September 26, 2014, 12:09 am
შემადგენლობა:
ცომისთვის:
- 500 გრ წყალი
- 1 ჩ.კ მარილი
- 1 ჩ.კ შაქარი
- 30 გრ საფუარი
- ფქვილი-რამდენსაც შეიზელს
გულსართისთვის:
- 300-400 გრ ლობიო
- 1 თავი ხახვი
- 50 გრ ზეთი
- მარილი,პილპილი,სუნელები-გემოვნებით
მომზადება:
თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და მოვზილოთ ცომი. დავდგათ სითბოში, რომ ამოვიდეს. ცომი სულ ცოტა ორჯერ უნდა ჩაიზილოს. ლობიოს დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. როცა გამზადდება, გადვუწუროთ წყალი, ჩავზილოთ,მოვაყაროთ სუნელები,მარილი,წვრილად დაჭრილი მწვანილები და ზეთში მოხრაკული ხახვი. ამოფუებული ცომი ავყოთ საშუალო გნდებად. გავაბრტყელოთ,შუაში ჩავდოთ ლობიოს გული,მოვუკრათ თავი ხინკალივით,კარგად გავაბრტყელოთ და შევწვათ ორივე მხრიდან.გამზადებულ ლობიანს გადავუსვათ სამარხვო მარგარინი.
↧
September 26, 2014, 12:24 am
შემადგენლობა:
ცომი:
- 700 გრ ფქვილი
- 200 მლ წყალი
- 100 მლ ზეთი
- 20 გრ საფუარი
- 1/2 ჩ.კ მარილი
სხვა მასალა:
- 200 გრ სოსისი
- 100 გრ ტომატი
- 100 გრ გახეხილი ყველი
- 3 ს.კ ზეითუნის ზეთი
- 100 გრ ზეთისხილი
მომზადება:
ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, დავამატოთ თბილ წყალში გახსნილი საფუარი,მარილი,ზეთი დ მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ ტილო, დავდგათ თბილ ადგილას 1.5-2 საათით.როცა ცომი აფუვდება,ხელახლა მოვზილოთ.
ცომი გავაბრტყელოთ,დავდოთ ტაფაზე, წავუსვათ ზეთი, წავუსვათ ტომატი, დავალაგოთ რგოლებად დაჭრილი სოსისი და ზეთისხილი. მოვაყაროთ გახეხილი ყველი,მოვასხუროთ ზეითუნის ზეთი,შევდგათ ცხელ ქურაში და ვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში.
↧
↧
September 26, 2014, 12:31 am
შემადგენლობა:
- 500 გრ ისპანახი
- 4 კბილი ნიორი
- 3-4ც ოხრახუშის ფოთლები
- 4-5 ძირი ქინძი
- მწვანე ხახვი,წიწაკა,ღვინის ძმარი და მარილი-გემოვნებით
მომზადება:
გადარჩეული, გარეცხილი ისპანახი მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, გადავიტანოთ თუშფალანგზე,შევაგრილოთ, გავწუროთ ხელით, დავდოთ ფიცარზე და დავჭრათ. გამზადებული ისპანახი მოვათავსოთ შესაფერის ჭურჭელზე, დავუმატოთ დანაყილი წიწაკა, ნიორი, წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთოლი, მწვანე ხახვი,დავასხათ ღვინის ძმარი და ავურიოთ. ზემოდან მოაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.
↧
September 26, 2014, 12:47 am
შემადგენლობა:
- 4 ჭიქა ფქვილი
- 1 ს.კ გამაფხვიერებელი
- 1/2 ს.კ სოდა
- 1/2 ს.კ მარილი
- 1/3 ჭიქა გამდნარი კარაქი
- 1 1/2 ჭიქა კარაქი და რძე
- კუბიკებად დაჭრილი კარაქი
მომზადება:
ფქვილი,დაჭრილი კარაქი, მარილი,სოდა და გამაფხვიერებელი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. დავუმატოთ რძეში არეული კარაქი და კარგად ავუროთ. მიღებული ცომი დავამუშავთ, გავაბრტყელოთ ,გამოვჭრათ მრგვალი გფორმები, წავუსვათ კარაქი და შევდოთ გამოსაცხობად.
