Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2989 articles
Browse latest View live

ხილის სალათა ქათმის ხორცით

$
0
0

შემადგენლობა:

  • ¼ ანანასი
  • 1 ვაშლი
  • 300 გრ ქათმის რბილი ხორცი
  • 1-2 სალათის ფოთოლი
  • 3ს.კ ზეითუნის ზეთი
  • 2ს.კ ლიმნის წვენი
  • 1ჩ.კ თაფლი, 1 ს.კ კონიაკი
  • მარილი,პილპილი გემოვნებით

მომზადება:

ქათმის ხოცი საბეგვი ცაქუჩით კარგად დავბეგვოთ, მარილი და პილპილი მოვაყაროთ და ზეთში შევწვათ დარბილებამდე. გავაციოთ. ვაშლს კანი გავაცილოთ და სიგრძეზე დავჭრათ, ანანასი დავჭრათ მსხვილ ოთკუთხედებად და დავასხათ ლიმნის წვენი.ქათმის ხორციც დავჭრათ..ხილი ავურიოთ ერთმანეთს. თაფლი გავხსნათ ლიმნის წვენში, დავუამტოთ ზეითუნის ზეთი და ავურიოთ. სასალათეზე დავალაგოთ სალათის ფოთლები, ზედ მოვათავსოთ არეული ხილი, ქათმის ხორცი, მოვასხათ თაფლის ნარევი და მივიტანოთ სუფრასთან.

წაიკითხეთ სხვაც

kombostos salataaa კომბოსტოს სალათა

სალათა ”კოქტეილი”

$
0
0

შემადგენლობა:

  • 200 გრ მოხარშული ქათმის ფილე, 100 გრ ყველი
  • 2 კვერცხი, 200 გრ მწვანე ბარდა, 5ს.კ არაჟანი
  • 3 კონა ოხრახუში, სუნელები, 5ს.ლ მაიონეზი

მომზადება:

აღნიშნული პროსუქტები წვრილად დავჭრათ და ფენა-ფენა მოვათავსოთ გამჭირვალე ჭიქაში. არაჟანი ავურიოთ მაიონეზს, დავასხათ ზემოდან და მოვრთოთ ოხრახუშით. სურვილისამებრ შეგიძლიათ გააფორმოთ ზეთისხილით.

წაიკითხეთ სხვაც

sokos kuchmachi სოკოს კუჭმაჭი

ვიტამინებით მდიდარი სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3 ც სტაფილო
  • 100 გ კომბოსტო
  • 100 გ ვაშლი
  • 1 ც ფორთოხალი
  • 1 თავი ხახვი
  • 60 გ დაკონსერვებული ანანასი
  • 1ს.კ ლიმონის წვენი
  • მაწონი ან  იოგურტი რამდენსაც დასჭირდება
  • 1ს.კ შაქარი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

სტაფილო დაჭერით გრძლად, კომბოსტო-წვრილად. ვაშლს და ფორთოხალს მოაცალეთ კანი და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ხახვი გაჭერით  შუაზე, დაჭერით ნახევარმთვარისებურად და მოთუთქეთ ცოტაოდენ ცხიმში. დაჭერით სალათის ინგრედინეტები შეურიეთ ერთმანეთს, მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ შაქარი, მარილი და დაუმატეთ მაწონი ან იოგურტი.

წაიკითხეთ სხვაც

nicoise salad ნიცური სალათა

სალათა “პალმა”

$
0
0

შემადგენლობა:

  • 5 მოხარშული კვერცხი
  • 150 გრ ჰოლანდიური ყველი
  • 3 სტაფილო, 1 კბილი ნიორი
  • 200 გრ მაიონეზი
  • 3 კონა ოხრახუში, ზეთისხილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

ყველა ინგრედიენტი გავხეხოთ წვრილ სახეზე (1 გახეხილი სტაფილო შევინახოთ გასაფორმებლად), მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მაიონეზი, მოვათავსოთ სასალათეში. გავაფორმოთ გახეხილი სტაფილოთი, ზეთისხილით და ზეთისხილისა და ოხრახუშისაგან გაკეთებული პალმებით (ზეთისხილები ჩამოვაცვათ ჩხირებზე).

 

წაიკითხეთ სხვაც

salati lobiotii სალათი ლობიოთი

მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ც ყვავილოვნაი კომბოსტო
  • 50 გრ კარაქი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
  • 1 ც მწვანე ხახვი გასაფორმებლად

მომზადება:

პირველ რიგში ავადუღოთ ქვაბით წყალი. გავასუფთავოთ ყვავილოვანი კომბოსტო და ჩავდოთ ადუღებულ წყალში( სანამ ყვავილოვან კომბოსტოს ჩადებთ, მანამდე  მარილი ჩაყარეთ). ვხარშოთ დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ გადავწუროთ,  ჩავდოთ ჯამში,  დავუმატოთ კარაქი, მარილი,შავი პილპილი და ჩავჭყლინტოთ, ზერმოდან გავაფორმოთ მწვანე ხახვით.

