Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2989 articles
Browse latest View live

კარტოფილის სალათა

$
0
0

მომზადება:

დაჭერით 500 გრ მოხარშული და აფცქვნილი კარტოფილი. შეურიეთ მარილი, 1ს. კ ძმარი, 2ს.კ ზეთი, პილპილი.

სასალათეზე გადაიტანეთ, მოასხით 3ს.კ  მაიონეზი,მოაყარეთ დაჭრილი კამა,ოხრახუში,მწვანე ხახვი და კარგად აურიეთ.

წაიკითხეთ სხვაც

kombostos salati კომბოსტოს სალათა

ჭინჭარი ზეთით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ ჭინჭარი
  • 4 ს.კ მცენარეული ზეთი
  • 3 თავი ხახვი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ჭინჭრის ღეროებს უხეში ნაწილები მოვაცილოთ, გავრეცხოთ ცივ წყალში, ჩავყაროთ მდუღარეში და ვხარშოთ

5-6 წუთს, როდესაც შეგრილდება, ამოვლესოთ თავისევე წვენში. დავამატოთ ზეთში მოშუშუ;ო ხახვი და

მარილი.

წაიკითხეთ სხვაც

nushis salata ნუშის სალათა

კარტოფილის სალათა მდოგვით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  500 გრ კარტოფილი
  • 1 თავი ხახვი
  • 4 ს.კ მცენარეული ზეთი
  • 2 ს.კ ღვინის ძმარი
  • მდოგვი, პილპილი,ოხრახუში, კამა და მარილი-გემოვნებით

მომზადება:

გავრეცხილი კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, გავფცქვნათ და დავჭრათ პატარ-პატარა ნაჭრებად.

დავუმატოთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ავურიოთ.

გამზადებული სუფრის მდოგვი გავხსნათ ღვინის ძმარსა და მცენარეულ ზეთში, მოვასხათ და ისევ ავურიოთ.

ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში.

წაიკითხეთ სხვაც

mwvane lobio nigvzit მწვანე ლობიო ნიგვზით

ბადრიჯანი საფანელით

$
0
0

მომზადება:

დაჭერით 1 კგ ბადრიჯანი მრგვალად, მოამზადეთ ზესაწვავად. თითოეული ნაჭერი ამოავლეთ საფანელში და

შეწვით ზეთში.

ჩადეთ ერთი ფენა ბადრიჯანი ჭურჭელში, მოაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, და განაგრძეთ ასე,სანამ

ბადრიჯანი არ გათავდება.

კუჭმაჭი ნიგვზით

$
0
0

მომზადება:

მოხარშეთ 1 კგ საქონლის კუჭმაჭი, მოაყარეთ მარილი და გააცივეთ, დაჭერით წვრილად.

აურიეთ ერთმანეთში დანაყილი 100 გრ ნიგოზი, 3 კბილი ნიორი, 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, 1 ც

ბროწეულსი მარცვლები, 1 ჩ.კ ქონდარი, 2 ჩ.კ უცხო სუნელი, თითო ჩ.კ ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, 100 გრ

დაჭრილი  ქინძი, შავი პილპილი, მარილი და ძმარი გემოვნებით. ამ საკმაზით შეაზავეთ  კუჭმაჭი.

წაიკითხეთ სხვაც

bolokis salat a yvelit ბოლოკის სალათა ყველით

ხორცი ბოლოკით

$
0
0

მომზადება:

მოხარშეთ 3 კგ რბილი ხორცი, შეიძლება ენაც. ჩაახარშეთ 3 თავი ხახვი, 5 ფოთოლი დაფნა, 100 გრ ძირიანი

ოხრახუში. გააცივეთ, დაჭერით ასანთის ღეროს ფორმის.

1 კგ ხახვი გაჭერით შუაზე და დაჭერით ალყა-ალყად. მოშუშეთ ზეითუნის ზეთში გავარდისფერებამდე.

შეურიეთ ხორცს. 1.5 კგ ბოლოკი გახეხეთ, გაწურეთ და შეურიეთ ხორცს. ერთმანეთში აურიეთ 6 ჩ.კ ყვითელი

ყვავილი, 6 ჩ.კ უცხო სუნელი, 4 ჩ.კ ხმელი ქინძი, 2 ჩ.კ შავი პილპილი, მარილი და წიწაკა გემოვნებით, შეურიეთ

ხორცს. დაასხით 500 გრ მაიონეზი,აურიეთ სუფრაზე მიიტანეთ ცივად.

წაიკითხეთ სხვაც

brinji_goris_xorcit სალათა ხორცით და ბრინჯით

თეთრი სოკო ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ სოკო
  • 3/4 ჩ.ჭ ნიგოზი
  • 1-2 თავი ხახვი
  • 4-4 ძირი მწვანილი
  • ძმარი,წიწაკა,მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ახალი თეთრი სოკო გავარჩიოთ, გავრეცხოთ ცივ წყალში, მოვაყაროთ მარილი, დავალაგოთ ტაფაზე და შევდგათ

ღუმელში შესაწვავად. როდესაც სოკო შეიწვება, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და მოვათავსოთ შესაფერის ჭურჭელში.

