Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2989 articles
Browse latest View live

მწვანე სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  •  250 გრ სალათის ფოთლები
  • 100 გრ მწვანე ხახვი
  • 1-2 ცალი კვერცხი
  • 15-20 გრ მდოგვი
  • 20 გრ მზესუმზირის ზეთი
  • 2-3 ს.კ ძმარი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება: გადარჩეული სალათის ფოთლები გავრეცხოთ, მოვათავსოთ საწურზე და როცა წყლიდან დაიწრიტება, ფოთლები დავჭრათ, მოვათავსოთ სასალათე ჭურჭელზე. ს.კ მდოგვი, ზეთი და ძმარი კარგად ავურიოთ, დავამატოთ წვრილად დაკეპილი მოხარშული კვერცხი,წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ დაჭრილი სალათის ფოთლებში და სუფრაზე ისე მივიტანოთ.

წაიკითხეთ სხვაც

mwvane salata მწვანე სალათა

სოკო ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ სოკო
  • 3/4 ჩ.ჭ ნიგოზი
  • 1-2 თავი ხახვი ( ან  მწვანე ხახვი)
  • 4-4 ძირი მწვანილი
  • ძმარი,მარილი,პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

სოკო გავარჩიოთ, გავრეცხოთ ცივ წყალში, მოვაყაროთ მარილი, დავალაგოთ ტაფაზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად. როდესაც საკმარისად შეიწვება, ისე რომ სოკო ოდნავ შეწითლდება, გამოვიღოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და მოვათავსოთ ღრმა, ფართო ჭურჭელში.შემდეგ დავაყაროთ წმინდად დაკეპილი ხახვი ან მწვანე ხახვი, ქინძი, კამა, ოხრახუში და წმინდად დანაყილი ნიგოზი. დავასხათ სოკოს შეწვის დროს მიღებული წვენი-არეული ღვინის ძმარში. დავუმატოთ ცოტა შავი პილპილი,კარგად ავურიოთ და მოვათავსოთ თეფშზე.ზემოდან მოვაყაროთ წმინდად დაკეპილი ოხრახუში და კამა.

წაიკითხეთ სხვაც

Zexvis_salati ძეხვის სალათა

ღვიძლი ბროწეულის წვენით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ ღვიძლი
  • 3-4 ს.კ ცხიმი
  • 1ჩ.ჭ ბროწეულის წვენი
  • 4-5 ძირი ქინძი
  • წიწაკა  და მარილი-გემოვნებით

მომზადება:

გასუფთავებული,გარეცხილი ღვიძლი ერთო სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ცხიმიან ცხელ ტაფაზე.

ბროწეულის წვენში ავურიოთ მარილი, დანაყილი წიწაკა და ძალიან წვრილად დაჭრილი ქინძი.

შემწვარი ღვიძლი ლანგარზე დავაწყოთ, დავასხათ შეწვის დროს გამოყოფილი სიმსუქნე და შეზავებული წვენი.

წაიკითხეთ სხვაც

1114 ლობიოს და სოკოს სალათა

ქათამი ბადრიჯნით და პამიდვრით

$
0
0

შემადგენლობა:

  • მსუქანი ქათამი
  • 3 თავი ხახვი
  • 6-7 ც კარტოფილი
  • 5 ც ბადრიჯანი
  • 1 კგ პამიდორი
  • მწვანილი, პილპილი, მარილი-გემოვნებით

მომზადება:

გასუფთავებული ქათამი დავჭრათ, ხახვი ძალიან წვრილად დავკეპოთ. გარეცხილი ბადრიჯანი მრგვალ ნაჭრებად დავჭარათ, კარტოფილს კანი მოვაცილოთ, გავრცხოთ და დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად, დარჩეული, გარეცხილი მწვანილი( ქინძი, რეჰანი, კამა, ტარხუნა, ოხრრახუში) წვრილად დავჭრათ.

ქვაბში მოვათავსოთ ერთ ფენად დაჭრილი ქათამი, მეორე ფენად ბადრიჯანი, კარტოფილი, ხახვი, პამიდორი,მწვვანილი, დავამატოთ პილპილი,მარილი და ვხარშოთ,სანამ ქათამი მზად არ იქნება.

