Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2989 articles
Browse latest View live

სოკო ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ სოკო
  • 4-5 თავი ხახვი
  • 3ს.კ ზეთი
  • 1.5 ჩ.ჭ ნიგოზი
  • ქინძი, წიწაკა,მარილი-გემოვნებით

მომზადება: 

სოკო დავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ, დავჭრათ სიგრძეზე და ჩავყაროთ ცივ წყალში. შემდდეგ ხელით მარად გავწუროთ, მოვათავსოთ ფიცარზე და დანით წვრილად დავკეპოთ. ასევე წვრილად დავკეპოთ ხახვი. ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ადუღებული წყალი და ვხარშოთ დაახოლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. წყალი რომ შეაშრება, დავამატოთ ზეთი და ვშუშოთ. შემდეგ გადმოვდგათ ლანაგარზე. მოვაყაროთ წმინდად დანაყილი ნიგოზი, წიწაკა, მარილი, ქინძი, კარგად ავურიოთ და მივიტანოთ მაგიდაზე.

წაიკითხეთ სხვაც

kombostossalatafeatured-460x345 სალათა '' ბოცვერი ''

პრასი ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ პრასი
  •  2 ჩ.ჭ ნიგოზი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 ც ბროწეული
  • სუნელი, ყვითელი ყვავილი, ქინძი, წიწაკა, მარილი-გემოვნებით

 

მომზადება:

ქვაბში ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ შიგ გარჩეული, კარგად გარეცხილი [პრასი და მოვხარშოთ, მერე გადავწუროთ, გავაცივოთ და ხელით კარგად გავწუროთ.

დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, მაეილი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, სუნელი, ქინძი. გამოვხადოთ ზეთი და ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ. დანაყილი მასალა გავხსნათ ძმარში  ( შეიძლება ცოტა წყალი დავუმატოთ, რომ ნიგვზის მასა სქელი არაჟნის სისქის იყოს) და შიგ სათითაოდ ამოვავლოთ პრასი, შემდეგ კი დავახვიოთ კონად და ჩიტის ბუდის ფორმა მივცეთ. დავაწყოთ თეფშზე ბუდეში ჩავაწყოთ ბროწეულის მარცვლები დამ ოვასხათ გამოხდილი ზეთი.

წაიკითხეთ სხვაც

კატროფილის სალათა კარტოფილის სალათა

ჭარხლის ფოთლის ფხალი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ ჭარხლის ფოთოლი ( ძირებთან ერთად)
  • 2 ჩ.ჭ ნიგოზი
  • 2-3 თავი ხახვი
  • 3-3 ძირი  მწვანილი
  • ძმარი, წიწაკა, მარილი- გემოვნებით

მომზადება: 

გარჩეული, გარეცხილი ჭარხლის  ფოთოლი ქვაბში ჩავყაროთ, დავასხათ ცოტა ასღებული წყალი, ქვაბს სახურავი დავახუროთ,  დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. როცა მოიხარშება და შეგრილდება, კარგად გავწუროთ. დავანაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ქინძის თესლი, სუნელი, მარილი, გავხსნათ ძმარში, რომელსაც დამატებული  ექნება ჭარხლის ფოთოლის წვენი. დავაყაროთ წვრილად დაკეპილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა, ნიახური. აღნიშული მასალა მოვასხათ გაწურულ და დაკეპილ  ჭარხლის ფოთოლს, ხელით კარგად ავურიოთ და შესაფერი ჭურჭლით მივიტანოთ სუფრაზე.

თუ ჭარხლის ფოთოლს ნორჩი ძირები აქვს, შეგვიძლია ფოთოლთან ერთად ისიც მოვხარშოთ.

 

წაიკითხეთ სხვაც

maionezi მაიონეზი ნიახურით

სატაცური ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ სატაცური
  • 1.5 ჩ.ჭ ნიგოზი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 3-4 ძირი ქინძი
  • მარილი, წიწაკა,ძმარი-გემოვნებით

მომზადება: 

სატაცური დავარჩიოთ, მოვამტვრიოთ ხმელი ძირები, წყალში გავრეცხოთ და მოვხარშოთ მარილწყალში. შემდეგ ხელით გავწუროთ. ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ქინძი კარგად დავნაყოთ. გავხსნათ ძმარში და ავურიოთ სატაცურში.