მოვაყაროთ წმინდად დაჭრილი ხახვი,ქინძი, კამა, ოხრახუში და წმინდად დანაყილი ნიგოზი. დავასხათ სოკოს შეწვის

დროს გამოყოფილი წვენი არეული ღვინის ძმარში. დავუმატოთ ცოტა შავი წიწაკა, კარგად ავურიოთ და ზემოდან

მობაყაროთ წმინდად დაჭრილი ოხრახუში და კამა.

წაიკითხეთ სხვაც

chexuri salata ჩეხური სალათა

ბადრიჯნის ხიზილალა

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ ბადრიჯანი
  • 500 გრ პამიდორი
  • 50 გრ ხახვი
  • 100 გრ ზეთი
  • 100 გრ ოხრახუში, ნიახური, კამა
  • მარილი, წიწაკა,ნიორი-გემოვნებით

მომზადება:

წვრილად დაჭრილი ხახვი და მწვანილი მოვხრაკოთ ზეთში. ბადრიჯანი და პამიდორი გავატაროთ ხორცსაკეპ  მანქანაში

და ჩავყაროთ იმ ქვაბში, რომელშიც გვაქვს  მოხრაკული ხახვი და მწვანილი. დავამატოთ ზეთი და კვლავ მოვხრაკოთ.

მარილი,ნიორი და წიწაკა დავამატოთ გემოვნებით.

წაიკითხეთ სხვაც

berdznuli salataaa ბერძნული სალათა

მწვანე ბარდა ხახვით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1ქილა ბარდა
  • 1/3 ჩ.ჭ ზეთი
  • 2-3 თავი ხახვი
  • 4-4 ღერი მწვანილი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

თუშფალანგზე დავყაროთ დაკონსერვებული ბარდა და გადავავლოთ მდუღარე წყალი. როცა დაიწრიტება გადავიტანოთ

შესაფერის ჭურჭელში. მცენარეულ ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ბარდას შევურიოთ, დავამატოთ

დაჭრილი მწვანილი ( ოხრახუში, ნიახური, ქინძი, კამა) და  მარილი.

კომბოსტოს სალათა ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  ნახევარი თავი კომბოსტო
  • 2 ც სტაფილო
  • 100 გრ ბროწეულის მარცვლები
  •  თითო პატარა კონა მწვანილი
  • 1 ც ხახვი
  •  50 გრ ნიგოზი
  • მარილი,ძმარი-გემოვნებით

მომზადება:

წვრილად დაჭრილ კომბოსტოს დაუმატთ გახეხილი სტაფილო, ბროწეულის მარცვლები,

ასევე წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი და კამა. შემდეგ დაამატეთ დანაყილი ნიგოზი,

მარილი, ძმარი და კარგად აურიეთ.

 

წაიკითხეთ სხვაც

ispanaxi ისპანახი ნიგვზით

ჭარხალი ტყემლით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ ჭარხალი
  •  ნახევარი ლიტრი ტყემლის საწებელი
  • თითო კონა მწვანილი

მომზადება:

მოხარშული და კანგაცლილი ჭარხალი დავჭრათ ფირფიტებად და ფენა-ფენად ჩავაწყოთ

მომინანქრებულ ჭურჭელში. თითოეულ ფენას მოვასხათ ტყემლის მზა საწებელი, მოვაყაროთ

წვრილად დაჭრილი ყველანაირი მწვანილი. შემდეგ დავახუროთ თავზე და შევინახოთ.

სასურველია ,სალათა მომზადდეს წინა დღით.

წაიკითხეთ სხვაც

salata charxlit სალათა ჭარხლით

კარტოფილის სალათა ბროწეულის წვენით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ კარტოფილი
  • 1 თავი ხახვი
  • 4-5 ს.კ ბროწეულის წვენი
  • ოხრახუში,კამა,წიწაკა და მარილი-გემოვებით

მომზადება:

გავფცქვნათ კანიანად მოხარშული კარტოფილი და მრგვალ ნაჭრებად დაჭრილი მოვათავსოთ

სასალათეში, მოვაყაროთ დანაყილი წიწაკა, მარილი,რგოლებად დაჭრილი ხახვი და მოვასხათ

ბროწეულის წვენი. ყველაფერი ეს ავურიოთ ერთმანეთში, ზემოდან მოვაყაროთ წვრილად

დაჭრილი ოხრახუში და კამა.

წაიკითხეთ სხვაც

Atmis Muraba ატმის მურაბა

შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო

$
0
0

 მომზადება:

მოხარშეთ ნახევრად მარილიან წყალში ყვავილოვანი კომბოსტო. დააცელკევეთ. ამოავლეთ

საფანელში და შეწვით კარაქში თავღია ტაფაში, საშუალო ცეცხლზე.

