანის მოგრძო თხელ ფენებად. შიგთავსი გავახვიოთ კიტრის ფენებში, ზემოდან მოვრთოთ კრაბით ან ნიგვზით.

წაიკითხეთ სხვაც

shemwvarixaxvi nigvzit შემწვარი ხახვი ნიგვზით

ბრინჯის სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 0.5 ჭიქა ბრინჯი
  • 3 მოხარშული კვერცხი
  • 2 კიტრი, 300 გრ ანანასი,მაიონეზი

მომზადება:

ბრინჯი მოვხარშოთ კიტრი და კვერცხი წვრილად დავჭრათ. ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ერთმანეთს, მოვათავსოთ სასალათეში, ზემოდან წავუსვათ მაიონეზი და სუფრასთან მივიტანოთ.

სალათა ‘’ბაღი’’

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 მოხარსული კარტოფილი
  • 4 კვერცხი, 2 თავი ხახვი
  • 300 გრ შებოლილი ყველი, ბარდა
  • 500 გრ სოკო, მაიონეზი, ოხრახუში

მომზადება:

სასალათეში ფენა-ფენა მოვაავსოთ გახეხილი კარტოფილი, კვერცხი, ყველი, ხახვთან ერთად მოშუშული სოკო, ყველი, კვერცხი, კარტოფილი. ფენებს შუა წავუსვათ მაიონეზი, ზემოდან ისევ გადავუსვათ მაიონეზი და მოვაყაროთ გახეხილი კვერცხის გული.

წაიკითხეთ სხვაც

qatmis '' piramida'' ქათმის ‘’პირამიდა’’

წიწაკის სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ტკბილი წიწაკა
  • 150 გ მოხარშული ბრინჯი
  • 150 გრ მწვანე ბარდა
  • 3 მოხარშული კვერცხი, 3ს.კ ზეთი

მომზადება:

წიწაკა, კვერცხი წვრილად დავჭრათ, ავურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ ბარდა, ზეთი, შევაზაოთ მარილით და ოხრახუშით.

წაიკითხეთ სხვაც

ლოქო  ქინძმარში ლოქო ქინძძმარის სოუსით

სალათა ფორთოხლით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 300 გრ კომბოსტო, 2 ფორთოხალი
  • 70 გრ ნიგოზი, 40 გრ თხილი
  • 100 გრ ყველი ( სულგუნი)
  • 1 წითელი წიწაკა, 1ს.კ ლიმნის წვენი
  • ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:

კომბოსტო წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ მარილი, პილპილი, ლიმნის წვენი, წვრილად დაჭრილი ნიგოზი, თხილი, დაჭრილი ყველი, ფორთოხალი, ზეითუნის ზეთი, კარგად ავურიოთ, მოვათავსოთ სასალათეში.

წაიკითხეთ სხვაც

brinjis garniri ბრინჯის გარნირი

კარტოფილის სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 მოხარშული კარტოფილი
  • 100 გრ მწვანე ბარდა
  • 2 კიტრის მარინადი, 4ს.კ მაიონეზი
  • 4 მოხარშული კვერცხი
  • 200 გრ ქათმის ფილე
  • მარილი,პილპილი გემოვნებით
  • 2 კონა ოხრახუში

მომზადება:

ყველა პროდუქტი დავჭრათ, ავურიოთ ერთმანეთს , დავუმატოთ მაიონეზი.

 


სალათა კოტლეტით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 თავი ხახვი, 100 მლ კეფირი
  • 3 პომიდორი, 2 კიტრი, 1 კვერცხი
  • სალათის ფოთლები
  • მწვანე ხახვი,კამა
  • ზეთისხილი, დაფქვილი ორცხობილა
  • 3ს.კ ზეითუნის ზეთი
  • 3ს.კ ვაშლის ძმარი
  • 300 გრ რბილი ხორცი, მაიონეზი
  • მარილი,პილპილი გემოვენების მიხედვით

მომზადება:

ხორცი და ხახვი 2- ჯერ გავატართ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ მარილი, პილპილი, კვერცხი, კეფირი და კარგად ავურიოთ, მიღებული მასა კოვზით ამოვიღოთ., სათითაოდ ამოვავლოთ დაფქვილ ორცხობილაში და შევწვათ ცხიმიან ტაფაში  შეწითლებამდე. სასალათეს ძირში ჩავუფინოთ სალათის ფოთლები, დაჭრილი კიტრი, კამა, მწვანე ხახვი, პომიდორი, ძმარი, ზეთისხილი ზეთი და მაიონეზი, მოვრთოთ ზეთისხილით.

