December 16, 2013, 12:18 am
შემადგენლობა:
- 30 გ მოხარშული საქონლის ხორცი
- 4 ცალი სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა
- 1 კომა მწვანე ხახვი
- 1 კონა კამა
- 200-250 გ წითელი კომბოსტო(შეიძლება თეთრიც)
- 2 ცალი კიტრი
- 2 ცალი პომიდორი
- 1,5 ქილა მაიონეზი
- 1-2 ს.კ ლიმონის წვენი
- შავი პილპილი, მარილი-გემოვნებით
მომზადება:
მოხარშული ხორცი შეაგრილეთ, მოაცილეთ ქონიანი ნაწილები და დაჭერით თხელ ნაჭრებად. მწვანე ხახვი, კამა და კომბოსტო დაკეპეთ. წიწაკა გარეცხეთ და დაჭერით თხელ, მოგრძო ნაჭრებად. კიტრი დაჭერით პაარა კუბებად. მაიონეზს შეურიეთ სანელებ;ები და ლიმონის წვენი. აღნიშული ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში და მოასხით სალათას, გააფორმეთ დაჭრილი პომიდვრის ნაჭრებით და წიწაკით.
↧
December 16, 2013, 9:25 pm
შემადგენლობა:
- 6 კვერცხი
- 250 გ მვანე ლობიო
- 400 გ თინუსის კონსერვი ზეითუნის ზეთში
- 3/4 ჭიქა უკურკო შავი ზეთისხილი
- 1/3 ჭიქა ლიმონის წვენი
მომზადება:
ადუღებულ წყალში 6 წუთის განმავლობაში მოხარშეთ კვერცხები. გადაავლეთ ცივი წყალი, გაფცქვენით და აცალეთ გაგრილება. შემდეგ დაჭერით მეოთხედებად.
მწვანე ლობიო 25 წუთის განამვლობაში ადუღებულ წყლით სავსე მოზრდილ ქვაბში მოათავსეთ. შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი. ჩააწყვეთ დიდ ჯამში. აურიეთ თინუსი, ზეთისხილი და კვერცხები. ლიმონის წვენი და თინუსის ქილისან გადმოღებული ზეთი კარგად აურიეთ პატარა ჯამში. მოასხით ეს ნარევი სალათას და ისვ აურიეთ. შეგიძლიათ მომზადებისთანავე მიირთვათ
↧
↧
December 16, 2013, 9:38 pm
შემადგენლობა:
- 600 გ მსხვილი ტკბილი სტაფილო
- 2 თავი ხახვი
- 100 გ ნიგოზი
- ზეთი- ხახვის მოსაშუშად
- 2 ჩ.კ ყვითელი ყვავილი
- 2 ჩ.კ უცხო სუნელი
- 2 კბილი ნიორი
- 2 ჩ,კ ძმარი
- წიწაკა, მარილი
მომზადება:
სტაფილო დაჭერით 2 ს,-იან რგოლებად,წვრილწვერიანი დანით ფრთხილად გამოაცალეთ გული ისე, რომ რგოლები არ დაზიანდეს. გულამოცლილი ნაჭრები მოხარშეთ მარილწყალში. მოხარსულ სტაფილოს თხელი დანით ააცალეთ კანი.
მოამზადეთ გულსართი: ამოღებული სტაფილოს გულები დაკეპეთ, აურიეთ წვრილად დაჭრილ ახახვს და მოშუშეთ. ნიგოზი და ნიორი დანაყეთ, შეურიეთ სანელებლები, დაუმატეთ მოშუშულ მასას და ამით ამოავსეთ გულამოცლილი სტაფილოს რგოლები.
