Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2989 articles
Browse latest View live

ქათმის სალათა

$
0
0

მომზადება:

მარილწყალში მოხარშულ 200-300 გრამ  ქათმის ხორცს კანი გავაცალოთ დავჭრათ ზოლებად და სუფრაზე მიტანის წინ  შევაზავოთ ნივრითა და მარილით შენელებული არაჟნით. ცოტაოდენი არაჟანი მოვიტოვოთ.

სალათა მოვათავსოთ შესაფერის ჭურჭელში და ზემოდან მოვასხათ მოტოვებული არაჟანი. გვახსოვდეს,სალათა მშრალი არ უნდა იყოს.

წაიკითხეთ სხვაც

moldovuri salata მოლდავური სალათა

სალათა ხორცით და ბრინჯით

$
0
0

მომზადება:

300 გრ ბრინჯი მოვხარშოთ  მარილიან წყალში . 10-12 კბილი ნიორი დავჭრათ წვრილად და მოვხარშოთ ზეთში 250 გრამ წვრილად დაჭრილ საქონლის ხორცთან ერთად. ხორცი რომ დარბილდება ,მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი  და  წვრილად დაჭრილი ოხრახიში და ასევე დაჭრილი წითელი ბულგარული. ამ მასალს შევურიოთ მოხრშული ბრინჯი. ეს სალათა სუფრაზე თბილი უნდა მივიტანოთ. სუფრაზე მიტანის წინ მოვასხუროთ ლიმონის წვენი.

წაიკითხეთ სხვაც

vashlissalaata ვაშლის სალათა

პარიზული სადესერტო სალათა

$
0
0

მომზადება:

150 გრამი ყველი( ჰოლანდირუ,შვეიცარული) და გათლილი 3 ც ვაშლი დავჭრათ წვრილად.

დავამატოთ  1 მუჭა წვრიილად დაჭრილი ნუში და მასა შევაზავოთ ნახევარ იქილა მაიონეზით.

მაიონეზს წინასწარ შევურიოთ ლიმონის წვენი და მარილი.

წაიკითხეთ სხვაც

flavi simidnit ფლავი სიმინდით

სალათა მწვანე პამიდვრით

$
0
0

მომზადება:

300 გრ წითე;ო ბულგარლი პილპილი დავჭრათ , 300 გრ მწვანე პამიდორი-წვრილ- წვრილ ნაჭრებად, 100 გრ სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, 100 გრ ხახვი დავჭრათ წვრილად. ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში და მოვასხათ ძმრით, მარილით და შავი პილპილით შეხავებული ზეთი ( 2 წილი ზეთი, 1 წილი ძმარი ) .

კვერცხის სალათა

$
0
0

მომზადება:

მოხარშული კვერცხი დავჭრათ მომსხ ნაჭრებად. ერთმანეთს შევურიოთ 1 ს.კ მაიონეზიმ 5 ს.კ არაჟანი ან მაწონი, გემოვნებით შევაზავოთ მარილით და შვი პილპილით. მოვასხათ შესაფერის ჭურჭელში ჩაწყობილ კვერცხს და მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ოხრახუში.

შემწვარი ბადრიჯანი მაიონეზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ბადრიჯანი
  • 200 გრ მაიონეზი
  • 2 ც საშუალო ზომის ხახვი
  • 100 გრ ქინძი
  • 4 კბილი ნორი
  • მარილი და შავი წიწაკა-გემოვნებით

მომზადება:

ბადრიჯანი შევწვათ მრგვლად ზეთში, მოვთუშოთ ხახვი, გავაგრილოთ. შემდეგ მაიონეზში ჩავაწყოთ შემწვარი ბადრიჯანი და დავუმატოთ მოთუშული ხახვი, ქინძი, ნიორი, მარილი, წიწაკა და ავურიოთ. შემდეგ კი მივირთვათ ცივი.

წაიკითხეთ სხვაც

charxali tyemalshi ჭარხალი ტყემალში

ჩეხური სალათა

$
0
0

მომზადება:

ნახევარი კილოგრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ბულგარული წიწაკა, 1 პატარა კიტრი, 2 თავი ხახვი,2-3 პამიდორი, 5 მოხარსული კვერცხი დავჭრათ. ავურიოთ ერთმანეთში  100 გრ ზეთი, ლიმონის წვენ, შავი პილპილი, მფოგვი, მარილი, ძმარი და შევაზავოთ დაჭრილ პროდუქტებთან. შემდეგ მოვათავსოთ სასალათეში და მოვრთოთ ოხრაუშის ფოთლებით.