 

წაიკითხეთ სხვაც

charxlis fotlis fxali ჭარხლის ფოთლის ფხალი

კიტრის სალათა

$
0
0

მომზადება:

კიტრი გავთალთ, მრგვლად და თხლად დავჭრათ. მარილი მოაყარეთ, რამდნეიმე ხანი ასე იყოს., როცა წყალი გაუვა, კიტრი გაწურეთ, ორი ს.კ წმინდად დანაყილ ნიგოზში გახსენით ძმარში და დაასხით.

ისპანახი ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ისპანახი
  • 200-250 გ ნიგოზი
  •  თითო კონა ქინძი, კამა, ოხრახუში
  • რამდენიმე ღერი ნიახური
  • 1 ც მწვანე წიწაკა
  • 4-5 კბილი ნიორი
  • 1 თაივ ხახვი
  • ხნმელი ქინძი. ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი
  • მარილი,წიწაკა-გემოვნებით
  • ბროწეული

მომზადება:

ისპანახის ფოთლები გარეცსეთ და მდუღარე წყალში ჩაყარეთ. როდესაც ფოთლები დარბილედება,ამოიღეთ და გაწურეთ. მოამზადეთ სანელებლები. ხახვი და მწვანილი წვრიალდ დაჭერით. ხორცსაკეპ მანქანაში გატარებულ ნიგოზს დაუმატეთ დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, ხახვი და სანელებლები. დაასხით ცოტა ძმარი, წყალი და კარგად აზილეთ. ისპანახი ძალიან წვრილად დაჭერით, მოამზადეთ ნიგვზის მასა შეურიეთ და სურვილისამებრ მორთეთ ბროწეულის მარცვლებით.

წაიკითხეთ სხვაც

xilis salati ხილის სალათი

ენა არაჟნით

$
0
0

მომზდება:

  • სტაფილო – 1 ც.
  •  

    ხახვი – 1 თავი

  •  

    საქონლის ენა – 400 გ.

  •  

    არაჟანი – 1 ჩ.ჭ.

  •  

    პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

სტაფილო და ხახვი დაჭერით წვრილად. ენას დაასხით 0.4 ლიტრი ცხელი წყალი, წამოადუღეთ, დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული, მარილი და ხარშეთ 1 სთ. და 20 წუთი. ამოიღეთ ბულიონიდან, გადაავლეთ ცივი წყალი და გააცალეთ კანი. ენა დაჭერით გრძლად, მოასხით არაჟანი, მოაყარეთ პილპილი, მარილი და ეს ყველაფერი გააცხელეთ. გააფორმეთ მწვანილით.

 


ზღვის კომბოსტოს სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • დაკონსერვებული ზღვის კომბოსტო – 160გ.
  • მოხარშული კვერცხი – 2ც.
  • წითელი ბულგარული წიწაკა – 1ც.
  • ხახვი – 1 თავი
  • მოხარშული ბრინჯი – 160გ.
  • ზეთი – 5ს.კ.
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

წვრილად დაჭრილ ზღვის კომბოსტოს შეურიეთ დაჭრილი კვერცხი, ბულგარული წიწაკა, ხახვი და მოხარშული ბრინჯი. მოაყარეთ მარილი, მოასხით ზეთი და კარგად აურიეთ.

წაიკითხეთ სხვაც

d1ca9fa7918f მწვანე სალათი არაჟნით

ხორცის სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • კიტრი – 2ც.
  • ღორის მოხარშული მჭლე ხორცი – 300გ.
  • სალათის ფურცელი – 3ც.
  • ნიორი – 1 კბილი
  • მაიონეზი – 6ს.კ.
  • პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

კიტრი, მოხარშული ხორცი და სალათის ფურცლები დაჭერით გრძელ თხელ ნაჭრებად, ნიორი დაჭერით წვრილად. სალათის ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს, მოაყარეთ მარილი, პილპილი და მოასხით მაიონეზი.

წაიკითხეთ სხვაც

xacho ხაჭოს სოუსი ბოსტნეულით

ხილის სალათა ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ჭიქა დაჭრილი მანგო
  • 1 ჭიქა დაჭრილი ანანასი
  • 1 ჭიქა დაჭრილი საზამთრო
  • 4 ც დაჭრილი კივი
  • შაქარი-გემოვნებით
  • ლიმნის წვენი და ცედრა

მომზადება:

ეს ხილი  დავჭრათ ოთკუთხედებად, და ჩავაყაროთ ლიკნის ცედრა,წვენი და კარგად ავურიოთ.  ხილი შეგვიძლია გამოიყენოთ ის რაც თქვენ გსურთ.