↧
December 17, 2013, 10:51 pm
შემადგენლობა:
- 3 ც კიტრი
- 1 პატარა კონა პიტნა
- 1 კონა ქინძი
- რამდენიმე ღერი კამა
- 1 ცალი მწვანე წიწაკა
- 3-4 კბილი ნიორი
- 1/4 ჭიქა ზეთი
- მარილი, ძმარი-გემოვნებით
მომზადება:
კიტრი გარეცხეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად, რამდენიმე ნაჭერი მოიტოვეთ მოსართავად. ქინძი, პიტნა და კამა გარეცხეთ და მწვანილი გააშრეთ. დაჭერით, დაუამტეთ გარჩეული ნიორი, მარილი და წიწაკა. მწვანილი და სანელებლები მოათავსეთ ბლენდერში, დაასხით ზეთი და ათ჻ვიფეთ, დაუმატეთ ძმარიც. შეგიძლიათ ჩვეულებრივი ძმარი ბალზამიკოთი ან ვაშლის ძმრით შეცვალოთ. კიტრს მოასხით გათქვეფილი საკმაზი და მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან.
სურვილის შემთხვევაში ამ სალათას შეგიძლიათ დაუმატოთ ახალი კომბოსტო ან სალათის ფოთლები.
↧
December 17, 2013, 11:47 pm
შემადგენლობა:
- საქონლის ენა
- 1 ჩ.ჭ დარჩეული ნიგოზი
- 2-3 კბილი ნიორი
- 3 ს.კ მაიონეზი
- დაკონსერვებული მწვანე ბარდა
- კამა
- მაგარი ყველი
- მარილი, პილპილი -გემოვნებით
მომზადება:
საქონლის ენა გულდასმით გარეცხეთ, გაწმინდეთ და მარილიან წყალში ხარშეთ 3სთ-ის განმავლობაში. ოდნავ გააგრილეთ და მოაცილეთ აპკი, რომელის ენას ფარავს. დაჭერით პატარა მოგრძო ნაჭრებად.
ნიგოზი დაჭერით თხკას. ნიორი დანაყეთ. ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს და კარგად ამოურიეთ. დაუმატეთ მაიონეზი. სალათას ზემოდან დაახეხეთ ყველი, მორთეთ მწვანე ბარდით და კამის ღერებით. სუფრსსთან მიტანამდე სალათა 2-3 სთ-ით მაცივარში შედგით.
↧
↧
December 18, 2013, 6:58 pm
შემადგენლობა:
- 1 კგ ბადრიჯანი
- 3 თავი ხახვი
- 4-5 ცალი სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა
- 2 ცალი საშუალო ზომის სტაფილო
- 2 თავი ნიორი
- 1 ჩ.კ კურკუმა
- 2 ჩ.კ შაქარი
- 2 ჩ.კ პაპრიკა
- 1 ჩ.კ წითელი ცხარე წიწაკა
- 2 ჩ.კ უცხო სუნელი
- 0.5 ჩ.კ საფქული ხმელი ქინძი
- მარილი და ძმარი გემოვნებით
- 300 მლ ზეთი
მომზადება:
ბადრიჯანი დაჭერით წვრილ ზოლებად, დააყარეთ მარილი და 1 საათი გააჩერეთ. ნიორი დაჭერით მსხვილად, სტაფილო- თხელ რგოლებად, ხახვი- ალყა-ალყა, ბულგარული წიწაკა- მოგრძო წვრილ ნაჭრებად. ბადრიჯანი გაწურეთ, მოათავსეთ ღრმა, სქელძირიან ტაფაზე, შეწვით და თან ურიეთ. შემწვარი ბადრიჯანი ქაფქირით ამოიღეთ და იმავე ცხიმში სანელებლებთან ერთად შეწვით ნიორი და სტაფილო ისე, რომ არ დაიხრუკოს და ფერი არ შეიცვალოს. ბოსტნეული ადაიტანეთ ბადრიჯანთან ერად, დაუმატეთ ხახვი და ბულგარული წიწაკა. სალაას დაასხით ძმარში გახსნილი სანელებლები.
↧
December 19, 2013, 7:56 pm
შემადგენლობა:
- 1 კონა სალათის ფურცელი
- 200 გ წითელი კომბოსტო
- 10-15 ც ალუჩა
- 4 ს.კ ვაშლის ძმარი
- 1.-2 ს.კ შაქარი
- შავი პილპილი და მარილი-გემოვნებით
- 1 კონა ქინძი
მომზადება:
კომბოსტო ძალიან თხლად დაკეპეთ, დაამატეთ ხელით დაქუცმაცებული სალათის ფურცლები და წვრილად დაჭრილი ქონძი. ალუჩის ნაყოფს მოაცილეთ კურკა და დააყარეთ სალათას. ვაშლის ძმარი, მარილი და პილპილი ათქვიფეთ და მოასხით ბოსტნეულს.