წაიკითხეთ სხვაც

kombostos salati კომბოსტოს სალათა

შემწვარი ყველისა და პამიდვრის სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  •  350 გ გახეხილი ან დაჭრილი ყველი
  • 12 ც შუაზე გაჭრილი პატარა პომიდორი
  • 1/3 ჭიქა არომატული ძმარი
  • 2ს.კ წვრილად დაჭრილი რეჰანი
  • 3 ჭიქა სალათის დაჭრილი ფოთლები

მომზადება:

ყველი დაჭერით ნაჭრებად, 3 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან მოზრდილ ტაფაზე შეწვით, ვიდრე ოქროსფერი მიიღებს. დაჭრილი პომიდვრები საშუალო ზომის ჯამში მოათავსეთ, მოასხით არომატული ძმარი, დაამატეთ სალათის ფოთლები და კარგად ამოურიეთ. სალათის ნახევარი გადაანაწილეთ ოთხ თეფშზე, დააყარეთ გახეხილი ( ან  დაჭრილი ) ყველი, ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი სალათის ფოთლები. მიირთვით მომზადებისთანავე.

სტაფილო სუნელებით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ სტაფილო
  • 250 გრ მაიონეზი
  • ხმელი ქინძი
  • ხმელი სუნელი
  • უცხო სუნელი
  •  2 კბილი ნიორი
  • შავი პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

სტაფილო გავფცქვნათ და გავხეხოთ. ნორი დავჭყლიტოთ და სტაფილოში შევურიოთ. სუნელებიც ცავაყაროთ. მარილთადა შავი პილპილით შევაზაოთ. ბოლოს მაიონეზში ავურიოთ და სალათა მზად არის.

ქამა სოკოს სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 250 გრ სოკო
  • 2 ც ვაშლი
  • 2 ც მჟავე კიტრი
  • 2 ც კვერცხი
  •  15 ლებანი ნიგოზი
  • ¾ ჭიქა მაიონეზი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

სოკო ვხარშოთ დაახლოებით 10-15 წუთი. გავაცივებთ და გადავყრით საცერზე.შემდეგ დავჭრით ორად ან ოთხად. დავამატებთ გათლილ, წვრილად დაჭრილ ვაშლს, ასევე წვრილად დაჭრილ მჟავე კიტრსა და კარგად მოხარშულ დაჭრილ კვერცხს. დავჭარათ წვრილად ნიგოზი და ისიც შევურიოთ. ვამატებთ მაიონეზს, პილპილსა და მარილს.

წაიკითხეთ სხვაც

''tetri salata'' '' თეთრი სალათა''

ყველის სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 150 გრ ყველი
  •  3 ც ვაშლი
  •  1 მუჭა ნიგოზი ან ნუში
  • ნახევარი ქილა მაიონეზი
  • ლიმონი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

ყველს გავხეხავთ, დავამატებთ წვრილად დაჭრილ ვაშლს. დავჭრით ნუშს ან ნიგოზს. ამ ყველაფერს შევაზავებთ მიონეზით და გემოვნების  მიხედვით ჩავწურავთ ლიმონს და მარილს.

წაიკითხეთ სხვაც

Salati Qatmis Fileti სალათი ქათმის ფილეთი

ვაშლის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  500 გრ ვაშლი
  • 2 თავი ხახვი
  • 4-5 ცალი კვერცხი
  •  ნახევარი ქილა მაიონეზი
  •  წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადება:

გახეხეთ ვაშლი და ამ მასას დაჭრილი ხახვი შეურიეთ. ჩააჭერით მოხარშული კვერცხი და ეს ყველაფერი მაიონეზით შეაზავეთ.. ბოლოს დაამატეთ წიწაკა და მარილი გემოვნებით.

 

ბროწეულის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  400 გრ კარტოფილი
  • 3 თავი ხახვი
  • 1 ც ბროწეული
  •  გატარებული ნიგოზი ნახევარი ჭიქა
  • ზეთი გემოვნებით

მომზადება:

მოხარშული კარტოფილი დაჭერით კუბიკებად, დაამატეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. მოაყარეთ ბროწეული და დაუმატეთ გატარებული ნიგოზი. ბოლოს მოასხით ზეთი და უგემრიელეს სალათს მიიღებთ.

