Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2989 articles
Browse latest View live

კარტოფილის სალათა ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 6 კბილი ნიორი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 ც ლიმნის წვენი
  • 1/3 ჭიქა ზეთი
  • მარილი და პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

კარტოფილი გავთალოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ზომაზე და მოვხარშოთ ნიორთან ერთად.

როცა კარტოფილი მოიხარშება, გადმოვიღოთ ჯამზე, მოვაყაროთ წვრილდ დაჭრილი ოხრახუში, ლიმნის წვენი,

ზეთი,მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი ნიორი, კარგად ავურიოთ.

 

წაიკითხეთ სხვაც

marinated_carrot_salad_2-1024x626 სტაფილოს სალათა

სალათა ბულგარული წიწაკით

$
0
0

მომზადება:

მრგვლად დაჭერით 200 გრ ბულგარული წიწაკა, 200 გრ პამიდორი, 100 გრ უმი სტაფილო, 100 გრ მწვანე

ხახვი, და 100 გრ ვაშლი. დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი. 1 ქილა მაიონეზი, აურიეთ კარგად და

გადაიტანეთ სასალათეზე.

ჭარხალი ძმრით

$
0
0

მომზადება:

მოხარშეთ 1 კგ ჭარხალი კანით. გააცივეთ, გაფცქვენით, დაჭერით ფიგურებად.

2 ს.კ ძმარში გახსენით 4 კბილი დანაყილი ნიორი, წიწაკა, მარილი. შეურიეთ დაჭრილი 2 თავი ხახვი და

100 გრ ქინძი და კარგად აურიეთ ჭარხალს.

მოხრაკული სოკო

$
0
0

მომზადება:

1 კგ სოკო გაწმინდეთ, გარეცხეთ, დაასხით ცივი წყალი და ორჯერ წამოადუღეთ და შემდეგ გადაღვარეთ.

გაავლეთ ცივი წყალი ( შხამი გაყვება). დაჭერით, მოათავსეთ ქვაბში და მოშუშეთ 100 გრ კარაქთან

ერთად, ოდნავ რომ მოიშუშება დაუმატეთ 150 გრ ხახვი და 3 კბილი ნიორი.

როცა შეწითლდება და სოკო მზად იქნება მოასხურეთ 1 ს.კ ძმარი, მოაყარეთ შავი პილპილი და 100

გრ დაჭრილი ქინძი.

წაიკითხეთ სხვაც

1114 ლობიოს და სოკოს სალათა

შემწვარი ხახვი ნიგვზით

$
0
0

მომზადება:

გაფცქვენით 1 კგ ხახვი. დაალაგეთ ტაფაზე და შეწვით ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე, გაწითლებამდე

და დარბილებამდე. ხახვი რომ გაცივდება თითო თავი 6 ნაწილად და გადაიტანეთ მომინანქრებულ ქვაბში

ან თიხის ჯამში. დაუმატეთ დანაყილი 50-50 გრ ქინძი, კამა, პიტნა, ნიორი, 150 გრ ნიგოზი, 1 ს.კ ძმარი,

მარილი და წიწაკა გემოვნებით. აურიეთ კარგად და მოათავსეთ საუზმის თეფშზე. მოაყარეთ ბროწეულის

მარცვლები და დაჭრილი კამა.

წაიკითხეთ სხვაც

atria  sokoti da wiwakit ატრია სოკოთი და წიწაკით

კუჭმაჭი ნიგვზით

$
0
0

მომზადება:

მოხარშეთ 1კგ საქონლი კუჭმაჭი, მოაყარეთ მარილი და გააცივეთ, დაჭერით წვრილად.

აურიეთ ერთმანეთში დანაყილი 100 გრ ნიგოზი, 3 კბილი ნიორი, 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი,

1 ც ბროწეულის მარცვლები, 1 ჩ.კ ქონდარი, 2ჩ.კ უცხო სუნელი, თითო ჩ.კ ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი,

100 გრ დაჭრილი ქინძი, შავი პილპილი, მარილი და ძმარი გემოვნებით. ამ საკმაზით შეაზავეთ კუჭმაჭი.

