შემადგენლობა:
- 3 ც კიტრი
- 1 პატარა კონა პიტნა
- 1 კონა ქინძი
- რამდენიმე ღერი კამა
- 1 ცალი მწვანე წიწაკა
- 3-4 კბილი ნიორი
- 1/4 ჭიქა ზეთი
- მარილი, ძმარი-გემოვნებით
მომზადება:
კიტრი გარეცხეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად, რამდენიმე ნაჭერი მოიტოვეთ მოსართავად. ქინძი, პიტნა და კამა გარეცხეთ და მწვანილი გააშრეთ. დაჭერით, დაუმატეთ გარჩეული ნიორი, მარილი და წიწაკა. მწვანილი და სანელებლები მოათავსეთ ბლენდერში, დაასხით ზეთი და ათქვიფეთ, დაუმატეთ ძმარიც. შეგიძლიათ ჩვეულებრივი ძმარი ბალზამიკოთი ან ვაშლის ძმრით შეცვალოთ. კიტრს მოასხით გათქვეფილი საკმაზი და მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან.
სურვილის შემთხვევაში ამ სალათას შეგიძლიათ დაუმატოთ ახალი კომბოსტო ან სალათის ფოთლები.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
სალათი ” ცეზარი” |