ლობიოს და სოკოს სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ თეთრი ლობიოს კონსერვი
  • 3 ც მჟავე კიტრი
  • 200 გრ ქამა სოკო
  • 2 თავი ხახვი
  • 1 ც სტაფილო
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 კონა ქინძი
  • წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით
  • 2 ს.კ ზეთი

მომზადება:

კიტრის მწნილს წვრილად დავჭრით. სტაფილოს გავხეხავთ და ხახვთან ერთად ზეთში მოვთუშავთ. ამ ყველაფერს ლობიოში ავურევთ. ნიორს დავნაყავთ, მწვანილს დავჭრით და მათაც დავამატებთ. სოკოს ცალკე მოვშუშავთ და შემდეგ სალათში ავურევთ. მარილითა და წითელი წიწაკით შევაზავებთ და ბოლოს ზეთს ან სამარხვო მაიონეზს მოვასხამთ.

§  

წაიკითხეთ სხვაც

Shemtsvari Stafilo შემწვარი სტაფილო

სტაფილოს სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ სტაფილო
  • 4-5 კბილი ნიორი
  • 1 ქილა მაიონეზი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

ვხეხავთ სტაფილოს. ცალკე ვნაყავთ ნიორს და მაიონეზში ვურევთ. შემდეგ გახეხილ სტაფილოს ჩავყრით გამზადებულ მასაში. ამრილი გემოვნების მიხედვით უნდა მოვაყაროთ.

სალათი ლობიოთი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 შეკვრა ქათმის ფილე
  • 500 გრ ლობიო
  • 250 გრ ბარდა
  • 4 ც კვერცხი
  • 200 გრ მჟავე კიტრი
  • 1 კონა ოხრახუში
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • 1 ც მაიონეზი

მომზადება:

მოხარშულ ქათმის ფილეს ვჭრით კუბიკებად.ვხარშავთ ლობიოს ( შეიძლება დაკონსერვებული ლობიოც), ვიღებთ დიდ ჯამს და ლობიოს და ფილეს ერთად ვყრით. შემდეგ ბარდას ვუმატებთ., ასევე კუბიკებად დაჭრილ მოხარშულ კვერცხს, წვრილად დაჭრილ მჟავე კიტრს, ოხრახუშსა და კამას ვუმატებთ, ვაყრით მარლსა და შავ წიწაკას. ამ ყველაფერს ერთად ვყრით და მაიონეზით ვაზავებთ.

წაიკითხეთ სხვაც

stafilo arajnit სტაფილო არაჟნით

ბოლოკის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ საქონლის ხორცი
  • 5 ც კვერცხი
  • 4 თავი ბოლოკი
  • 1 ჩ.კ ვაშლის ძმარი
  • 1 კონა ქინძი
  • 1 ქილა მაიონეზი
  • 1 ჩ.კ ზეთი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

ბოლოკს გავხეხავთ, მერე გავწურავთ. სევურევთ ვაშლის ძმარსმ ცოტა ზეთს, პილპილსა და წვრილად დაჭრილ ქინძს. ზევიდან კი მაიონეზს მოვასხამთ. მანამდე გამზადებული უნდა გქონდეს საქონლის მოცხარშული ხორცი, რომელსაც წვრილად დაჭრით. ასევე წვრილად დაჭრით მოხარშულ კვერცხს და ამ სალათაში შეურევთ.

მჟავე კომბოსტოს სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ მჟავე კომბოსტოს თეთრი მწნილი
  • 1 ც სტაფილო
  • 2 თავი ხახვი
  • 6-7 ც კარტოფილი
  • 1 კონა ოხრახუში
  •  ზეთი გემოვნებით

მომზადება:

სალათი მარტივად მზადდება და არის სამზარხვო. თავდაპირველად, კარტოფილი მოხარშეთ. კომბოსტოს მწნილი ხელით ოდნავ გაწურეთ და უფრო წვრილად დაჭერით. სტაფილო ჩახეხეთ და რკალებად დაჭრილი ხახვი დაუმატეთ. ასევე დაჭერით ნიახური და ისიც ამ მასად შეურიეთ. მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით და ისიც დაამატეთ. სალათს ზეთი დაასხით, მარილი დააყარეთ და მოურიეთ.