წაიკითხეთ სხვაც

salata '' torti სალათა '' ტორტი''

ფლავი ბულგარული წიწაკით

$
0
0

მომზადება:

მოხარშეთ 500 გრ ბრინჯი. 1.5 ჭიქა ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი 2 თავი ხახვი,  5ც ბულგარული

წიწაკა, და შეურიეთ ბრინჯს. დაუმატეთ წიწაკა, შავი პილპილი, მარილი, თითო ჩ.კ უცხო სუნელი და

ყვითელი ყვავილი. დადგით დაბალ ცეცხლზე 20 წთ.

წაიკითხეთ სხვაც

salmonsalad ბრინჯიანი სალათა

კვერცხის სალათა

$
0
0

მომზადება:

მაგრად მოხარშეთ 6 ც კვერცხი, გაფცქვენით, დაჭერით მრგვლად, მოათავსეთ სასალათეზე.

მოაყარეთ მარილი, პილპილი, 50 გრ კარაქში მოშუშული 2 თავი ხახვი, ქინძი და ოხრახუში.

წაიკითხეთ სხვაც

nigvziani lobio ნიგვზიანი ლობიო

ყვავილოვანი კომბოსტო ნიგვზით

$
0
0

მომზადება:

მოხარშეთ 1 კგ ყვავილოვანი კომბოსტო მარილიან წყალში. გადმოიღეთ საწურზე, რომ

გაცივდება გააცლკევეთ. დანაყეთ 80 გრ ნიგოზი,ქინძი, წიწაკა,ნიორი, მარილი,გახსენით

2 ს.კ ძმრში და აურიეთ კომბოსტოს.

წაიკითხეთ სხვაც

qatmis salata brinjit ქათმის სალათა ბრინჯით

კომბოსტო ნიგვზით

$
0
0

მომზადება:

დაჭერით წვრილად 1 კგ კომბოსტო. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში,

ნიახური, დანაყილი 80 გრ ნიგოზი, 3 კბილი ნიორი, წიწაკა, მარილი, ხმელი ქინძი, ყვითელი

ყვავილი, 2ს.კ ძმარი და კარგად აურიეთ.

წაიკითხეთ სხვაც

Garniri Brokolit გარნირი ბროკოლით

შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 5-6 ც ბადრიჯანი
  • 1 ჩ.ჭ ნიგოზი
  • 2 ს.კ ზეთი
  • 3 ძირი ქინძი
  • ძმარი ან ბროწეულის წვენი
  • რეჰანი,ნიორი, ოხრახუში, ხახვი, წიწაკა და  მარილი-გემოვნებით

მომზადება:

გარეცხილი კანიანი ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 15-20 წუთს,

დავწუროთ და დავაწყოთ ერთ ფენად ზეთიან ცხელ ტაფაზე. შევწვათ ორივე მხრიდან, შეწითლებამდე.

ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა და მარილი დავნაყოთ ერთად, დავამატოთ ძმარი ან ბროწეულის წვენი, კარგად

ავურიოთ წყალში. შემწვარი ბადრიჯანი დავაწყოთ ლანგარზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი რეჰანი,

ოხრახუში, ხახვი და ზემოდან დავასხათ წინასწარ გამზადებული საწებელი.

წაიკითხეთ სხვაც

kombostos fxali კომბოსტოს ფხალი

ვინეგრედი

$
0
0

მომზადება:

მოხარშეთ 200 გრ ლობიო, 500 გრ კარტოფილი, 1 ც ჭარხალი და  3 ც სტაფილო.

ბოსტნეული გაფცქვენით და დაჭერით. დაუმატეთ 200 გრ უმი კომბოსტო, 2 ც მჟავე კიტრი, პილპილი.მარილი

წვრილად დაჭრილი კამა, ქინძი,ოხრახუში, 1ს.კ ძმარი და 1 ჭიქა ზეთი.

წაიკითხეთ სხვაც

KOmbosto nigvziT კომბოსტო ნიგვზით

სალათის ფურცლების სალათა

$
0
0

მომზადება:

200 გრ სალათის ფოთლები ფრთხილად გარეცხეთ ცივი წყლით. დადეთ საწურზე. წვრილად დაჭერით

სალათის ფურცლები. 50 გრ მწვანე ხახვი, 50 გრ ქინძი, წიწაკა. 1ს.კ ძმარში გახსენით 2ს.კ არაჟანი, 1ჩ.კ მდოგვი,

მარილი და აურიეთ სალათას. სალათა უნდა მომზადდეს სუფრაზე გატანის წინ.

წაიკითხეთ სხვაც

brinji_goris_xorcit სალათა ხორცით და ბრინჯით
Viewing all 2989 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>