წაიკითხეთ სხვაც

OLYMPUS DIGITAL CAMERA მიწისთხილის კარაქი

ხაჭოს გუნდები ბოსტნეულის სალათით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1/3 ც კიტრი
  • 10 გ სალათის ფურცლები
  • 1/2 ც სტაფილო
  • 1ს.კ ღვინის ძმარი
  • 3ს.კ ზეთი
  • დაჭრილი ოხრახუში რამდენიც დასჭირდება
  • 100 გ უცხიმო ხაჭო
  • 20 გ  მზესუმზირას მარცვლები
  • პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

კიტრი დაჭერით რგოლებად, სალათის ფურცლები-გრძლად.

სტფილო მხოარშეთ, გაფცხქვენით და დაჭერით  გრძლად. სოუსისთვის ძმარს შერუეით მარილი,პილპილი,ზეთი და დაჭრილი ოხრახუში.

ხაჭო გასრისეთ, დაგუნდავეთ და ამოვლეთ მზესუმზირას გარჩეულ მარცვლებში. დაჭრილი ბოსტნეული მოათავსეთ ლანგარზე და მოასხით სოუსი, გვერდებზე მიუწყვეთ ხაჭოს ბურთულები.

ჭარხლის სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ ჭარხალი
  • 100 გრ დანაყილი ნიგოზი
  • 1 კბილი ნიორი
  • ზეთი
  • არაჟანი ან მაიონეზი

მომზადება:

ჭარხალი კანიანად მოვხარშოთ (შეიძლება ნახევრად მოვხარშოთ), კანი გავაცალოთ, გავხეხოთ, მოვათავსოთ სასალათეში, მოვაყაროთ მარილი, დანაყილი ნიგოზი, დაჭყლეტილი ნიორი, ზეთი, შემდეგ დავუმატოთ არაჟანი ან მაიონეზი.

წაიკითხეთ სხვაც

charxlis fotoli nigvizt ჭარხლის ფოთოლი ნიგვზით

მაკარონის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 შეკვრა მაკარონი
  • 3 ც პამიდორი
  • 3 ც კიტრი
  •  1 შეკვრა ( წითელი) თევზი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 ქილა მაიონეზი

 

მომზადება:

აუცილებელია, რომ ეს სალათი ცივად გაკეთდეს, ანუ ცივი მაკარონი. თავიდან მაკარონს მოვხარშავთ, შემდეგ ამ მოხარშულ მაკარონს გააციებთ. დაამატებთ კანგაცლილ და წვრილად დაჭრილ პამიდორს და ასევე წვრილად დაჭრილ კიტრს. აიღებთ ცივ იგივე წითელ თევზს, დაძენძავთ და მასაც შეურევთ. ასევე მწვანე ხახვს დააჭრით და ამ ყველაფერს მაიონეზში აურევთ. დადებთ მაცივარში და გააციებთ.

ხორცის სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • კიტრი – 2ც.
  • ღორის მოხარშული მჭლე ხორცი – 300გ.
  • სალათის ფურცელი – 3ც.
  • ნიორი – 1 კბილი
  • მაიონეზი – 6ს.კ.
  • პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

კიტრი, მოხარშული ხორცი და სალათის ფურცლები დაჭერით გრძელ თხელ ნაჭრებად, ნიორი დაჭერით წვრილად. სალათის ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს, მოაყარეთ მარილი, პილპილი და მოასხით მაიონეზი

 

 

წაიკითხეთ სხვაც

sokos flaavii სოკოს ფლავი

ბრინჯის სალათი

$
0
0

 

შემადგენლობა:

  •  500 გრ გრძელი ბრინჯი
  • 3 ჭიქა წყალი
  •  5 ც ბულგარული წიწაკა
  • 4 ც სტაფილო
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

თავდაპირველად ქვაბში წყალი ჩავასხათ და ბრინჯი ჩავყაროთ. თავზე ჩაის ტილო დავახუროთ და ნელ ცეცხლზე დავდგათ. ცალკე ტაფაზე ბოსტნეულს ვშუშავთ. ბულგარულ წიწაკას წვრილად დავჭრით, სტაფილოს კი  გავხეხავთ და მაღალ ცეცხლზე დავდგამთ. ძალიან არ მოვშუშოთ ისე, რომ ბოსტნეული ცოტათი ცოცხლად იყოს. შემდეგ გადმოვდგამთ და ბრინჯთან ერთად ავურევთ. დავუმატებთ წვრილად დაჭრილ მწვანე ხახვს და ასევე წვრილად დაჭრილ ნიორს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ, მარილითა და პილპილით შეაზავოთ..

