Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2989 articles
Browse latest View live

კომბოსტოს სალათა

$
0
0

 

შემადგენლობა:

  • 200 გრ კომბოსტო
  • 2 ს.კ ზეთი
  • 2ს.კ ლიმონის წვენი
  • ხახვი, მწვანილი-გემოვნებით

მომზადება: 

 

კომბოსტოს ფოთლები კარგად გავრეცხოთ, ძალიან წვრილად დავკეპოთ, მოვაყაროთ მარილი, ხელით დავსრისოთ, ცოტა ხანს გავაცეროთ, გავწუროთ, გადავიტანოთ სასალათეში, დავასხათ ზეთი, ლიმონის წვენი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და სხვადასხვა მწვანილი. ფრთხილად ავურიოთ, ზემოდან ლამაზად შევასწოროთ და სუფრაზე ისე მივიტანოთ.


ჭარხალი ქინძმარში

$
0
0

შემადგენლობა:

  • ჭარხალი – 1 კგ.
  • ქინძი – 3 კონა (საშუალო)
  • კამა – 1 კონა
  • ძმარი – 2-3 სუფრის კოვზი
  • მარილი, წიწაკა – გემოვნებით
  • წყალი – 1- ჩაის ჭიქა
  • ნიორი – 3-4 კბილი

მომზადება:
მოხარშული ჭარხლის ძირხვენა გაფცქვენით და ფიგურული დანით დაჭერით პატარა ნაჭრებად. მოასხით ქინძმარი და აურიეთ კარგად.

ქინძმარს ასე მოამზადებთ: 2 კონა ქინძი, 2 კონა კამა და 3-4 კბილი ნიორი დანაყეთ, ან გაატარეთ ხორცსაკეპში, შეურიეთ 1 ჩაის ჭიქა წყალი, შეაზავეთ ძმრით, მარილით და წიწაკით.

წაიკითხეთ სხვაც

ananasis salati ანანასის სალათი

სამარხვო ვინეგრეტი

$
0
0

შემადგენლობა:

  • კარტოფილი – 1 კგ.
  • ჭარხალი – 400 გ.
  • სტაფილო – 200 გ.
  • ლობიო – 0,5 კგ.
  • მჟავე კიტრი – 4-5 ცალი
  • ხახვი – 1-2 მოზრდილი თავი
  • ზეთი – 0,5 ჩაის ჭიქა
  • ძმარი, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით

მომზადება:

მოხარშეთ ჭარხალი, სტაფილო და კარტოფილი. ცალკე მოხარშეთ ნახევარი კოლოგრამი ლობიო. მოხარშული ჭარხალი, სტაფილო და კარტოფილი დაჭერით კუბიკებად, შეურიეთ მოხარშული ლობიო, დაჭრილი ხახვი და მჟავე კიტრი. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და აურიეთ ერთმანეთში, შეაზავეთ ზეთით, მარილით და შავი პილპილით .

 

წაიკითხეთ სხვაც

salatakotletit სალათა კოტლეტით

ჭარხალი ტყემლის წვენში

$
0
0

შემადგენლობა:

  • ჭარხალი – 500 გ.
  • ტყემლის საწებელი – 1-1,5 ჩაის ჭიქა
  • ქინძი – 1 კონა (პატარა)
  • ნიორი – 3-4 კბილი
  • ზეთი – 2 სუფრის კოვზი
  • წყალი – 2 სუფრის კოვზი
  • მარილი – გემოვნებით

მომზადება:

მოხარშული ჭარხალი გაფცქვენით და ალყა-ალყა დაჭერით. პატარა ზომის მინანქრის ქვაბში ან თასში ჩაასხით 1-1,5 ჩაის ჭიქა ტყემლის საწებელი, შეურიეთ 2 სუფრის კოვზი გადადუღებული ცივი წყალი, დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ერთი კონა ქინძი, 2 სუფრის კოვზი ზეთი. აურიეთ კარგად და შიგ ჩაალაგეთ დაჭრილი ჭარხალი. ქვაბს დაახურეთ სახურავი და შედგით მაცივარში. იგი დიდხანს ინახება.