↧
September 26, 2014, 8:29 pm
შემადგენლობა:
- 4 ც კარტოფილი
- 100 გრ ისპანახი
- 1 ც კვერცხი
- 50 გრ ყველი
- 4-5 ღერი მწვანე ხახვი
- 4-5 ღერი ოხრახუში
- საფანელი
- მარილი-გემოვნებით
მომზადება:
კარტოფილი კარგად გავრეცხოთ, მოვხარშოთ კანიანად. როცა მზად იქნება,გავაციოთ,გავფცქვნათ და გავხეხოთ სახეხზე. ისპანახი გავრეცხოთ,მოვხარშოთ. როცა მზად იქნება, გავწუროთ, დავჭრათ წვრილად და შევურიოთ კარტოფილს. გავხეხოთ ყველი, შევათქვიფოთ კვერცხი, დავჭრათ წვრილად მწვანე ხახვი, ოხრახუში, მოვაყაროთ მარილი და შევურიოთ კარტოფილის ნაზავს. მიღებულ მასას მივცეთ კატლეტების ფორმა, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ცხიმში.
↧
↧
September 26, 2014, 8:36 pm
შემადგენლობა:
- 1 ჭიქა შვრიის ფანტელები
- ნახევარი ჭიქა წყალი
- ნახევარი ჭიქა რძე ან არაჟანი
- მწიკვი მარილი
- შაქარი-გემოვნებით
მომზადება;
ჩავყაროთ შვრიის ფანტელები ჯამში, დავასხათ წყალი და დავუმატოთ მარილი. დავდგათ ჯამი ცეცხლზე, ადუღების შემდეგ ცეცხლს დავუწუროთ და 15 წუთით კიდევ ვადუღოთ. თან სულ ვურიოთ, რომ შვრია წყალში კარგად გაიხსნას. დავტოვოთ მიღებული მასა მთელი ღამით. დილით გავაცხელოთ შვრია, დავუმატოთ შაქარი გემოვნებით და, როცა ერთხელ კიდევ წამოდუღდება, დავუმატოთ ადუღებული და გაციებული რძე ან არაჟანი.
↧
September 26, 2014, 8:46 pm
შემადგენლობა:
- 1 ც ქათამი
- 2 ც ბანანი
- 30 გრ კარაქი
მომზადება:
ქათამი გავასუფთავოთ,მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ღუმელში. ბანანები გავარჩიოთ და გავჭრათ მთელ სიგრძეზე შუაში. ტაფაში ჩავაგდოთ კარაქი, გავადნოთ და დაველოდოთ,სანამ აქაფდება. ჩავალაგოთ ბანანები ცხიმში და შევწვათ ნელ ცეცხლზე ორივე მხრიდან. შემწვარი ქათამი დავჭრათ და გარშემო შემოვუწყოთ შემწვარი ბანანები,
↧
September 26, 2014, 8:52 pm
შემადგენლობა:
- 300 გრ კარტოფილი
- 2 ც კვერცხი
- 150 გრ ქათმის ფილე
- 4 ს.კ ფქვილი
მომზადება:
კარტოფილი გავფცქვნათ,გავრეცხოთ,დავჭრათ პატარა კუბიკებად და მოვხარშოთ. როცა მზად იქნება,დავუმატოთ კარაქი და ჩავზილოთ .გაციებულ პიურეს შევურიოთ კვერცხი და ავთვფიოთ. ქათმის ფილე მოვხარშოთ, პატარა ნაჭრებად დავაქუცმაცოთ, დავაყაროთ პიურეს, ნელ-ნელა შევაზილოთ ფქვილი, ცოტა მარილი.ყველაფერი კარგად ავურიოთ,დავასხათ ზეთიან ტაფაზე სუფრის კოვზით და შევწვათ ორივემ მხრიდან.
↧
September 26, 2014, 9:19 pm
შემადგენლობა:
- 2 1/4 ჭიქა ფქვილი
- 1 ს.კ მარილი
- 1ს.კ სოდა
- 1/8 ს.კ დარიჩინი
- 2 ც კვერცხი
- 1 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
- 2 კარაქი
- 3/4 ჭიქა შაქარი
- 3/4 ჭიქა ყავისფერი შაქარი
- 2 ჭიქა შოკოლადის ნაჭრები
მომზადება:
ყავისფერი და ჩვეულებრივი შაქარი,კარაქი ავთქვფიოთ ერთად. დავამატოთ კვერციხ და ვანილის ექსტრაქტი, კარგად ავთქვიფოთ. ბოლოს დავამატოთ ფქვილი,მარილი,სოდა, შოკოლადი და კარგად ავთქვფიოთ. მიღებული მასა კოვზით დავდოთ საცხობ ფირფიტაზე და ვაცხოთ 10-12 წუთის განმავლობაში.