წაიკითხეთ სხვაც

shemwvarixaxvi nigvzit შემწვარი ხახვი ნიგვზით

მწვანე ლობიოს სალათა

$
0
0

მომზადება:

მოხარშეთ 500 გრ დატეხილი მწვანე ლობიო, შემდეგ მოხრაკეთ ცხელ ტაფაზე გაწითლებამდე. დაუმატეთ

1 თავი ხახვი, წიწაკა, მარილი. დადეთ სასალათეზე და მოაყარეთ მწვანილი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

heirloom_apple_salad_recipe_3 ვაშლის სალათა

პამიდორი ნიგვზით

$
0
0

მომზადება:

1 კგ წითელი პამიდორი, გარეცხეთ. დაჭერით, მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში, დაუმატეთ წვრილად

დაჭრილი 100 გრ მწვანე ხახვი, 5 კბილი ნიორი, წიწაკა, 50-50 გრ კამა, ქინძი, ოხრახუში, 60 გრ

დანაყილი ნიგოზი, მარილი, 2ს.კ ძმარი.

პამიდორი ნიგვზით 5.00/5 (100.00%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

makaroni sosisit მაკარონი სოსისით

შოკოლადის მუსი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ც კვერცხი
  • 0.5 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 100 გრ შოკოლადის ფილა
  • 2-3 ს.კ წყალი
  • 100 გრ კარაქი

მომზადება: 

4 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე,  თანდათან შევათქვიფოთ კვერცხის გული და 0.5 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი.

შოკოლადის ფილა დავამტბრიოთ,ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ 100 გრ კარაქი, 2-3 ს.კ ადუღებული წყალი, დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. ცხელივე ჩავასხათ ათქვეფილ კვერცხში,კარგად გავთქვიფოთ,,ჩავასხათ ჭიქებში ან ფორმებში და შვდგათ მაცივარში.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

makaronis-salata მაკარონის სალათი

ისპანახის სალათა ფორთოხლით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  250 გრ ისპანახი
  • 2 ც ფორთოხლის ცედრა
  •  2 ს.კ ლიმონის წვენი
  • 2 ს.კ ზეთი
  •  მარილი,პილპილი,შაქარი
  • გამხმარი ქონდარი

მომზადება:

გაარჩიეთ ისპანახი, გარეცხეთ და დაწეიტეთ. საკაზმის გასაკეთბლად : გაფცქვენით ფორთოხალი და

გააკეთეთ ჟულიენის ცედრით.

ჩადეთ ჟულიენი წყალში და ადუღეთ 3 წთ. შემდეგ ამოიღეთ და დაწრიტეთ. გააკეთეთ ვინეგრეტის სოუსი

და დაუმატეთ ქონდარი. დაჭერით ფორთოხალი და დაამატეთ ჟულიენის ცედრას. ჩაუშვით ისპანახი

ფორთოხლის ვინეგრეტში და მიიტანეთ სუფრაზე.

ისპანახის სალათა ფორთოხლით 5.00/5 (100.00%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

moshushuli charxali მოშუშული ჭარხალი

ქაშაყი არაჟანში

$
0
0

 შემადგენლობა:

  •   დამუჟუჟებული ქაშაყი
  •   პატარა ხახვი
  •  250 გრ ხახვი
  •  1 ლიმონის წვენი ან ძმარი
  • მარილი და პილპილი

მომზადება:

ქაშაყი დაჭერით წვრილ ზოლებად. გაასუფთავეთ და გახეხეთ ხახვი, შეურიეთ არაჟანი, მარილი, პილპილი

ცოტაოდენი ლიმონის წვენი ან ძმარი, დაასხით არაჟანი და რამდენიმე საათით დატოვეთ დასამუჟუჟებლად.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

tevzi tarxunit თევზი ტარხუნით

ხილის სალათა

$
0
0

ხილის სალათა შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენი გემოვნებით სხვადასხვა ხილით!

