November 24, 2013, 10:36 pm
მომზადება:
დასამჟავებლად უნდა შევარჩიოთ საშუალო ზომის ბადრიჯნები, ჩავჭრათ სიგრძეზე და ჩავაწყოთ ჭურჭელში. დავადოთ ზემოდან ჯერ სუფთა ფიცარი, შემდეგ რაიმე სიმძიმე. დავასხათ ჩვეულებრივი მარილწყალი, რომელშიჩ ჩახარშული იქნება ნიორი, წიწაკა, ხმელი ქინძი და ცერეცო. 10 კოლოგრამ ბადრიჯანზე საჭიროა 600-700 გრამი მარილი. ბადრიჯანი მჭიდროდ უნდა ჩალაგდეს და მაგრად დაიწნეხოს.
↧
November 26, 2013, 10:40 pm
შემადგენლობა:
- 200 გრ კარტოფილი
- 1 პატარა კონა მწვანილი
- 50 გრ ხახვი
- 1 ჩ.ჭ ნიგოზი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
მოხარშული კარტოფილი გავფცქვნათ და ავსრისოთ. ცალკე დავნაყოთ მწვანილი, ნიორი და ნიგოზი, შევურიოთ შიგ 2 კოვზი ძმარი და დავასხათ დასრესილ კარტოფილზე. კარგად ავურიოთ იგი კარტოფილში.ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
↧
↧
November 27, 2013, 10:42 pm
შემადგენლობა:
- 100 გრ სტაფილო
- 100 გრ ვაშლი
- 30 გრ არაჟანი
- 15 გრ ორცხობილა
- 15 გრ კარაქი
- 1 ც კვერცხი
- 15 გრ თაფლნარევი ბურღული
- 10 გრ შაქარი
მომზადება:
სტაფილო დავჭრათ ძალზე წვრილად და მოვშუშოთ 10 გრ კარაქში. ცოტა-ცოტათი ჩავასხათ 1/4 ჩ.ჭ წყალი. დავუმატოთ ვაშლის პატარა ნაჭრები და შაქარი. ვშუშოთ 5-6 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვიღოთ ცეცხლიდან , გავაციოთ, დავყოთ 1-4 ნაწილად, მივცეთ კატლეტის ფორმა, თითოეული ამოვავლოთ დანაყილ ორცხობილაში ან ფქვილში და შევწვათ კარაქში.
↧
November 27, 2013, 11:25 pm
შემადგენლობა:
- 1 კგ ბადრიჯანი
- 60 -70 გრ ერბო ან ზეთი
- ორცხობილა 3 ს.კ
- 1 ჩ.ჭ არაჟანი
- მარილ იგემოვნების მიხედვით
მომზადება:
დავჭრათ ბადრიჯანი თხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, თითოეული ნაჭერი ორივე მხრიდან ამოვავლოთ დანაყილ ორცხობილაში და შევწვათ ერბოდასხმულ (ან ზეთ დასხმულ) ტაფაზე. ორივე მხარეს შეწითლებული ბადრიჯნის ნაჭრები დავაწყოთ მოგრძო თეფშზე შუა ადგილას. ზემოდან მოვასხათ არაჟანი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
↧
November 28, 2013, 11:28 pm
შემადგენლობა:
- მარილი გემოვნების მიხედვით
მომზადება:
სუფთა და დარჩეული სოკოები დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში და მოვშუშოთ ერბოსთან ერთად. ოდნავ რომ მოიშუშება, ზემოდან დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ვხრაკოთ მანამ, სანამ არ შეწითლდება. შემდეგ დავუმატოთ თბილ წყალში გახსნილი პურის ფქვილი და ვადუღოთ ცოტა ხანს. თეფშზე დასხმისას დავაწუროთ ერთი ან ორი ლიმონი და სემდეგ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. შეიძლება ლიმონის ნაცვლად მოვასხათ 1 ჩ.ჭ თეთრი მაგარი ღვინო.
↧
↧
December 1, 2013, 10:35 pm
შემადგენლობა:
- 2 კგ ბადრიჯანი
- 1 1/2 კგ პამიდორი
- 400 გრ ხახვი
- 400 გრ ნიგოზი
- 1 ჩ.ჭ ძმარი
- 1 ჩ.ჭ ზეთი
- 1/2 ნიახური
- 1დიდი კონა ოხრახუში, ქინძი, კამა
- მარილი, ნიორი, წიწაკა გემოვნების მიხედვით
მომზადება:
ბადრიჯნებს ამოვაცალოთ გული. პომიდორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ნიგოზი წმინდად დავნაყოთ. მწვანილი და ხახვი წვრილად დავჭრათ. ნიგოზი, მწვანილი, ხახვი, ნიორი, წიწაკა ერთად ავურიოთ და ამ მასით ბადრიჯნები გამოვტენოთ. ჩავალაგოთ ისინი ქვაბში , დავასხათ ზეთი, ძმარი და შავდგათ ნელ ცეცხლზე. როცა ბადრიჯნებს შევატყობთ , რომ კარგად ჩახარშულია, ქვაბიდან თიხის ან მომინანქრებულ ჭურჭელში გადმოვიღოთ და გავაციოთ.