წაიკითხეთ სხვაც

ispanaxi mawvnit ისპანახი მაწვნით

ქამა სოკოს სალათა

$
0
0

მომზადება:

250 გ ქამა სოკო დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ მდუღარე წყალში და ვხარშოთ 10-15 წუთი, მერე გადმოვდგათ ცხრილზე. როცა დაწყდება და გაცივდება , გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში, დავუმატოთ 2 გათლილი წვრლად დაჭრილი ვაშლი, 2 ც წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი, 2 ც მაგრად მოხარშული კვერცხი, 15 ლ;ებანი წვრილად დაჭრილი ნიგოზი და 3/4 ჭიქა მაიონეზი. მარილი და შავი პილპილი დავუმატოთ გემოვენბით.

წაიკითხეთ სხვაც

salata frangulad სალათა ფრანგულად

კვერცხის სალათა

$
0
0

მომზადება:

5 ც მოხარშული კვერცხიდან მოვიტოვოთ 1 გული, დანარჩენი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად და მივუმატოთ 150 გ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, 1 კვერცხის გული გავქნათ 1 ჭიქა მდოგვთან, 1 ს.კ ძმარსა და 1ს.კ ზეთთან ერთად.

მოვასხათ გამზადებულ მასას.

წაიკითხეთ სხვაც

mwvane lobio nigvzit მწვანე ლობიო ნიგვზით

ბოსტნეულის სალათა მაწვნით

$
0
0

მომზადება:

500 გ მოხარშული, დაჭრილი კაროტიფლი, სამი-ოთხი მოხარშული დაჭრილი კვერცხი, 200 გ ბოლოკი,100 კამა და ქინძი,

1 ც კიტრი და 100 გ დაკეპილი ოხრახუში მოვათავსოთ თასზე, დავასხათ ზედ ერთი ქილა მაწონი,

ავურიოთ და ვუყოთ მარილი გემოვნებით.

 

წაიკითხეთ სხვაც

lobios salataa ლობიოს სალათა

პრაღული სალათა

$
0
0

მომზადება:

150 გ შემწვარი ხბოს ხორცი, 150 გ შემწვარი ღორის ხორცი, 150 გ კიტრის მწნილი, 100 გ ხახვი, 100 გ ვაშლი დაჭერით წვრილად,

მოაყარეთ შავი პილპილი, მოასხით 1 ქილა მაიონეზი და 2ს.კ ლიმნის წვენი ძმრით და კარგად აურიეთ.

წაიკითხეთ სხვაც

nigvzis sawebeli ნიგვზის საწებელი

ქამა სოკოს სალათა

$
0
0

მომზადება:

250 გ ქამა სოკო დავჭრთ წვრილად, ჩავყაროთ მდუღარე წყალში და ვხარშოთ 10-15 წუთი, მერე გადმოვყაროთ ცხრილზე.

როცა დაწდება და გაცივდება, გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში, დავუმატოთ 2 გათლილი,წვრილად დაჭრილი ვაშლი,

2 ც წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი, 2 ც მაგრად მოხარშული კვერცხი, 15 ლებანი წვრილად დაჭრილი ნიგოზი და

3/4 ჭიქა მაიონეზი. მარილი და შავი პილპილი ვუყოთ გემოვნებით.

სტაფილოს სალათა

$
0
0

 მომზადება:, 

350 გ სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე, შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით, დაუმატეთ 2 ლიმონის წვენი,

1 ს.კ ზეთი და მოათავსეთ შესაფერის ჭურჭელში.

კიბორჩხალას სალათა

$
0
0

მომზადება:

1 ქილა დაკონსერვებული კობორჩხალა გადმოვიღოთ თუშფალანგზე, გადავავლოთ ცივი წყალი, როცა დაიწრიტება, დავჭრათ წვრილად. შევურიოთ 1 ც წვრილად დაჭრილი მჟავე  ვაშლი. კარგად ავთქვფიოთ 175 გ არაჟანი, 125 გ მაიონეზი, 2 ჩ,.კ პამიდვრის პასტა, ნახევარი ლიმონის წვენი, 1.5 ს.კ კონიაკი, შავი და წითელი პილპილი, ერთი მწიკვი შაქარი, დავასხათ მომზადებულ მასალას, კარგად ავურიოთ, ჩავდოთ შესაფერის ჭურჭელში და მოვრთოთ თხლად დაჭრილი ლიმონით.