შემადენლობა:

  • 750 გრ ხილი
  • 150 გრ შაქრის პუდრა
  • 2 ს.კ ლიმონი’1 ს.კ გრანდ მარნიერი
  • ცოტა დარიჩინი
  • 1 ლ რძე
  • ვანილის ნაყინი

მომზადება:

ჟოლო გაარჩიეთ და გარეცხეთ სხვა ხილთან ერთად. დააცადეთ, რომ შეშრეს და გამომარცვლეთ,

დაუმატეთ შაქრის პუფრა, ლიმონის წვენი, გრანდ მარნიერი და დარიჩინი. კარგად აურიეთ, დაახურეთ

თავსახურავი და გააჩერეთ 30 წუთი. ხილს მოასხით რძე და სუფრაზე მიიტანეთ ვანილის ნაყინთან

ერთად.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

pechenia-kaklebi პეჩენია "კაკლები"

ხორცისა და პამიდვრის სალათა

$
0
0

ეს სალათა იდელაურია იმ შემთხვევაში თუ მისდევთ დიეტას, რომელიც ნახშირწყლების შეზღუდული

რაოდენობით მიღბას გულისხმობს.!

 

შემადგენლობა:

  •  4 ნაჭერი სუკი
  • 2 ჩ.კ დაფქული წითელი წიწაკა
  • 60 მლ ზეითუნის ზეთი
  • მარილი,შავი პილპილი
  • 1 წითელი ხახვი
  • 30 გრ პამიდორი
  • 1 კონა ქინძი
  • 2 ს.კ ძმარი

მომზადება:

2 ს.კ ზეითუნის ზეთი და 1 ჩ.კ დაფქული წითელი წიწაკა კარგად შეურიეთ და ხორცის ნაჭრებს ყველა

მხრიდნა წაუსვით. გრილის ტაფა წინასწარ გააცხეტ და სუკის ნაჭრები საშუალო ცეცხლზე შეწვით. თუ

ორივე მხრიდან 3-4 წუთს გააჩერებთ, საშუალოდ შემწვარი, ცხვრიანი იქნება. ხოლო 6-7 წუთში ბოლომზე

მომზადდება. გადმოდგით,5 წუთი გააჩერეთ, გრძლად დაჭერით.

ჯამში აურიეთ ხახვი, შუაზე გაჭრილი პამიდვრები, წვრილად დაჭრილი ქინძი, მორჩენილი წიწაკა.

მოასხით ზეთი და ძმარი. შეაზავეთ მარილითა და ახალდაფქული პილპილით, დაუმატეთ შებრაწული

სუკის ნაჭრები და ჯამი მსუბუქად შეანჯღრიეთ. სუფრაზე თბილი მიიტანეთ.

შეაფასეთ გვერდი



სალათა ტყის ხილით

$
0
0

ხილის დესერტი ნამდვილად გემრიელი და სასარგებლოა!

შემადგენლობა:

  •  250 გრ ჟოლო, მაყვალი, შავი მოცხარი
  • 100 გრ შაქარი
  • 40 მლ კონიაკი
  • 250 მლ ორმაგი ნაღები
  • 80 მლ ხილის ლიქიორი

მომზადება:

ხილი გარეცხეთ და გაწუეთ. გახსენით შაქარი კონიაკში და მოასხიღ ხილს. გააჩერეთ 30 წუთი, რომ

კონიაკი კარგად გაუჯდეს. ათქვიფეთ ნაღები, სანამ არ გახდება ჰაეროვანი და ფაფუკი და დაუმატეთ ხილის

ლიქიორი. ეს მასა დაუამტეთ ხილს. სუფრაზე მიიტანეთ გაციებული.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

vashlis namcxvari ვაშლის ნამცხვარი

ბროკოლი მიმოზა

$
0
0

გთავაზობთ ბროკოლის მომზადების რეცეპტს!