↧
December 9, 2013, 11:24 pm
შემადგენლობა:
- 2 თავი ხახვი
- 500 გრ უცხიმო მოხარშული ძეხვი
- 1 ქილა მჟავე კიტრი
- ზეთი
- შავი პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადება:
ხახვი დაჭერით გრძლად. დააყარეთ მარილი და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში დადგით, რომ სიმწარე გაუვიდეს. დაჭერით ძეხვი და მჟავე კიტრი თხელ, წვრილ ზოლებად, აურიეთ ერთმანეთში და დაუმატეთ ხახვი. მჟავე კიტრის წვენში გახსნით ზეთი, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ დაჭრილ პროდუქტებში. მომზადებული სალათა მაგიდაზე მიიტანეთ გამზადებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ, რომ გემო კარგად გაუჯდეს.
↧
December 9, 2013, 11:56 pm
შემადგენლობა:
- 1ჩ.ჭ გატარებული წიწაკა
- 0,5 ჩ.ჭ უცხო სუნელი
- 0.5 ჩ.ჭ ხმელი ქინძი
- 1 ჩ.ჭ გატარებული ნიორი
- 2 კონა ნედლი ქინძი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
ეს ყველაფერი ავურიოთ ერთმანეთში და გავატაროთ ორჯერ ხორცსაკეპ მანქანაში.თუ სქელი გამოვა დავამატოთ ცოტა წყალი.
↧
December 10, 2013, 10:33 pm
შემადგენლობა:
- 250 გ ახალი ან დაკონსერვებული ანანასი
- 1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი
- 4 ც მოხარშული კვერცხი
- 400 გ მოხარშული ქათმის ხორცი
- 5 ს.კ გახეხილი ყველი
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 1 კონა სალათის ფოთლები
- 1 ც მაიონეზი
- 1 ჩ.კ ხმელი რეჰანი
- მარილი
- 1/3 ჭიქა დამტვრეული ნიგოზი
მომზადება:
ანანასი კუბებად დავჭრათ. თუ დაკონსერვებულს გამოვიყენებთ, ჯერ თუშფალანგზე დავყაროთ დასაწრეტად. ქათამი მსხვილად დავჭრათ, კვერცხი გავხეხოთ. მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ. სალათის ფოთლები გავრეცხოთ და შევაშროთ. თუშფალანგზე გავწუროთ სიმინდი. მაიონეზში ავურრიოთ პილპილი, მარილი, რეჰანი და ლიმონის წვენი. ქათმის ხორცს შევურიოთ სიმინდი, დაჩეჩქვილი ნიგოზი, ანანასი, მწვანე ხახვი და მაიონეზი. სალათის ფოთლები დავაწყოთ თეფშზე. ზედ მოვათავსოთ მაიონეზიანი სალათა და მოვაყაროთ გახეხილი ყველი და კვერცხი. სალათა ზემოდანაც სალათის ფოთლებით მოვრთოთ.
↧
↧
December 10, 2013, 10:43 pm
მომზადება:
3 ლიტრ ადუღებულ წყალში ჩავდოთ 1 ც მარგარინი და ჩავყაროთ ბრინჯი. მოვხარშოთ. ცაკლე წამოვადუღოთ სოკო. გადავწუროთ და ბრინჯის მოხარშვამდე ჩავყაროთ ქვაბში, დავუმატოთ პერიცა, ძირა, მარილი გემოვნებით.
↧
December 12, 2013, 1:29 am
შემადგენლობა:
- 1 კიტრი
- 2 ვაშლი
- 1 ავოკადო
- 175 გ ლორი
- კამა
- ზეითუნის ზეთი
- მარილი,პილპილი
მომზადება:
ინგრედიენტები დაჭერით, ფრთხილად აურიეთ,მცირე ულუფებად დადეთ თეფშებზე და შემოახვიეთ თხლად დაჭრილი კიტრის ნაჭრები, რომლებსაც ხის ჩხირით დაამაგრებთ. მორთეთ კამით.