ნიგვზიანი სტაფილო

$
0
0

შემადგენლობა:

  • სტაფილო – 1 კგ. (მსხვილი)
  • ნიგოზი – 250 გ.
  • ქინძი – 1 კონა
  • ნიორი – 2 კბილი
  • ხახვი – 1 თავი
  • ზაფრანა, მარილი, ძმარი, ბროწეულის მარცვლები

მომზადება:

გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზი და ნიორი, დაუმატეთ წვრილად დაჭილი ხახვი, ქინძი, ზაფრანა, ბროწეული, ძმარი მარილი და წითელი პილპილი გემოვნებით. მოხარშულ და კანგაცლილ სტაფილოს გული ამოუღეთ და ნიგვზიანი ჩურჩით ამოავსეთ. დაჭერით რგოლებად, დააწყვეთ თეფშზე და მოასხით ნიგვზის ზეთი.

ბადრიჯნის სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ბადრიჯანი
  • 3 თავი ხახვი
  • 4-5 ცალი სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა
  • 2 ცალი  საშუალო ზომის სტაფილო
  • 2 თავი ნიორი
  • 1 ჩ.კ კურკუმა
  •  2 ჩ.კ შაქარი
  • 2 ჩ.კ პაპრიკა
  • 1 ჩ.კ წითელი ცხარე წიწაკა
  • 2 ჩ.კ უცხო სუნელი
  • 0.5 ჩ.კ საფქული ხმელი ქინძი
  • მარილი და ძმარი გემოვნებით
  • 300 მლ ზეთი

მომზადება:

ბადრიჯანი დაჭერით წვრილ ზოლებად, დააყარეთ მარილი და 1 საათი გააჩერეთ. ნიორი დაჭერით მსხვილად, სტაფილო- თხელ რგოლებად, ხახვი- ალყა-ალყა, ბულგარული წიწაკა- მოგრძო წვრილ  ნაჭრებად. ბადრიჯანი გაწურეთ, მოათავსეთ ღრმა, სქელძირიან ტაფაზე, შეწვით და თან ურიეთ. შემწვარი ბადრიჯანი ქაფქირით ამოიღეთ და იმავე ცხიმში სანელებლებთან ერთად შეწვით  ნიორი და სტაფილო ისე, რომ არ დაიხრუკოს და ფერი არ შეიცვალოს. ბოსტნეული ადაიტანეთ ბადრიჯანთან ერად, დაუმატეთ ხახვი და ბულგარული წიწაკა. სალაას დაასხით ძმარში გახსნილი სანელებლები.

წაიკითხეთ სხვაც

ena arajnit ენა არაჟნით

ფლავი ბულგარული წიწაკით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  2 ჭიქა ბრინჯი
  • 4 წიქა წყალი
  • 2 ც ბულგარული წიწაკა
  • 200 გრ სიმინდის მარცვლები
  • 1 თავი ხახვი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 2-3 ღერი კამა
  • 50 გრ ზეთი ან მაიონეზი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

ბრინჯს ისე მოვხარშავთ,რომ ფანტია გახდეს. ბულგარული წიწაკას მოგრძო  ნაჭრებად დავჭრით და ბრინჯში ჩავყრით. სიმინდის მარცვლებს შევურებთ. ცალკე გვექნება ოდნავ მოთუშულ ხახვი და დაჭრილი მწვანე ხახვი. წვრილად დაჭრილ მწვანილებს დავამატებთ და მარილით შევაზავებთ. ბოლოს, სურვილისამებრ, შეგიძლიათ ზეთი ან მაიონეზი მოასხათ.

წაიკითხეთ სხვაც

makaronis-salata მაკარონის სალათი

მწვანე წიწაკა ზეთით

$
0
0

 

შემადგენლობა:

  • 10 კგ წიწაკა
  • 400 გრ ნიორი
  • 400 გრ ნიახური
  • 300 გრ ოხრახუში
  • 20 მარცვალი სურნელოვანი პილპილი
  • 15-20 ფოთოლი დაფნა
  • 1ჩ.ჭ მარილი
  • 1ჩ.ჭ შაქარი
  • 8 ჩ.ჭ ზეთი
  • 4-5 ჩ.ჭ ძმარი

მომზადება:

წიწაკას მოაცალეთ კუნწი და თესლი, გააჩერეთ მდუღარე წყალში 20 წუთი. შემდეგ გარეცხეთ გამდინარე წყალში და დაწურეთ საწურზე. ნიორი, ნიახური, ოხრახუში დაფქვით ხორსაკეპ მანქანაში. მარილი. შაქარი,ზეთი, ძმარი,დაფნის ფოთოლი, სურნელოვანი პილპილი ჩააწყვეთ ქვაბში და წამოადუღეთ.