წაიკითხეთ სხვაც

stafilos salata სტაფილოს სალათა

სალათა ტორტი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 300 გრ თევზის მარინადი
  • 300 გე მოხარშული კაროტოფილი
  • 300 გრ მოხარშული სტაფილო
  • 300 გრ მოხარშული ჭარხალი
  • 300 გრ ვაშლი
  • 150 გრ ხახვი, მაიონეზი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

სტაფილო,კარტოფილი, ჭარხალი, ვაშლი გავხეხოთ ცალ-ცალკე ჭურჭელში. ხახვი წვრილად დავჭრათ, თევზი გავაცალკევოთ ფხებისგან და დავჭრათ. შევარჩიოთ დიდი, ბრტყელი თეფში და ფენებად დავაწყოთ კარტოფილი, მაიონეზი, თევზი, მაიონეზი,ხახვი, სტაფილო, მაიონეზი, ვაშლი, მაიონეზი, ჭარხალი, მაიონეზი.

წაიკითხეთ სხვაც

satacuri nigvzit სატაცური ნიგვზით

სალათა კრაბის ჩხირებისაგან

$
0
0

შემადგენლობა:

  • 200 გრ კრაბის ჩხირები
  • 1 ტკბილი წიწაკა, 3 კვერცხი
  • 4 კიტრი, 1 პომიდორი, 1 კონა კამა
  • მაიონეზი, სალათის ფოთლები

მომზადება:

სასალათეში დავაწყოთ სალათის ფოთლები,ჩხირები დავჭრათ და ავურიოთ მაიონეზს. დანარჩენი პროდუქტები ასევე წვრილად დავჭრათ და ფენებად დავაწყოთ სალათის ფოთლებზე შემდეგი თანმიმდევრობით: ტკბილი წიწაკა, მაიონეზი, კვერცხი, მაიონეზი, კიტრი, კრაბი, მაიონეზი. სალათას მივცეთ ტორტის ფორმა.

წაიკითხეთ სხვაც

pom-sbroweulis salati ბროწეულის სალათი

კარტოფილის სალათა (ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 800 გრ კარტოფილი
  • 1ს.კ ვაშლის ძმარი
  • 125 გრ არაჟანი
  • 125 გრ მაიონეზი
  • 1 ს.კ მდოგვი
  • 80 გრ ხახვი
  • 50 გრ ნიახური
  • 60 გრ კიტრის მწნილი
  • 2 ც მოხარშული კვერცხი
  • 10 გრ კამა
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

მოვხარშოთ კარტოფილი მარილწყალში. დავჭრათ ხახვი წვრილად და დავასხათ ცხელი წყალი. კიტრის მწნილი, მოხარშული კვერცხი და მწვანილები დავჭრათ წვრილად, გადავდოთ ცალკე. ავიღოთ ჯამი და ერთმანეთში აცურიოთ მაიონეზი,არაჟანი და მდოგვი. დავჭრათ კაროტოფილები ოთკუთხედებად და დავასხათ ვაშლის ძმარი.  დაჭრილი კარტოფილები შევურიოთ მაიონეზიან მასას. ხახვი დაგავწუროთ და დავუმატოთ, ასევე დავამატოთ დანარჩენი დაჭრილი ინერედიენტები, მოვაყაროთ  მარილი და შავი პილპილი და სალათა მზადაა.

 

წაიკითხეთ სხვაც

7d2d5128ff6f ბრინჯი წიწაკითა და სოკოთი

სალათა ბროწეულით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 300 გრ მოხარშული ქათმის მკერდი
  • 1 ბროწეული, 100 გრ მოხარშული სტაფილო
  • მარილი, პილპილი გემოვნების მიხედვით

სოუსისათვის:

  • 2ს.კ მაიონეზი, 50 მლ ნაღები
  • 0.5 ჩ.კ მდოგვი, კამა

მომზადება:

ქათმის მკერდი დავჭრათ, მოვაყაროთ პილპილი და მარილი, სტაფილო წვრილად დავჭღათ, ბროწეული გავასუფთავოთ.

სოუსის მომზადება:

აუცილებელი ინგრედიენტები ავურიოთ ერთმანეთს, გემოვნების მიხედვით დავუამტოთ შავი პილპილი. ჭიქის ძირში ჩავყაროთ სტაფილო, ქათმის მკერდისა და ბროწეულის ნარევი. იგივე თანამიმდევრობით გავაგრძელოთ ჭიქის შევსება.

წაიკითხეთ სხვაც

Kuchmachi Nigvzit კუჭმაჭი ნიგვზით
Viewing all 2989 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>