↧
December 12, 2013, 1:38 am
შემადგენლობა:
- 1 ჭიქა გრძელი ბრინჯი
- 0,5 ჭიქა წითელი ოსპი
- 2 ცალი სტაფილო
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 2 თავი ხახვი
- 1 კონა კამა
- 1 ს.კ პაპრიკა
- 2-3 ს.კ მცენარეული ცხიმი
- ვაშლის ძმარი, მარილი, წიწაკა-გემოვნებით
მომზადება:
ოსპი მოხარშეთ და გადაწურეთ. ადუღებულ წყალში ნახევრად მოხარშეთ ბრინჯი, გადაწურეთ, მოიტოვეთ მისი ნახარში. 0.5 ჭიქა ბრინჯის ნახარში ჩაასხით ქვაბში, ჩაამატეთ მარილი, 1ს.კ ცხიმი და როცა ადუღდება, დაამატეთ ბრინჯი, ზემოდან დააფარეთ ხელსახოცამოკრული თავსახური და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ, სანამ წყალს ბოლომდე დაიშრობს. სტაფილო მსხვილად გახეხეთ და წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად 4 წუთის განმავლობაში ცხიმში მოშუშეთ, დაამატეთ პაპრიკა, დაჭრილი მწვანე ხახვი, მარილი, წიწაკა და 3-4 წუთი კიდევ შუშეთ. თეფშზე დადეთ ბრინჯი, ზედ მოათავსეთ ოსპი და მოასხით ცოტა ძმარი. ბოლო ფენად ისევ ბრინჯი, მორთეთ დაჭრილი კამით.
↧
December 12, 2013, 3:19 am
შემადგენლობა:
- 1 კგ მწვანე ლობიო
- 2 თავი ხახვი
- 1 კონა ქინძი
- 1 პატარა კონა რეჰანი
- 3 ღერი პიტნა
- 5 ღერი ქონდარი
- 1 ჭიქა დარჩეული ნიორი
- 3ს.კ უცხო სუნელი
- ძმარი, მარილი, წიწაკა
- ზეთი- მოსაშუშად
მომზადება:
ლობიო გაარჩიეთ, მოხარშეთ და გაწურეთ. ხახვი მოშუშეთ ზეთში, დააყარეთ გაწურული ლობიო და შუშეთ ზეთში, დააყარეთ გაწურული ლობიო და შუშეთ. 2 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან, ლობიოს დააყარეთ დანაყილი და ძმარში გახსნილი უცხო სუნელი, მარილი, წიწაკა, მწვანილები, ნიორი და კარგად ამოურიეთ.
↧
↧
December 12, 2013, 10:30 pm
შემადგენლობა:
- 4 ნაჭერი ქათმის ფილე
- 2 ც წითელი ვაშლი
- 150 გ წვრიად დაჭრილი ქორფა წიწმატის ან ჩვეულებრივი სალათის ფოთლები
- 1/2 მოხალული ნიგოზი
- 1/2 ჭიქა მაიონეზი
მომზადება:
შემოდგით ტაფა მაღალ ცეცხლზე. ქათმის ნაჭრები 5 წუთის განმავლობაში ყველ მხრიდან შეწვით. შემდეგ ამოიღეთ ხორცი ტაფიდან და შეინახეთ თბილად. დაჭერით ვაშლი მეოთხედებამდე და ჩააწყვეთ დიდ ჯამში. დაამატეთ წვრილად დაჭრილი წიწმატის ან სალათის ფოთლები და ნიგოზი. თხელ ნაჭრებად დაჭერით ქათმის ხორცი და დაამატეთ სალათას. მოასხით მაიონეზი. მომზადებისთანავე მიითვით.
↧
December 12, 2013, 10:34 pm
შემადგენლობა:
- 3 ც წითელი ბულგარული წიწაკა
- 2 დიდი გაფცქვნილი კარტოფილი
- 1/4 ს.კ ზეითუნის ზეთი
- 2 ჭიქა წვრიალდ დაჭრილი სალათის ფოთლები
- 1/2 გახეხილი ყველი
მომზადება:
ქურა 220 გრადუსამდე გააცხელეთ. მოათავსეთ ბულგარული წიწაკა საცხობზე. შეწვით დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, კანის დარბილებამდე. გამოიღეთ ბულგარული წიწაკა ქურიდან და მოათავსეთ პატარა ზომის ჯამში. დაახურეთ თავსახური და 10 წუთით დააცადეთ გაგრილება. მოაშორეთ ბულგარული წიწაკას თესლები და კანი, ცივი გამდინარე წყლით გარეცხეთ და დაჭერით.