↧
December 20, 2013, 11:12 pm
შემადგენლობა:
- 1 ქილა დაკონსერვებული ან მოხარშული ლობიო
- 1 სავსე ჭიქა დაკეპილი მჟავე კომბოსტო
- 1 ც ვაშლი
- 1 ც პატარა სტაფილო
- 10-15 ც სალათის ფოთოლი
- 2 ც ტჯბილი წიწაკა
- 2 ც ტკბილი მწვანე წიწაკა
- 2 თავი ხახვი
- თითო კონა ქინძი, კამა და ოხრახუში
საკაზმისთვის:
- 1/3 ჭიქა ძმარი
- 1/3 ჭიქა ზეთი
- 2ჩ.კ შაქარი
- 2 კბილი ნიორი
- 1 ს.კ სოიის სოუსი
- შავი პიპილი, მარილი
მომზადება:
ვაშლი და სტაფილ გახეხეთ მსხვილ სახეხზე, ხახვი დაჭერით ალყა-ალყა, წიწაკა- წვრილ რგოლებად, მწვანილი დაკეპეთ, სალათის ფოთლები ხელით დააქუცმაცეთ, მჟავე კომბოსტო გაწურეთ.
ლობიო საწურზე გადაწურეთ, რომ წვენი არ შეჰყვეს და პროდუქტები მოათავსეთ ერთად ღრმა ჭურჭელში. მოამზადეთ საკაზმი- დაჭყლეტილი ნიორი, ძმარი, ზეთი, შაქარი, სოიის სოუსი, პილპილი და მარილი გათქვიფეთ, მოასხით სალათას და კარგად აურიეთ.
↧
December 20, 2013, 11:26 pm
შემადგენლობა:
- 1 ც საქონლის ენა ( შეგიძლიათ ქათმის ხორცი ან სქონლის ხორციც )
- 0.5 კგ ქამა სოკო
- 1-2 ჩ.კ ზეთი
- 2-3 ც მოზრდილი ბოლოკი
- მარილი, პილპილი-გემოვნებით
- 1 ქილა მაიონეზი
მომზადება:
საქონლის ენა მოზარშეთ, გაასუფთავეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. სოკოო გარეცხეთ, დაჭერით და დაყარეთ გახურებულ ტაფაზე. როცა თავისი წვენი დააშრება, დაასხით ზეთი, რამდენჯერმე ამოურიეთ და გაუსინჯეთ გემო. თუ სოკო მზადაა, გადმოდგითცეცხლიდან და გააგრილეთ. ცალკე გახეხეთ ბოლოკი, სეურიე სოკოსა და ენას, შეანელეთ მარილით, წიწაკით და მოასხით მაიონეზი.
↧
↧
December 22, 2013, 1:58 am
შემადგენლობა:
- 2-3 კონა სალათის ფოთლები
- 100 გ უკურკო ზეთისხილი
- 2-3 ც პომიდორი
- 2-3 ც ტკბილი წიწაკა
- 1 თ ხახვი
- 1 ც ლიმონი
- 150 გ ყველი
- 30-50 გ ზეითუნის ზეთი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
სალათის ფოთლები ხელით დაფლითეთ, პომიდორი პატარა ზომებად, ხოლო ბულგარული წიწაკა მომცრო ნაჭრებად დაჭერით. ხახვი- ნახევარრგოლებად, დაუმატეთ ზეთისხილი და კუბიკებად დაჭრილი ყველი. გამოწურეთ ლიმონის წვენი. სალათას დაუმატეთ მარილი და ზეითუნის ზეთი, კარგად ამოურიეთ.
