შემადგენლობა:
- კიტრი 4ც.
- ნიორი 2 კბილი
- ხმელი პიტნა 1 ჩ/კ.
- ძმარი 1 ჩ/კ.
- ზეთი 2 ჩ/კ.
- მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კიტრი გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. ნიორი დავნაყოთ, დავამატოთ მარილი, ძმარი, ზეთი კარგად ავურიოთ და მოვასხათ დაჭრილ კიტრს, შემდეგ მოვაყაროთ პიტნა, ავურიოთ, გავაჩეროთ 5–10 წუთი და მივირთვათ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
კომბოსტოს ფხალი |