↧
↧
September 19, 2014, 11:11 pm
შემადგენლობა:
- 200 გრ კარტოფილი
- 100 გრ ხახვი
- 30 გრ კარაქი
- 3 ც კიტრი
- 5 გრ ქინძი
- მარილი,პილპილი-გემოვნებით
მომზადება:
კარტოფილი დავჭრათ მრგვლად და შევწვათ, ცალკე მოვხრაკოთ ხახვი. კარტოფილს მოვაყაროთ ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი,მრგვლად დაჭრილი კიტრი და კარგად ამოვურიოთ.
↧
September 20, 2014, 9:06 pm
შემადგენლობა:
- 3-4 თავი ჭარხალი
- 50 გრ ყველი
- 2-3 ც სტაფილო
- 3-4 ღერი მწვანე ხახვი
- 2 ს.კ მაიონეზი
- მარილი-გემოვნებით
მომზადება:
მოვხარშოთ ჭარხალი და სტაფილო, დავჭღათ პატარა კუბიკებად. მწვანე ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვაყაროთ სტაფილოს და ჭარხალს. მოცვასხათ მაიონეზი და შევაზაოთ მარილით.
↧
September 20, 2014, 9:21 pm
შემადგენლობა:
- 1 ც ქათმის გულმკერდი
- 1 კონა სალათის ფოთლები
- 3-4 ღერი კამა
- 3 ს.კ არაჟანი
- მარილი-გემოვნებით
- შავი პილპილი-გემოვნებით
მომზადება:
ქათმის გულმკერდი მოვხარშოთ და გავაციოთ. მოვაშოროთ კანი, ძვლები და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. სალათის ფოთლები გავრეცხოთ კარგად, დავწრიტოთ წყლისგან და დავჭრათ საშუალო ზომებად. კამა დავჭრათ წვრილად, შევურიოთ არაჟანში, მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი, მოვასხათ ქათამსა და სალათის ფოთლებს და კარგად ამოვურიოთ.
↧
September 22, 2014, 1:15 am
შემადგენლობა:
- 500 გრ ისპანახი
- 2 კბილი ნიორი
- 2 ჩ.ჭ მაწონი
- ქინძი,წიწაკა,მარილი-გემოვნებით
მომზადება:
გადარჩეული, გარეცხილი ისპანახი მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, გავწუროთ და დავჭრათ. ქინძი,ნიორი,წიწაკა,მარილი დავნაყოთ,დავამატოთ ათქვეფილი მაწონი, დაჭრილი ისპანახი,კარგად ათქვეფილი მაწონი,დაჭრილი ისპანახი,კარგად გადავურიოთ და გადავიტანოთ შესაფერის ჭურჭელში.
↧
↧
September 23, 2014, 1:15 am
მომზადება:
ერთმანეთში ავურიოთ 3 მაგრად მოხარშული კვერცხი,მ3 საშუალო ზომის მჟავე კიტრი, 2 მოხარშული კარტოფილი, 0.5 კგ მწვანე ბარდა და მოვასხა მაიონეზი და ზეთი, 4 კოვზი არაჟანი, 1 ჩ.კ მდოგვი, 2ს.კ ლიმონის წვენი. სოუსს მარილი მოვაყაროთ გემოვნებით.
↧
September 23, 2014, 1:22 am
მომზადება:
350 გრ სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, შევაზავოთ მარილით და შვი პილპილით,დავუმატოთ 2 ლიმნის წვენი, 1ს.კ ზეთი და მოვათავსოთ შესაფერის ჭურჭელში.
↧
September 23, 2014, 1:36 am
მომზადება:
500 გრ ვაშლი დავჭრათ თხლად, მიქსერით კარგად ავთქვფიოთ 1 ჭიქა ახალი მაწონი ან არაჟანი და 1ს.კ თაფლი. ათქვეფილი მასა მოვასხათ დაჭრილ ვაშლს და ზემოდან მოვაყაროთ 1ს.კ წვრილად დაჭრილი ნიგოზი.