↧
December 22, 2013, 2:09 am
შემადგენლობა:
- 1 კგ ბადრიჯანი
- 200 გ ტკბილი ბულგარული წიწაკა
- 2 მოზრდილი თავი ხახვი
- 1 კონა აყვავებული ქინძი
- 7 კბილი ნიორი
- 2-3 ს.კ ძმარი
- 1ჩ.კ კურკუმა
- მარილი
- ზეთი- შესაწვავად
მომზადება:
ბადრიჯანი, ხახვი და წიწაკა დაჭერით მრგვლად. ბადრიჯანს მოაყარეთ მარილი და შეწვით ზეთში. ამავე ზეთში მოშუშეთ ხახვი და წიწაკა.
დანაყეთ ნიორი ქინძსა და სანელებლებთან ერთად, შეურიეთ ძმარი და მოასხით ბოსტნეულს.
↧
December 22, 2013, 7:55 pm
შემადგენლობა:
- 1 კგ ისპანახი
- 2/3 ჩ.ჭ ნიგოზი
- 2 ს,კ ძმარი
- 2ს.კ დაჭრილი ოხრახუში და ქინძი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
გასუფთავებული და გარეცხილი ისპანახი მოვხარშოთ. მოხარშვის შემდეგ გავაცივოთ და კარგად გავწუროთ. ცალკე გვექნება დანაყილი წიწაკა, ოხრახუში, ქინძი და 2/3 ჭიქა ნიგოზი. ავლესოთ ესენი 2ს.კ ძმარში და დავუამტოთ მარილი გემოვნების მიხედვით. ყველაფერი ეს ავურიოთ მოხარშულ ისპანახს კოვზით ან ხელით, ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და ოხრახუში.
↧
December 22, 2013, 8:32 pm
შემადგენლობა:
- 1ც მსხვილი სტაფილო
- 1 ც მოზრდილი კარტოფილი
- 1 ც ტკბილი ბულგარული წიწაკა
- 4 კბილი ნიორი
- 1 თავი ხახვი
- 2 ღერი პიტნა
- 1 ს.კ ლიმონის წვენი
- ზეთი- შესაწვავად
- მარილი
მომზადება:
ხახვი, სტაფილო, ნიორი და კარტოფილი ძალიან თხლად დაჭერით. საშუალოდ დაჭერით წიწაკა. პიტნა ხელით დააქუცმაცეთ.
ღრმა ტაფაში ან პატარა ქვაბში ჩაასხით ზეთი და კარგად რომ გახურდება, ცაყარეთ კარტოფილი. როცა კარტოფილი შეიწვება, გადმოიღეთ, მოაყარეთ ცოტა მარილი და ზეთში თანმიმდევრობით შეწვით ჯერ სტაფილო, შემდეგ წიწაკა, ბოლოს კი ნიორი და ხახვი. შემწვარი ბოსტნეული აურიეთ, მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი და პიტნა.
სალათა შეგიძლიათ მოამზადოთ მხოლოდ სტაფილოთი და კარტოფილით.
↧
↧
December 23, 2013, 9:33 pm
შემადგენლობა:
- 2 კგ ეკალა
- 200 გრ ნიგოზი
- 5 ს.კ ძმარი
- 1 კონა სხვადასხვა მწვანილი
- მარილი, წიწაკა,ნიორი, ომბალო-გემოვნების მიხედვით
მომზადება:
ეკალა დავარჩიოთ და მოვხარშოთ. მოხარშვის შემდეგ გავწუროთ. დავნაყოთ ქინძი, ოხრახსუში, ცოტა ნიორი, პილპილი, ომბალო, ნიგოზი, ავლესოთ ესენი ძმარში და შევურიოთ მოხარშულ ეკალას. ძმრის მაგივრად შეიძლება ვიხმაროთ ისრიმის წვენი.
↧
December 24, 2013, 9:58 pm
შემადგენლობა:
- 10 ც სტაფილო
- 1 ც ფრანგული ფუნთუშა
- ზეთი 3ს.კ
- 700 გრ კარტოფილი
- 3 ც კვერცხი
- 1 ჩ.ჭ არაჟანი
- მარილი გემოვნების მიხედვით
მომზადება:
სტაფილო გავწმინდოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ განივად თხელ ნაჭრებად. ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ზეთიანი წყალი და ვხარშოთ ხუფდახურულად. შემდეგ ჩავალესოთ ცოტა ფქვილი და დავასხათ 1ჩ.ჭ არაჟანი.საკმაზად გავუკეთოთ ფრანგული ფუნთუშას კრენკები ან კარტოფილი.