წაიკითხეთ სხვაც

Shemtsvari Stafilo შემწვარი სტაფილო

ბოლოკის ფოთლის ფხალი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ბოლოკის ფოთოლი
  • 2 ჩ.ჭ ნიგოზი
  •  3-4 კბილი ნიორი
  • წიწაკა,ქინძი,ზაფრანა,ძმარი,მარილი-გემოვნებით

მომზადება:

 

გადარჩეული, გარეცხლი ბოლოკის ფოთოლი ქვაბში ჩავყაროთ. დავასხათ ცოტა მდღარე წყალი და მოვხარშოთ. მოხარშული ბოლოკის ფოთოლი შევაგრილოთ და მერე ხელით გავწუროთ.

ნიგოზი დავნაყოთ ნიორთან და ზაფრანასთან ერთად, გამოვხადოთ ზეთი და ცალკე შევინახოთ. დანაყილი ნიგოზი გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წვრილად დაკეპილი ხახვი, დანაყილი ქინძი, კარგად ავურიოთ და მიღებული ნიგვზის მასაში ავურიოთ მოხარშული, გაწურული ბოლოკის ფოთოლი. მომზადებული ფხალი მოვათავსოთ შესაფერის ჭურჭელზე და ზემოდან მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.

წაიკითხეთ სხვაც

კატროფილის სალათა კარტოფილის სალათა

მწვანე ლობიო მაწვნით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ მწვანე ლობიო
  • 1 კგ მაწონი
  • 4-4 ძირი მწვანილი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • წიწაკა, მარილი-გემოვნებით

მომზადება: 

მწვანე ლობიო ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ და ხელით გავწუროთ, ისე რომ სითხე არ შეჰყვეს. მაწონი კარგად გავთქვიფოთ და ავურიოთ მოხარშულ ლობიოში.რეჰანი, ოზრაზუში, ქინძი დავჭრათ ძალზე წვრილად, ნიორი ,წიწაკა,მარილი კარგად დავნაყოთ და შევაზაოთ ლობიო.

წაიკითხეთ სხვაც

charxali tyemalshi ჭარხალი ტყემალში

წითელი ლობიო ძმრით და ზეთით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ლობიო
  • 0.5 ჩ.ჭ ზეთი
  • 4-5 თავი ხახვი
  • ძმარი, პილპილი, მარილი-გემოვნებით

მომზადება: 

ლობიო ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ და წვენი გადავწუროთ. ტაფაზე ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავამატოთ დანაყილი პილპილი, მარილი და ძმარი. შევაზაოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, პიტნით, ოხრახუშით. ადუღდება თუ არა ჩავასხათ მოხარშულ ლობიოში, ავურიოთ და ერთხელ კიდევ წამოვადუღოთ.

წაიკითხეთ სხვაც

Moxito მოხიტო ბროწეულით

ჭარხლის სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ჭარხალი
  • 1 ქილა მაიონეზი
  • 3-3 ძირი მწვანილი. მწვანე ხახვი
  •  თითო ჩ.კ ხმელი სუნელი, ქინძი, ზაფრანა
  • შავი პილპილი,მარილი-გემოვნებით

მომზადება: 

წითელი ჭაქრხალი მოვხარშოთ, გავაცილოთ კანი, დავჭრათ წვრილ ოთხუთხედ ნაჭრებად. ხმელი სუნელი, დანაყილი ქინძი, ზაფრანა დავნაყოთ ნიორთან ერთად, გავხსნათ მაიონეზში, დავამატოთ შავი პილპილი, წვრილად დაჭრილი მწვანილი-ქინძი,ოხრახუში,კამა,მწვანე ხახვი.შევანელოთ მარილით და ყველაფერი ავურიოთ ჭარხალში. გადავიტანოთ სასალათეში, მოვაყაროთ წვრილად დჭრილი მწვანილი.