გაშლილ ჭურჭელში ჩააწყვეთ წიწაკა, მოაყარეთ გატარებული მწვანილი და მოასხით  მოშუშული, გაცივებული სანელებლები,. აურიეთ  კარგად, გააცერეთ 2 საათი. შემდეგ ჩაალაგეთ ქილებში ( ქილა არ გაავსოთ პირამდე). დააფარეთ სახურავი და შეინახეთ.

წაიკითხეთ სხვაც

kombostos salataa კომბოსტოს სალათა

კომბოსტოს სალათი კიტრით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ც ახალი კომბოსტო
  • 2 ც ბულგარული წიწაკა
  • 3 ც კიტრი
  • 200 გ მაიონეზი
  • მწვანე ხახვი, ქინძი, კამა
  • პილპილი და მარილი-გემოვნებით

მომზადება:

დაჭერით კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, კიტრი წვრილად და გრძლად. დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი, ხახვი, მარილი და პილპილი, მაიონეზი. კარგად აურიეთ ეს ყველა ინგრედიენტი და  სალათი მზადაა.

ბადრიჯნის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 300 გრ. ბადრიჯანი
  • 1.25 ჩ.კ. მარილი
  • 2 თავი ხახვი
  • 60 მლ მცენარეული ზეთი
  • 20 მლ ძმარი
  • 300 გრ პამიდორი
  • ¼ ჩ.კ. შავი წიწაკა ახალი დაფქული
  • 20 გრ კვლიავი

მომზადება:

ბადრიჯანი გავთალოთ და დავჭრათ 1.5 სმ-ის სისქის რგოლებად. 10-15 წთ-ით ბადრიჯანი ჩავალაგოთ მარილ წყალში. ხახვი დავჭრათ ეგოლებად.

ბადრიჯანი შევწვათ მცენარეულ ზეთში შეწითლებამდე. ხახვიც იგივე მდგომარეობამდე. შემწვარი ბოსტნეული მოვათავსოთ ჯამში, დავამატოთ დაჭრილი პამიდორი, მარილი, შავი წიწაკა და ძმარი. ყველაფერი გადავურიოთ.

წაიკითხეთ სხვაც

ea1c38ea1bc8 ძროხის ფილეს სალათა

ნიგვზიანი ბადრიჯანი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ ბადრიჯანი
  • 250 გრ ნიგოზი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ უცხო სუნელი
  • 1 ჩ.კ ხმელი ქინძი
  • 1 ჩ.კ წითელი წიწაკა
  • 1ჩ.კ ყვითელი ყვავილი
  • 3 ს.კ თეთრი ღვინის ძმარი
  • 3-4 ს.კ წყალი
  • ზეთი
  • მარილი
  • მწვანილი და ბროწეულის მარცვლები

მომზადება:

ნიგოზი და ნიორიერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მოათავსეთ ჯამში და ჩაუმატეთ სუნელები, მარილი, ძმარი და წყალი. ნიგვზიანი საკმაზის მისაღებად, შეურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთს.

გარეცხილი ბადრიჯანი დაჭერით სიგრძეზე, თითოეული 4-5 ცალ ბრტყელ ნაჭრად. მოასხით ზეთი ტაფას და შეწვით ისინი ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე.

დაალაგეთ შემწვარი ბადრიჯნები სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე, რათა დაიწრიტოს. თითოეულ ნაჭერს თანაბრად წაუსვით ნიგვზიანი მასა და გადაკეცეთ შუაზე. გადაუსვით დარჩენილი ნიგვზის მასა ბადრიჯნებს ზემოდან.

დაალაგეთ თეფშზე და სურვილისამებრ გააფორმეთ მწვანილითა თუ ბროწეულის მარცვლებით.

 

წაიკითხეთ სხვაც

tradiciuli salat ტრადიციული სალათა

სტაფილოს სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ც სტაფილო
  • 4 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

სტაფილო გახეხეთ წვრილ სახეხზე,დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და მარილი, აურიეთ კარგად და სალათა მზადაა.