↧
December 29, 2013, 7:56 pm
შემადგენლობა:
- 1 კგ ისპანახი
- 3-4 ს.კ ზეთი
- 3-4 თავი ხახვი
- 3-3 ძირი მწვანილი
- მარილი,პილპილი-გემოვნებით
მომზადება:
ისპანახი დავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გადავიღოთ საწურზე,გავაცივოთ და ხელით გავწუროთ.
ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვხრაკოთ ზეთში, დავუმატოთ გაწურული ისპანახი, დავასხათ კიდევ ზეთი და მოვხრაკოთ. შევანელოთ ქინძით, ოხრახუშით, კამით, პილპილით და მარილით.
↧
December 30, 2013, 9:17 pm
მომზადება:
მწვანე ან წითელი, ტკბილი წიწაკა ჩავყაროთ მდუღარეწყლიან ქვაბში და მოვხარშოთ. როცა შეგრილდება, წიწაკა გავწუროთ. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, სუნელი, ზაფრანა, მარილი, გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წვრილად დაკეპილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში. ამ მასალაში ავურიოთ გაწურული, მოხარშული წიწაკა. მოვათავსოთ თეფშზე, ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ისე მივიტანოთ.
↧
↧
December 31, 2013, 9:11 pm
შემადგენლობა:
- 1 კგ კარტოფილი
- 2 თავი ხახვი
- 2 ჩ.ჭ ნიგოზი
- 3 კბილი ნიორი
- ძმარი, მწვანილი, წიწაკა, ამრილი-გემოვნებით
მომზადება:
კარტოფილი მოვხარშოთ, გავფცქვნათ, დავჭრათ სიგრძეზე ან ოთკუთხედ ნაჭრებად და მოვათავსოთ ღრმა ჭურჭელში.
დავნაყოთ წმინდად ნიგოზი, ნიორი, მარილი, წიწაკა,ზაფრანა, გავხსნათ ძმარში, ავურიოთ შიგ დაკეპილი ხახვი, კამა,ქინძი, ოხრახუში. ეს მასალა გადავასხათ მოხარშულ კარტოფილს, ფრთხილად ავუროთ, ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში, კამა და სუფრაზე ისე მივიტანოთ.
↧
December 31, 2013, 9:17 pm
შემადგენლობა:
- 1 კგ ჭარხალი
- 2 ჩ.ჭ ნიგოზი
- 2 კბილი ნიორი
- 3-3 ძირი მწვანილი
- ძმარი, წიწაკა, მარილი- გემოვნებით
მომზადება:
ჭარხალი კანიანად გავრეცხოთ, შევწვათ ან მოვხარშოთ. გავაცალოთ კანი და დავჭრათ წვრილ ნაჭრებად. ნიგოზი, მარილი, ნიორი, წიწაკა ერთად დავნაყოთ, გავხსნათ ძმარში, ავურიოთ შიგ დანაყილი ქინძი და მოხარშული ჭარხალი. გადავიტანოთ თეფშზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ისე მივიტანოთ.
↧
December 31, 2013, 9:21 pm
შემადგენლობა:
- 200 გრ კომბოსტო
- 2 ს.კ ზეთი
- 2ს.კ ლიმონის წვენი
- ხახვი, მწვანილი-გემოვნებით
მომზადება:
კომბოსტოს ფოთლები კარგად გავრეცხოთ, ძალიან წვრილად დავკეპოთ, მოვაყაროთ მარილი, ხელით დავსრისოთ, ცოტა ხანს გავაცეროთ, გავწუროთ, გადავიტანოთ სასალათეში, დავასხათ ზეთი, ლიმონის წვენი, მოვაყარპთ წვრილად დაკეპილი ხახვი და სხვადასხვა მწვანილი. ფრთხილად ავურიოთ, ზემოდან ლამაზად შევასწოროთ და სუფრაზე ისე მივიტანოთ.
↧