წაიკითხეთ სხვაც

1375689462a ნივრის საწებელი

სალათი ქათმის ფილეთი

$
0
0

შემადგენლობა:

  • სალათის ფოთლები -300გრ;
  • ვაშლი – 2 ცალი;
  • ნივრის კბილი – 1 ცალი;
  • ზღვის მარილი – ½ ჩ/კ;
  • ნატურალური იოგურტი – 125 გრ;
  • ლიმნის წვენი – 1 ჩ/კ;
  • კამა (მშრალი) = 1ჩ/კ;
  • წითელი (ტკბილი) წიწაკა – 1 ცალი;
  • ზეთი – 20მლ;
  • ქათმის ფილე -200გრ;
  • პილპილი – ½ ჩ/კ;
  • მდოგვი -2ჩ/კ;
  • თაფლი -15 გრ;

მომზადება:

სალათის ფურცლები კარგად გარეცხეთ, გაშრეთ და დაჭერით წვრილად. წიწაკა გავასუფთაოთ და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად ვაშლი გავასუფთაოთ, გავფქვნათ და დავჭრათ ესეც წვრილ მოგრძო ნაჭრებად. დავასხათ ლიმნის წვენი, რომ არ გაშავდეს. ტაფაზე შევაწითლოთ დანაყილი ნიორი , ამავე ზეთში შევბრაწოთ წვრილად დაჭრილი ქათმის ფილე, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ძალიან რომ არ გაშრეს შბრაწეთ 5 წთ-ის განმავლობაში.

სოუსის მომზადება:

იოგურტი, ზღვის მარილი, თაფლი, კამა, მდოგვი, ლიმნის წვენი, პილპილი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, შეგიძლიათ არაჟანი იხმაროთ იოგურტის მაგივრად.მზა და ოდნავ შეგრილებულ ქათმის ფილე დავამატოთ დაჭრილ ბოსტნეულს, კარგად ავურიოთ, გავანაწილოთ ლანგარზე და მოვასხათ სოუსი.

წაიკითხეთ სხვაც

vermishelis salata ვერმიშელის სალათა

ბოლოკის და ჭარხლის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ნაჭერი ჭვავის პური
  • 10 გ. ზეთი
  • 150 გ. ბოლოკი
  • 60 გ. მოხარშული ჭარხალი
  • სალათის ფურცლები
  • 20 გ. მწვანე ხახვი
  • 50 გ. არაჟანი
  • მარილი

 

მომზადება:

პურისაგან დაჭერით კუბიკებად მოაყარეთ მარილი და შეწვით ზეთში.ბოლოკი და ჭარხალი დაჭერით გრძლად, დააწყვეთ სალათის ფურცლებზე, მოასხით არაჟანი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. ირგვლივ შემოუწყვეთ შემწვარი პურის ფიგურები.

პ.ს : შეგიძლიათ სალათს დაუმატოთ ასევე გახეხილი ყველი და სალათის ფურცლები (გემოვნების მიხედვით

წაიკითხეთ სხვაც

charxlis mwnili ჭარხლის მწნილი

სალათი ლობიოთი

$
0
0

 

შემადგენლობა:

  • 1 შეკვრა ქათმის ფილე
  • 500 გრ ლობიო
  • 250 გრ ბარდა
  • 4 ც კვერცხი
  • 200 გრ მჟავე კიტრი
  • 1 კონა ოხრახუში
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • 1 ც მაიონეზი

მომზადება:

მოხარშულ ქათმის ფილეს ვჭრით კუბიკებად.ვხარშავთ ლობიოს ( შეიძლება დაკონსერვებული ლობიოც), ვიღებთ დიდ ჯამს და ლობიოს და ფილეს ერთად ვყრით. შემდეგ ბარდას ვუმატებთ., ასევე კუბიკებად დაჭრილ მოხარშულ კვერცხს, წვრილად დაჭრილ მჟავე კიტრს, ოხრახუშსა და კამას ვუმატებთ, ვაყრით მარლსა და შავ წიწაკას. ამ ყველაფერს ერთად ვყრით და მაიონეზით ვაზავებთ.

კარტოფილის სალათა

$
0
0

მომზადება:

კარტოფილი მოხარშეთ მარილწყალში, გაფცქვენით, დაჭერით წვრილ ნაჭრებად. დაასხით 3 ს.კ ძმარი, მოაყარეთ მარილი ,პილპილი, მწვანილი, აურიეთ და გემრიელად მიირთვით.

Viewing all 2989 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>