წაიკითხეთ სხვაც

Salmon_Salad-3 ორაგულის სალათი

ხორცის სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • კიტრი – 2ც.
  • ღორის მოხარშული მჭლე ხორცი – 300გ.
  • სალათის ფურცელი – 3ც.
  • ნიორი – 1 კბილი
  • მაიონეზი – 6ს.კ.
  • პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

კიტრი, მოხარშული ხორცი და სალათის ფურცლები დაჭერით გრძელ თხელ ნაჭრებად, ნიორი დაჭერით წვრილად. სალათის ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს, მოაყარეთ მარილი, პილპილი და მოასხით მაიონეზი.

წაიკითხეთ სხვაც

venegreti '' cisartyela'' ვინეგრეტი '' ცისარტყელა''

კუჭმაჭი

$
0
0

შემადგენლობა:

  • გოჭის ან ხბოს გულრვიძლი 500 გრ.
  • ნიგოზი 125-130 გრ.
  • კარაქი 30 გრ.
  • ნიორი 3 კბილი.
  • ხმელი ქინძი 1/2 ჩ.კ.
  • უნხო სუნელი 1/2 ჩ.კ.
  • დაფქვილი წითელი წიწაკა გემოვნებით
  • ხმელი ქონდარი 1/3 ჩ.კ
  • ძმარი 1 ჩ.კ.

მომზადება: 

გარეცხეთ და დაუჭრელად მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით მოსახარშად.პირველი წამოდუღების შემდეგ გამოცვალეთ წყალი და დაამატეთ მარილი და კარაქი.გულღვიძლის მოხარშვისთანავე, გადაიღეთ ნახარში ცალკე ჭურჭელში და ცხელ გულღვიძლს დააყარეთ სუნელების ნაკრების ნახევარი რაოდენობა. დაახურეთ ქვაბს თავსახური და გააჩერეთ რამოდენიმე წუთის განმავლობაში.შემდეგ გამოიღეთ მოხარშული გულღვიძლი და დაჭერით.ნიგოზი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, დაამატეთ გახეხილი ნიორი, მარილი, წითელი წიწაკა გემოვნებით და დანარჩენი სუნელები.შემდეგ დაასხით ცოტაოდენი გადანახული ნახარში, ძმარი და კარგად მოურიეთ. დაჭრილ გულღვიძლს დაამატეთ ნიგვზის მასა და მოურიეთ კარგად.კუჭმაჭი მოათავსეთ თეფშზე და გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით.

 

წაიკითხეთ სხვაც

badrjnis salata ბადრიჯნის სალათა

პომიდორი ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გ  პომიდორი
  • 20 გ ნიგოზი
  • 2 კბილი  ნიორი
  • 1 კონა  ქინძი
  • 1 ს.კ  ღვინი ძმარი
  • 1 ს.კ  სეზამის ზეთი (ან მზესუმზირის)
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

პომიდორი გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. ნიგოზი, ქინძი და ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპმანქანაში, დავამატოთ ძმარი, ზეთი, წიწაკა, მარილი, კარგად ავურიოთ, მოვასხათ დაჭრილ პომიდორს, კვლავ ავურიოთ და კერძი მზადაა. 5–10 წუთის შემდეგ შეგვიძლია გავიტანოთ სუფრაზე.

წაიკითხეთ სხვაც

atria  sokoti da wiwakit ატრია სოკოთი და წიწაკით

სალათა ” ცეზარი”

$
0
0

 

შემადგენლობა:

  •  2-3 ც ქათმის ფილე
  • 2 კონა სალათის ფოთოლი
  • 2 ნაჭერი თეთრი პური
  •  3-4 კბილი ნიორი
  • 1 ც ლიმონი
  •  1 სავსე ჩ.კ გამშრალი რეჰანი
  • 3 ცალი კვერცხი
  •  150 გ გახეხილი ყველი
  • 2-3 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • ცოტა ზეთი კრუტონების მოსამზადებლად
  • მარილი

 მომზადება: 

ქათმის ხორცი მოხარშეთ და თხელ ნაჭრებად დაჭერით. პური დაჭერით ლუკმებად, აურიეთ,  დაჭყლიტეთ ნიორი, რეჰანი და შებრაწეთ ზეთში.

სალათის ფოთლები ხელით დააქუცმაცეთ. კვერცხი 1-2 წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში, შემდეგ კი ზეითუნის ზეთთან ერთად ბლედერში ათქვიფეთ. ლანგარს ან სასალათეს წასუვით ზეთი, გაჭრილი ლიმონი და ზედ მოათავსეთ სალათის ფოთლები, ქათმის ხორცი, გახეხილი ყველი და მომზადებული კრუტონები. ფენებს შიგადაშიგ მოაყარეთ გახეხილი ყველი, ზემოდან მოასხით მომზადებული სოუსი.