↧
September 25, 2014, 2:30 am
შემადგენლობა:
- 2-3 ც ქათმის ფილე
- 2 კონა სალათის ფოთოლი
- 2 ნაჭერი თეთრი პური
- 3-4 კბილი ნიორი
- 1 ც ლიმონი
- 1 სავსე ჩ.კ გამშრალი რეჰანი
- 3 ც კვერცხი
- 150 გ გახეხილი ყვლი პარმეზანი
- 2-3 ს.კ ზეითუნის ზეთი
- ცოტა ზეთი კრუტონების მოსამზადებლად
- მარილი
მომზადება:
ქათმის ხორცი მოხარშეთ და თხელ ნაჭღებად დაჭერით. პური დაჭერით ლუკმებად.აურიეთ დაჭყლეტილი ნიორი, რეჰანი და შებრაწეთ ზეთში.
სალათის ფოთლები ხელით დააქუცმაცეთ. კვერცხი 1-2 წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში,შემდეგ კი ზეითუნის ზეთთან ერთად ბლენდერში ათქვიფეთ.ლაგარს ან სასალათეს წაუსვით ზეთი, გაჭრილი ლიმონი და ზედ მოათავსეთ სალათის ფოთლები, ქათმის ხორცი, გახეხილი ყველი და მომზადებული კრუტონები.ფენებს შიგადაშიგ მოაყარეთ გახეხილი ყველი,ზემოდან მოასხით მომზადებული სოუსი.
სალათა სასურველია მომზადდეს სუფრაზე მიტანის წინ.
↧
↧
September 28, 2014, 10:33 pm
შემადგენლობა:
- 500 გრ პრასი
- 1 ჩ.ჭ ნიგოზი
- 1/2 ჩ.კ ქინძის თესლი
- 1 ჩ.კ იმერული ზაფრანა
- 1/2 ჩ.კ ხმელი სუნელი
- ღვინის ძმარი ან ბროწეულის წვენი
- წიწაკა და მარილი-გემოვნებით
მომზადება:
პრასი მოვხარშოთ და შემდეგ გავწუროთ. გაწურული პასო მოპვათავსოთ ხის ფიცარზე და დავჭრათ წვრილად. ნიგოზი, წიწაკა და მარილი კარგად დავნაყოთ, შემდეგ დავუმატოთ დანაყილი იმერული ზაფრანა, ქინძის თესლი, ხმელი სუნელი, ავურიოთ და გავხსნათ ღვინის ძმრით ან ბროწეულის წვენით. მიღებულ მასაში ავურიოთ გამდაზებული პრასი, მოვათავსოთ თეფშზე ან ლანგარზე და ზემოდან მოვაყაროთ ბროწეულის მარცვალი ან წვრილად დაჭრილი ქინძი.
↧
September 28, 2014, 10:37 pm
შემადგენლობა:
- 2 ჭიქა ლობიო
- 12-15 ც ნიგოზი
- 40 გრ პირო
- 3 კბილი ნიორი
- ნახევარ ჭიქა ზეთი
- 1 ს.კ ღვინის ძმარი
- მარილი,პილპილი-გემოვნებით
- ოხრახუში, ქინძი
მომზადება:
ლობიო მოვხარშოთ 2 პირ წყალში, გადავწუროთ და მოვასხათ ნიგვზის სოუსი, რომელის ასე მზადდება: ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში,. პური წინასწარ ჩავალბოთ წყალში, გავწუროთ, დავფშვნათ,შევურიოთ ნიგოზს და ერთმანეთში კარგად ავურიოთ. ნელ-ნელა შევურიოთ ზეთი, როცა მიღებული მასა არაჟნის სისქის იქნება, მოვასხათ ძმარი და შევაზავოთ მარილით.
↧
September 30, 2014, 8:11 pm
შემადგენლობა:
- კომპოტიადან ამოღებული სამი სახის ხილი( ატამი, ქლიავი, ალუბალი,მსხალი,კომში,ბალი, და ა.შ)
- 50 გრ ქიშმიში
- 50 გრ კონიაკი
- 50 გე ნიგოზი
მომზადება:
ხილი გავფცქვნათ,გამოვაცალოთ კურკა და დავჭღათ კუბიკებად. ქიშმიშს დავასხათ მდუღარე წყალი და წყალში ვამყოფოთ გაფუებამდე. ნიგოზი დავჭრათ წვრილად. ერთმანეთში არეული მასალა ჩავდოთ სასალათეში და მოვასხათ კონიაკი.
↧