სტაფილოს სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ სტაფილო
  • 1 ქილა მაიონეზი
  • 3-3 ძირი მწვანილი,მწვანე ხახვი
  • თითო ჩ.კ ხმელი სუნელი,ქინძი,ზაფრანა
  • შავი პილპილი,მარილი-გემოვნებით

მომზადება: 

სტაფილო მოვხარშოთ, გავაცალოთ კანი, დავხეხოთ სახეხზე.ხმელი სუნელი,დანაყილი ქინძი, ზაფრანა დავნაყოთ ნიორთან ერთად, გავხსნათ მაიონეზში, დავამატოთ შავი პილპილი,წვრილად დაჭრილი მწვანილი-ქინძი,ოხრახუში, კამა,მწვანე ხახვი.შევანელოთ მარილით და ყველაფერი ავურიოთ სტაფილოში. გადავიტანოთ სასალათეზე,მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

ეკალა ტყემლით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ ეკალა
  • 1 ჩ.ჭ ტყემალი
  • 4-5 ღერი ქინძი
  • 8-10 ღერი კამა
  • 5 ღერი ომბალო
  • 2-3 კბილი ნიორი
  • წიწაკა,მარილი-გემოვნებით

მომზადება: 

ეკალა გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ და მოვხარშოთ. მოხარშული ეკალა ამოვიღოთ ქვაბიდან,მოვათავსოთ ცივწყლიან ჭურჭელში( წყალი ეკალას უნდა ფარავდეს) და გავაჩეროთ შიგ 40-60 წუთი. შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან და კარგად გავწუროთ.

ტყემალი მოვხარშოთ, გადავიტანოთ საწურზე წვენიდან და გავხეხოთ. შემდეგ ავურიოთ შიგ დანაყილი ქინძი,კამა,ომბალო,ნიორი,წიწაკა,მარილი,შევურიოთ გაწურულ ეკალას,გადავიტანოთ ლანგარზე,ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და ისე მივიტანოთ სუფრაზე.

ქათმის ხორცის სალათა იმერულად

$
0
0

შემადგენლობა:

  • ქათამი
  • 5 ც კვერცხი
  • 300-400 გრ ახალი სალათა
  • 1 კონა ახალი ხახვი
  • 1.5 ჩ.ჭ ნიგოზი
  • 2 ც ბროწეული
  • მწვანილი, პილპილი,მარილი,ძმარი-გემოვნებით

მომზადება: 

შემწვარი ქათმის რბილი ხორცი დავჭრათ წვრილ და თხელ ნაჭრებად.დავუმატოთ თხლად დაჭრილი მოხარშული კვერცხი,დაკეპილი ახალ ისალათა, ბროწეულის მარცხვლები, მარილი,პილპილი,წმინდად დაჭრილი მწვანე ხახვი,ახალი კამა,სუსტ ღვინის ძმარში გახსნილი,დანაყილი ნიგოზი და დაკეპილი ხახვი. მომზადებული ნიგვზის საწებლით შევაზაოთ ქათმის ხორცი,ავურიოთ კარგად ერტმანეთში. როდესაც მზად იქნება,მოვათავსოთ ლანგარზე, მოვაყაროთ დაკეპილი ახალი ტარხუნა და ბროწეულის მარცვლები.

წაიკითხეთ სხვაც

badrijnis sacivi ბადრიჯნის საცივი

შემწვარი ხახვი ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 0.5 კგ ხახვი
  • 1 ჩ.ჭ ნიგოზი
  • 1 ც ბროწეული
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 3-3 ძირი მწვანილი
  •  ძმარი, მწვანილი,ზაფრანა,წიწაკა,მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ხახვი გავასუფთავოთ, დავალაგოთ ტაფაზე და შევდგათ ცხელ აირღუმელში.როდესაც ხახვი შეწითლდება და დარბილდება, გამოვიღოთ,დავჭრათ რგოლებად და დავალაგოთ ლანგარზე.

წმინდად დავნაყოთ ნიგოზი,ნიორი,ყვითელი ყვავილი,სუნელი.გავხსნათ ძმარში,დავამატოთ წმინდად დაჭრილი მწვანილი-ქინძი,კამა,პიტნა,მარილი,ბროწეულის მარცვლები და ისე ვურიოთ.ყველაფერის ეს მოვასხათ დაჭრილ ხახვს,ზემოდან მოვაყაროთ წმინდად დაჭრილი კამა და ბროწეულის მარცვლები.