ბრინჯის სალათი ქათმით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ქათამი
  • 500 გრ ბრინჯი
  • 2-3 თავი ხახვი
  • 4-5 ც სტაფილო
  • 1 ქილა მაიონეზი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

წინასწარ მოვხარშავთ ბრინჯს და გავაციებთ. ქათამს შევწვავთ და პატარა ნაჭრებად დავჭრით. ცალკე დაჭრილ ხახვსა და გახეხილ სტაფილოს მოვშუშავთ. სმდეგ ბრინჯსაც მასში ვურევთ და პილპილსა და მარილს ვამატებთ. ბრინჯის გარნირი დაჭრილ ქათმის ხორცს ვალაგებთ. ზემოდან კი ამ მასას მაიონეზს მოვასხამთ და კარგად ავურევთ.

წაიკითხეთ სხვაც

Cucumber Salad კიტრის სალათა

თევზის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  600-700 გრ თინუსი
  • 2 ც კვერცხი
  • 1 ც სტაფილო
  •  2 ც წითელი ბულგარული წიწაკა
  • 2 ც ხახვი
  • 1 კონა ნიახური
  • 250 გრ მაიონეზი

მომზადება:

თევზის კონსერვი ჯამში ჩავყაროთ და სალათის მომზადება დავიწყოთ. შევურიოთ დაჭრილი მოხარშული კვერცხი და გახეხილი სტაფილო. აგრეთვე წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და ნიახური დავამატოთ. ხახვი მოვთუშოთ და ისიც ამ მასაში ავურიოთ. მაიონეზიც მოვასხათ და სალათი მზად არის .

წაიკითხეთ სხვაც

qashakis_cilindrebi ქაშაყის '' ცილინდრები''

ფლავი სიმინდით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  2 ჭიქა ბრინჯი
  • 4 წიქა წყალი
  • 2 ც ბულგარული წიწაკა
  • 200 გრ სიმინდის მარცვლები
  • 1 თავი ხახვი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 2-3 ღერი კამა
  • 50 გრ ზეთი ან მაიონეზი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

ბრინჯს ისე მოვხარშავთ,რომ ფანტია გახდეს. ბულგარული წიწაკას მოგრძო  ნაჭრებად დავჭრით და ბრინჯში ჩავყრით. სიმინდის მარცვლებს შევურებთ. ცალკე გვექნება ოდნავ მოთუშულ ხახვი და დაჭრილი მწვანე ხახვი. წვრილად დაჭრილ მწვანილებს დავამატებთ და მარილით შევაზავებთ. ბოლოს, სურვილისამებრ, შეგიძლიათ ზეთი ან მაიონეზი მოასხათ.

წაიკითხეთ სხვაც

tkbili wiwaka nigvzit ტკბილი წიწაკა ნიგვზით

ქათამი საფანელით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ ქათმის ფილე
  • 2 ც სტაფილო
  • 200 გრ სიმინდის მარცვლები
  • 5-6ც ჟავე კიტრი
  • 1 ც ბროწეული
  • 100 გრ ქიშმიში
  • 10 გრ საფანელი
  • 250 გრ მაიონეზი
  • 2-3 თავი ხახვი
  • მარილი და შავი პილპილი გემვნებით

მომზადება:

ქათამს ტაფაზე მოვთუშავთ. როცა გაცივდება, გახეხილ სტაფილოს შევურევთ. აგრეთვე სიმინდს, ბროწეულს, დაჭრილ მჟავე კიტრსა და საფანელსაც  დავამატებთ. ცალკე გვექნება მოთუშული ხახვი, რომელსაც სალათაში შევურევთ. ბოლოს მარილსა და შავ პილპილს მოვაყრით და მაიონეზს მოვასხამთ.

პიკანტური სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  400 გრ ძეხვი
  • 100 გრ მჟავე კიტრი
  • 100 გრ თეთრი ხახვი
  • 50 გრ მწვანე ხახვი

მომზადება:

ძეხვსა და მჟავე კიტრს დავჭრით წვრიალდ. ხახვსაც ასევე დავჭრით და შევურევთ მასაში. შევკმაზავთ მარილითა და პილპილით.
შემდეგ ამ ყველაფერს ავურევთ მაიონეზში. ბოლოს კი გახეხილ ყველას ზევიდან მოვაყრით.

 

წაიკითხეთ სხვაც

f68-salat-krabovye-palochki სალათა კრაბის ჩხირებით
Viewing all 2989 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>