დაჭერით კარტოფილი 2სმ-ის სისქის რგოლებად, მოათავსეთ საცხობზე და მოასხით 1 ს.კ ზეთი. სეწვით დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, ვიდრე დაიბრაწება. დააწყვეთ შებრაწული კარტოფილი, ბულგარული წიწაკა და წვრილად დაჭრილი სალათის ფოთლებო მოზრდილ სასალათეში. დაამატეთ დარჩენილი 3ს.კ ზეთი და კარგად ამოურიეთ. გაანაწილეთ სალათა ოთხ თეფშზე და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
↧
December 12, 2013, 10:37 pm
შემადგენლობა:
- 2 ცალი ჭარხალი
- 1 ც ვაშლი
- 1 კონა კამა
- 3ს,კ ბროწეულის მარცვლები
- 4ს.კ მაიონეზი,
- 1 თავი ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 1 კონა ქინძი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება:
ჭარხალი მოხარშეთ, გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი,ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, სანელებლები, ბროწეულის მარცვლები,გახეხილი ვაშლი და მაიონეზი.
↧
December 13, 2013, 9:38 pm
შემადგენლობა:
- 2-3 ც ქათმის ფილე
- 2 კონა სალათის ფოთოლი
- 2 ნაჭერი თეთრი პური
- 3-4 კბილი ნიორი
- 1 ც ლიმონი
- 1 სავსე ჩ.კ გამშრალი რეჰანი
- 3 ცალი კვერცხი
- 150 გ გახეხილი ყველი
- 2-3 ს.კ ზეითუნის ზეთი
- ცოტა ზეთი კრუტონების მოსამზადებლად
- მარილი
მომზადება:
ქათმის ხორცი მოხარშეთ და თხელ ნაჭრებად დაჭერით. პური დაჭერით ლუკმებად, აურიეთ, დაჭყლიტეთ ნიორი, რეჰანი და შებრაწეთ ზეთში.
სალათის ფოთლები ხელით დააქუცმაცეთ. კვერცხი 1-2 წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში, შემდეგ კი ზეითუნის ზეთთან ერთად ბლედერში ათქვიფეთ. ლანგარს ან სასალათეს წასუვით ზეთი, გაჭრილი ლიმონი და ზედ მოათავსეთ სალათის ფოთლები, ქათმის ხორცი, გახეხილი ყველი და მომზადებული კრუტონები. ფენებს შიგადაშიგ მოაყარეთ გახეხილი ყველი, ზემოდან მოასხით მომზადებული სოუსი.
↧
↧
December 13, 2013, 9:46 pm
შემადგენლობა:
- 500 გ ჭარხალი
- 700-800 გ ტყემალი
- 1-2 კონა ქინძი
- 2 ს.კ ნიგოზი
მომზადება:
ჭარხალი მოხარშეთ, გაფცქვენით და დაჭერით ფიგურული დანით, დაასხით ტყემალი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიგოზი, აურიეთ და რამდენიმე საათის შემდეგ მიიტანეთ სუფრასთან.
↧
December 14, 2013, 9:27 pm
შემადგენლობა:
- 2 ცალი მწვანე ვაშლი
- 1/3 ჭიქა ძმარი
- 1/2 ჭიქა მოხალული ფისტა
- 2 კონა სალათის ფურცლები
- 250 გ წვრილად დაჭრილი ყველი
მომზადება:
ვაშლები მეოთხედებად დაჭერით და კურკები მოაშორეთ. თითოეული მეოთხედი დაჭერით სამ ნაწილად და მოათავსეთ მოზრდილ სასალათეში. მოასხით ძმარი და კარგად ამოურიეთ. დაამატეთ მოხალული ფისტა, სალათის ფოთლები და წვრილად დაამატეთ მოხალული ფისტა, სალათის ფოთლები და წვრილად დაჭრილი ყველი. მოურიეთ და მიირთვით მომზადებისთანავე.
↧
December 15, 2013, 11:32 pm
მომზადება:
პირველ ყოვლისა კარგად უნდა გავხეხოთ კომბოსტოს დასამჟავებელი ჭურჭელი. მთელი თავი კომბოსტოები დავჭრათ ოთხ-ოთხად, ამოვავლოთ მდუღარეში, კარგად გავაცივოთ და შემდეგ ჩავაწყოთ დიდ ქილებში ან კასრში. ცივ წყალში გავხსნათ მარილი შემდეგი პროპორციით: 10 კილო გრამ კომბოსტოზე 500-600 გრამი მარილი. რამდენიმე ცალი წითელი პილპილი, ნიორი, დაფნის ფოთოლი, ცერეცო და მუხის ან ალუბლის ფოთოლი მოვხარშოთ და დავასხათ კასრში თუ ქილაში მჭიდროდ ჩაწობილ კომბოსტოს. ეს იქნება თეთრად დაჟავებული კომბოსტო. თიუ გვინდა კომბოსტოს მწნილი წითელი იყვეს, თან ჩავაყაროთ წითელი ჭარხლის ნაჭრები.
↧