წაიკითხეთ სხვაც

sojko da lobios salati( samrxvo) ლობიოს და სოკოს სალათი

კიტრის სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 კიტრი
  • 1 კონა სალათის ფოთოლი
  • 15 ცალი ზეთისხილი, უკურკო
  • 1/2 ლიმონი
  • 100 გრ ყველი (გაუდა, ლამბერი)
  • მაიონეზი

მომზადება:

კიტრი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად, ზეთისხილი რგოლებად, ყველი კუბიკებად. სალათის ფოთლები დავჭრათ ზომიერ ნაჭრებად.

მომზადებული ინგრედიენტებიშევურიოთ, მოვასხუროთ ლიმონის წვენი და შევურიოთ მაიონეზი.

სოკოს სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 100 გრ. მაკარონი
  • 200 გრ. სოკო
  • 50 გრ. სიმინდის მარცვლები
  • 200 გრ. მაიონეზი
  • ქინძი და ოხარახუში
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

მაკარონი მოვხარშოთ. დაუმატოთ სოკოს მარინადი,

წვრილად დაჭრილი მწვანილები და

სიმინდის მარცვლების კონსერვანტი.

დავასხათ მაიონეზი, მარილი და პილპილი გემოვნებით

კარგად მოურიოთ. შევდგად მაცივარში 2 საათით.

წაიკითხეთ სხვაც

balba nigvzit ბალბა ნიგვზით

მაკარონის სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 450 გრ მაკარონი
  • 4 ც გახეხილი სტაფილო
  • 1 ც წითელი ხახვი
  • 1/2 წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკები
  • 1 კონა ნიახური
  • 2 ჭიქა მაიონეზი
  • 1 ქილა შედედებული რძე
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ჭიქა  ძმარი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

დიდი ზომის ქვაბში ჩაასხით ოდნავ მარილიანი წყალი და აადუღეთ. ჩაყარეთ მაკარონი და ხარშეთ მაკარონის დარბილებამდე, დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში(ან იმ დროით რა დროც მაკარონის შეფუთვაზეა მითითებული). გადაწურეთ მომზადებული მაკარონი და გადაავლეთ ცივი წყალი. . სანამ მაკარონი იხარშება, გახეხეთ სტაფილო; თხლად დაჭერით ხახვი; მოაცალეთ ბულგარულ წიწაკებს თესლი და დაჭერით. დაჭერით იმდენი ნიახური, რომ 1 ჭიქა გამოგივიდეთ. მოათავსეთ ეს ყველაფერი დიდი ზომის თასში და ხის კოვზის გამოყენებით მსუბუქად შეურიეთ. . ჩაუმატეთ მაიონეზი, შედედებული რძე, შაქარი, ძმარი და შეურიეთ. გემოვნებისამებრ მოაყარეთ მარილი და წიწაკა.  ჩაუმატეთ მოხარშული მაკარონი და ნაზად შეურიეთ. არომატების საუკეთესო სინთეზისთვის, შეფუთეთ თასი კულინარიული ცელოფნით, შედგით სალათა მაცივარში და იქ მთელი ღამით დატოვეთ. მაგიდასთან მიტანამდე ისევ შეურიეთ.

წაიკითხეთ სხვაც

მწვანე სალათა კვერცხით მწვანე სალათა

სალათი კიტრით და ბოლოკით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ს.კ არახისი
  • 3 ც კიტრი
  • 6  ც ბოლოკი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 ჩ.კ ძმარი
  • ნახევარი ჩ.კ შაქარი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

კიტრი დავჭრათ  საშუალო ნაჭრებად. ბოლოკი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.

ჯამში ავურიოთ ორივე ბოსტნეული ერთმანეთს.
შესაკაზმისთვის ვიღებთ: ვაშლის ძმარს,შაქარს, მარილს და დაჭრილ მწვანე ხახვს.
 ვამატებთ ყველაფერს დაჭრილ ბოსტნეულში და მოვურევთ. ზემოდან ვაყრით მოხალულ არახისს.

წაიკითხეთ სხვაც

xilis salati ხილის სალათი
Viewing all 2989 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>