წაიკითხეთ სხვაც

badrijnis sacivi ბადრიჯნის საცივი

ყავის ლიქიორი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  24 ჩ.კ ყავა
  • 6 ჩ.ჭ წყალი
  • 5 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  •  ჭიქანახევარი  სპირტი

მომზადება:

24 ჩ.ჭ ნატურალური ყავა ( შეიძლება ხსნადი ყავაც) მოვხარშოთ 6 ჩ.ჭ წყალში. ვხარშოთ 5წუთი და დავდგათ რამოდენიმე საათი, რომ კარგად გაცივდეს და დაილექოს.შემდეგ გავწუროთ ოთხ პირ დოლბანდში,დავამატოთ 5 ჭ შაქრის ფხვნილი და კიდევ წამოვადუღოთ.დავამატოთ ცოტა ვანილი,როცა გაცივდება,დავასხათ ჭიქანახევარი სპირტი ან ორი ჩ.ჭ მაგარი არაყი.

წაიკითხეთ სხვაც

ekala nigvzita da dzmrit ეკალა ნიგვზითა და ძმრით

სალათა მწვანე ბარდისგან

$
0
0

შემადგენლობა:

  • 0.5 კგ კარტოფილი
  • 3  ც კვერცხი
  • 2 ქილა მაინეზი
  • 300 გრ სტაფილო
  • 1 ქილა მწვანე ბარდა
  • 2-3 ც კიტრის მწნილი
  • 3-3 ძირი მწვანილი
  • შავი პილპილი, მაეილი-გემოვნებით

მომზადება: 

მოვხარშოთ კარტოფილი,სტაფილო,კვერცხი.როცა გაცივდება,კარტოფილი და სტაფილო დავჭრათ პატარა კუბკების მსგავსად,ასევე დავჭრათ წვრილად კიტრის მწნილი, გავხსნათ დაკონსერვებული მწვანე ბარდა,გადავწუროთ, გადავავლოთ ცხელი წყალი,კარგად გავწუროთ.

დიდ თასში მოვათავსოთ ერთად მწვანე ბარდა,კარტოფილი,სტაფილო,კიტრის მწნილი,დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში,კამა,ქინძი, დანაყილი შავი პილპილი,მარილი,დავასხათ ერთნახევარი ქილა მაიონეზი და ფრთხილად ავურიოთ. მოვათავსოთ ეს მასა სასალათეზე,ზემოდან დავასხათ დარჩენილი ნახევარი ქილა მაიონეზი და დანით ლამაზად შევასწოროთ.მოხარშული კვერცხი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და სალათი გავაფორმოთ.

 

წაიკითხეთ სხვაც

bostneuli ბოსტნეულის მობრაწულა

ყვავილოვანი კომბოსტოს ფხალი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ყვავილოვანი კომბოსტო
  • 1.5 ჩ.ჭ ნიგოზი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 3-3 ძირი მწვანილი
  •  წიწაკა,მარილი,ძმარი,ზაფრანა-გემოვნებით

მომზადება:

ყვავილლოვანი კომბოსტო დავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავდოთ მდუღარე მარილწყალში დამ ოვხარშოთ,გადავწუროთ და გავაციოთ.

დავნყოთ ნიგოზი,ნიორი,წიწაკა, ზაფრანა,მარილი.ნიგვზიდან გამოცხადოთ ზეთი და ცალკე შევინახოთ. ნიგვზიანი მასალა გავხსნათ ძმარში,დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და ავურიოთ მოხარშულ კომბოსტოში. მოვათავსოთ თეფშზე,ზევიდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და დარჩეული ბროწეული.

წაიკითხეთ სხვაც

8-13-07 218 სოკოს სალათა

მწვანე ლობიო ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ მწვანე ლობიო
  •  2ჩ.ჭ ნიგოზი
  • 2-3 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 5-6 ძირი კამა
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

მწვანე ლობიო დავარჩიოთ, დავამტვრიოთ, გავრეცხოთ და მოვათავსოთ ქვაბში. დავასხათ იმდენივე წყალი,რომ მთლიანად ფარავდეს ლობიოს. დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. როცა კარგად მოიხარშება,გადავიტანოთ საწურზე, რომ წყალი მოცილდეს და გაცივდეს. ლობიო ხელით კარგად დავჭყლიტოთ შევურიოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი, მარილი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ხელით კარგად ავურიოთ. დავდოთ დაჭრილი კამა. შეგვიძლია ნიგოზს წინასწარ გამოვხადოთ ზეთი და სუფრაზე მიტანის წინ ლობიოს მოვასხათ ზევიდან.