წაიკითხეთ სხვაც

moxarshuli zutxi მოხარშული ზუთხი

ქაშაყის სალათა

$
0
0

მომზადება:

2 ქილა საკონსერვებული ქაშაყი დაჭერით წვრილად, მიუმატეთ 800 გ  დაჭრილი მოხარშული კარტოფილი, 800 გ მოხარშული წითელი ჭარხალი, 2 ც მჟავე ვაშლი, 4-5 ც მჟავე კიტრი, 3 მოხარშული კვერცხი და 1 თავი ხახვი.

ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ 4 ს.კ ძმარი, 1 ჩ.კ მდოგვი, 2ს.კ ზეთი, 2 ს.კ არაჟანი, 1ს.კ იმონის წვენი ( ოხრახუში, შავი პილპილი და მარილი უყავით გემოვენბით) და ეს სოუსი შეურიეთ გამზადებულ მასალას.

წაიკითხეთ სხვაც

tevzis chashushuli თევზის ჩაშუშული

ორაგულის სალათა

$
0
0

მომზადება:

ერთმანეთში კარგად ავურიოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ერთი ქილა დაკონსერვებული ორაგული,

2 ც მოხარშული კვერცხი, 1 ჩ.ჭ ფანტია ბრინჯი, 1 კონა მწვანე ხახვი, გემოვნებით ვუყოთ მარილი და შავი პილპილი.

დავუმატოთ 1 ქილა არაჟანი ან მაიონეზი.

წაიკითხეთ სხვაც

oragulis pashteti ორაგულის პაშტეტი

შემწვარი ქათმის სალათა

$
0
0

მომზადება:

შემწვარი კკანგაცლილი ქათმიი ხორცი დავჭრათ წვრილად, დავუმატოთ 3 ც მოხარსული კვერცხის ცილა,

2 საშუალო ზომის გათლილი ვაშლი და შევაზავოთ 1 ქილა მაიონეზით,რომელშიც წინასწარ

იქნება შერეული გაქნილი კვერცხის გული.

წაიკითხეთ სხვაც

yavis liqiori ყავის ლიქიორი

ტკბილი წიწაკის სალათა

$
0
0

მომზადება:

ბულგარულ წიწაკას გამოაცალეთ გული და აჭერით წვრილ-წვრილ ზოლებად,

დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეურიეთ დაკეპილი მოწალული ყვავილოვანი კომბოსტო,

წვრილად დაჭრილი კიტრი, რგოლებად დაჭღილი პამიდორი, მოხარშული ბრინჯი,

დაჭრილი მწვანე ან თავი ხახვი, მარილი გემოვნებით, მწვანილი, დაუმატეთ ცოტაოდენი მდოგვი

და შეაზავეთ მაიონეზით.

 

წაიკითხეთ სხვაც

kombostossalatafeatured-460x345 სალათა '' ბოცვერი ''

მოშუშული ჭარხალი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ ჭარხალი
  • 2-3 თავი ხახვი
  • 3-4 ს.კ ზეთი
  • ძმარი-გემოვნებით
  • მარილი,შაქარი-გემოვნებით

მომზადება:

ჭარხალი გავფცქვნათ, გავხეხოთ სახეხზე და მოვშუშოთ ზეთთან ერთად. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კიდევ ვშუშოთ. დავუმატოთ მარილი,შაქარი,ძმარი და დავტოვოთ ცეცხლზე ჭარხლის სრულ მოხარშვამდე.

ბოლოს დავამატოთ დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები.

წაიკითხეთ სხვაც

tkbili wiwaka nigvzit ტკბილი წიწაკა ნიგვზით

მწვანე ლობიო ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  400 გრ მწვანე ლობიო
  • 800 გრ ჭარხლის ფოთლები
  • 200 გრ ხახვი
  • 2 ც კვერცხი
  • 40 გრ ზეთი
  • 5-6 ღერი ქინძი, ოხრახუში,
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

მწვანე ლობიო და ჭარხლის ფოთლები მოვხარშოთ ცალ-ცალკე. ჭარხლის ფოთლები დავჭრათ წვრილად.

ხახვი მოვხრაკოთ ზეთში, დავუმატოთ მწვანილები, მარილი და ჩავამატოთ მწვანე ლობიოს.

ყველაფერი ერთად ვშუშოთ ნელ ცცხლზე 10 წუთ. მიღებული მასა გადავიტანოთ ფორმაში, მოვასხათ

ზემოდან ათქვეფილი კვერცხი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.

 

 

Viewing all 2989 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>