შემადგენლობა:

  •  1 კგ ბროკოლი
  • დაფქული მუსკატის კაკალი
  • 75 გრ კარაქი
  •  2 მაგრად მოხარშული კვერცხი
  • მარილი

მომზადება:

ბროკოლს მოაცილეთ ფოთლები, მოაჭერით ყლორტები, დააცალკევეთ ყვავილები და გარეცხეთ.

1 ლიტრი წყალი აადუღეთ, დაუამტეთ ცოტა მარილი და მუსკატის კაკალი. ჩაყარეთ ბროკოლის ყვავილები

და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღეთ 10 წუთი.

შემდეგ ამოიღეთ ქაფქირით და თბილად შეინახეთ. გაადნეთ კარაქი და დაასხით ბროკოლს. ზემოდან

მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კვერცხი.

შეაფასეთ გვერდი




წითელი კომბოსტოს სალათა

$
0
0

გთავაზობთ წითელი კომბოსტოს ერთ-ერთი სალათის რეცეპტს! 

შემადგენლობა:

  •  500 გრ წითელი კომბოსტო
  • 1 ხახვი
  • 1-2 ს.კ ოქროსფერი სიროფი
  • 2-3 ს.კ ძმარი
  • 1 ჩ.კ მდოგვი
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

წვრილად დაჭერით წითელი კომბსოტო და ხახვი. ერთად აურიეთ ძმარი, სიროფი და მდოგვი, შეაზავეთ

მარილით და პილპილით. მოასხით კომბოსტოს და ხახვს და მაშინვე მიიტანეთ სუფრაზე.

წითელი კომბოსტოს სალათა 5.00/5 (100.00%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

heirloom_apple_salad_recipe_3 ვაშლის სალათა

მწვანე საკაზმი

$
0
0

ეს რეცეპტი ნამდვილად გამოგადგებათ! 

შემადგენლობა:

  •  1 კონა ახალი ოხრახუში
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 კონა კამა
  • 1 კონა სალათის ფოთლები
  • 1 კონა ტარხუნა
  • 1 კონა ბაზილიკი
  • 2 კოლოფი მდოგვი
  • წიწმატის ფოთოლი
  • 1 პატარა ხახვი
  • 150 გრ არაჟანი
  • 125 გრ მდნარი ყველი
  • მარილი და პილპილი

მომზადება:

მწვანილი გარეცხეთ და შეაშრეთ. დაჭერით ხახვი და მწვანილი, შემდეგ ჩადეთ სამზარეულოს კომბაინში,

დაამატეთ არაჟანი და ყველი. ჩართეთ რამდენიმე წუთით. შეაზავეთ მარილით და პილპილით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

cucumber-salad კიტრის სალათა

საქონლის ხორცის სალათა

$
0
0

გთავაზობთ უგემრიელესი სალათის რეცეპტს!

შემადგენლობა:

  •  200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი
  • 100 გრ მჭლე ლორი
  • 1 ს.კ კაპერსი
  • 1 ხახვი
  • 2 მჟავე კიტრი
  • 4 კვერცხი
  • 4 ს.კ დაჭრილი მწვანე ხახვი
  • ვუსტერის სოუსი
  • 125 მლ არაჟანი
  • 2 ს.კ მდოგვი
  • 90 გრ ხიზილალა
  • რამდნეიმე სალათის ფოთოლი
  • მარილი

მომზადება:

დაჭერით საქონლის ხორცი, ლორი, კიტრის მწნილი, ხახვი. გაწურეთ კაპერსი, გაფცქვენით და წვრილად

დაჭერით კვერცხი. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ თასში და კარგად აურიეთ. დაამატეთ დაჭრილი მწვანე

ხახვი და შეაზავეთ მარილით, დაამატეთ ცოტაოდენი ვუსტერის სოუსი.