წაიკითხეთ სხვაც

7d2d5128ff6f ბრინჯი წიწაკითა და სოკოთი

კომბოსტოს სალათა ზაფრანით და ხმელი სუნელით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  5 კგ კომბოსტო
  • 2 კგ ხახვი
  • 200 გრ ნიორი
  • 200 გრ ნიახური
  • 200 გრ ოხრახუში
  • 300 გრ ქინძი
  • 200 გრ კამა
  •  თითო ჩ.კ ხმელი ქინძი, სუნელი,ზაფანა
  • 1.5 ლიტრი ზეთი
  • 2  ჩ.ჭ ძმარი
  • წიწაკა, მარილი-გემოვნებით

მომზადება:

კომბოსტო დავჭრათ წვრილად, დავანაყოთ ცოტა მარილი, გავაჩეროთ 3-4 საათი და გავწუროთ. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიახური, ოხრახუში, ქინძი, კამა, ნიორი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა ( ყვითელი  ყვავილი), წიწაკა, მარილი, ძმარი ზეთი. ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ, გავაჩეროთ ერთი დღე-ღამე,ჩავდოთ ქალებში და დავასხათ თავისივე წვენი. ასეთი სალათი შეიძლება შევინახოთ გრილ ადგილას გარკვეული დროით და როცა დაგვჭირდება,ვიხმაროთ.

წაიკითხეთ სხვაც

salaa cezari სალათა '' ცეზარი''

სალათა ”ტორტი”

$
0
0

შემადგენლობა:

  •  300 გრ კომბოსტო
  • 800 გრ ჭარხალი
  • 300-400 გრ სტაფილო
  • 300 გრ კარტოფილი
  • 3 ც კვერცხი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  •  1 კონა კამა
  • 2 ქილა მაიონეზი
  • 1 ქილა არაჟანი
  • უცხო სუნელი, ქინძი, შავი პილპილი, მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ძალიან წვრილად დაჭრილ კომბოსტოს მოვაყაროთ ცოტა მარილი და დავსრისოთ, გავწუროთ,წვენი  გადავღვაროთ, კომბოსტო მოვათავსოთ ლანგარზე.

” კრემისთვის” ავურიოთ მაიონეზი და არაჟანი, დავამატოთ შავი პილპილი, უვცხზო სუნელი, ხმელი ქინძი, მარილი.

კომბოსტო  ზემოდან მსხვილ სახეხზე დავახეხოთ მოხარშული კარტოფილი, შემდეგ მოხარშული ჭარხალი, ბოლოს უმი სტაფილო ( ყველა ფენას მოვაყაროთ უმნიშვნელო მარილი და  წვილად დაჭრილი კამა).ზემოდან წავუსვათ ” კრემის” ნახევარი. შემდეგ ასევე  გავიმეოროთ მეორე წყება.დარჩენილი ”კრემი” მოვასხათ ჭარხალს. სტაფილოს ბოლო ფენა კი წვრილად დაჭრილი ხახვით, კამითა და რგოლებად დაჭრილი კვერცხით მოვრთოთ. ვეცადოთ სალათი ისე ლამაზად გამოვიყურებოდეს, რომ ნამდვილ ტორტი ჰგავდეს.

ბალბა ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ბალბა
  • 1ჩ.ჭ ნიგოზი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • ქინძი, წიწაკა, მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ბალბა გავარჩიოთ,გავრეცხოთ და მოვხარშოთნიგოზი,ნიორი,წიწაკა,ქინძი კარგად დავნაყოთ.გავხსნათ ბალბის წვენში და ავურიოთ შიგ დაკეპილი ბალბა.

”თეთრი სალათა”

$
0
0

შემადგენლობა:

  •  ნახ.თავი კომბსოტო
  •  2 ც ბოლოკი
  •  1თავი ხახვი
  •  1ც სტაფილო
  •  400 გრ არაჟანი
  • 1 ც მაიონეზი
  • მარილი -გემოვნებით

მომზადება:

კომბოსტო დავჭრათ წვრილად. 2ც ბოლოკი გავთალოთ და ჩავახეხოთ  კომბოსტოს. 1თავი ხახვი დავჭრათ წვრილად . 1ც სტაფილო ჩავახეხოთ. დავუმატოთ მარილი,მაიონეზი და არაჟანი.ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ და სალათიც მზადაა.

Viewing all 2989 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>