აურირთ არაჟანი, მაიონეზი, მდოგვი და ხიზილალა, გაანაწილეთ სალათის ფოთლები და სალათა ოთხ ჯამზე,

მორთეთ ხიზილალით.

სოუსი ცალკე მიიტანეთ სუფრაზე.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

sagazafxulo salati საგაზაფხულო სალათი

იტალიური სალათი

$
0
0

გთავაზობთ იტალიური სალათის რეცეპტს! 

შემადგენლობა:

  •  125 გ მოხარშული კარტოფილი
  • 100 გრ მოხარშული სტაფილო
  • 125 გრ ვაშლი
  • 12 5 გ ცივად მომზადებული ხორცი ან მოხარშული შაშხი
  • 125 გრ მჟავე კიტრი
  • 2 ანჩოუსის ფილე
  • 1 ხახვი
  • 1 ს.კ დაჭრილი ახალი ოხრახუში
  • 1 ჩ.კ დაჭრილი კამა
  • 1 ჩ.კ დაჭრილი ნიორი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ს.კ ძმარი
  •  1 ჩ.კ მდოგვი
  • 100 მლ ზეთი
  • 2 ს.კ იოგურტი
  • მარილი

მომზადება:

კარტოფილი და სტაფილო დაჭერით რგოლებად. ვაშლი გაფქვენით და ამოაჭერით გულები, შემდეგ დაჭერით

თხელ ნაჭრებად. ასევე დაჭერით მჟავე კიტრი და ხორცი. დაჭერით ანჩოუსის ფილე, წვრილად დაჭერით

ხახვი.

მაიონეზის მოსამზადებლად: გამოიყენეთ მიქსერი, ათქვიფეთ კვერცხის გული, ძმარი, მდოგვი და მარილი

სოუსის სისქემდე. თანდათან დაუმატეთ 2 ს.კ ზეთი და ეს ყველაფერი შეურიეთ კვერცხის მასას. დაამატეთ

იოგურტი.

დიდ თასში აურიეთ სალათის ინგრედიენტები, დაამატეთ მაიონეზი,შეურიეთ ხორცი, ბოსტნეული და

მწვაილი. შეაზავეთ მარილით და ძმრით. მორთეთ პომიდვრით, კიტრის მწნილით და მაგრად მოხარშული

კვერცხით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ზღვის კომბოსტოს სალათა ზღვის კომბოსტოს სალათა

კარტოფილის და ქაშაყის სალათა

$
0
0

უგემრიელესი სალათის რეცეპტი! 

შემადგენლობა:

  •  4 ქაშაყის ფილე
  • 250 გ კანიანად მოხარშული კარტოფილი
  • 2 კვერცხი
  • 200 გრ შებოლილი სოსისი
  • 1 ვაშლი
  • 1 მჟავე კიტრი
  • 1 კვერცხის გული
  • 1-2 ს.კ მდოგვი
  • 1 ს.კ ძმარი
  • 100 მლ რძე
  • 3 ს.კ იოგურტი
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

გაწურეთ ქაშაყის ფილე და დააცადეთ შეშრეს. გაფცქვენით კარტოფილი და კვერცხები. კანი გააძრეთ სოსისს.

გაფქვენით, ოთხად გაჭერით და გული ამოაცალეთ ვაშლს. დაჭერით ყველა ინგრედიენტი, ასევე სოსისი,

მჟავე კიტრი და ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში.

მაიონეზის მომზადება:

გამოიყენეთ ელექტრომიქსერი, ათქვიფეთ ერთად კვერცხის გული, დაუმატეთ მდოგვი, ძმარი, მარილი და

პილპილი, ისე რომ მიიღოთ სქელი სოუსი. ნელ-ნელა დაუმატეთ ზეთი, იოგურტი და კარგად

ათქვეფილი მოასხით სალათს.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

xilis salata ხილის სალათა
Viewing all 2989 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>