შემადგენლობა:
- ქათამი
- 5 ც კვერცხი
- 300-400 გრ ახალი სალათა
- 1 კონა ახალი ხახვი
- 1.5 ჩ.ჭ ნიგოზი
- 2 ც ბროწეული
- მწვანილი, პილპილი,მარილი,ძმარი-გემოვნებით
მომზადება:
შემწვარი ქათმის რბილი ხორცი დავჭრათ წვრილ და თხელ ნაჭრებად.დავუმატოთ თხლად დაჭრილი მოხარშული კვერცხი,დაკეპილი ახალ ისალათა, ბროწეულის მარცხვლები, მარილი,პილპილი,წმინდად დაჭრილი მწვანე ხახვი,ახალი კამა,სუსტ ღვინის ძმარში გახსნილი,დანაყილი ნიგოზი და დაკეპილი ხახვი. მომზადებული ნიგვზის საწებლით შევაზაოთ ქათმის ხორცი,ავურიოთ კარგად ერტმანეთში. როდესაც მზად იქნება,მოვათავსოთ ლანგარზე, მოვაყაროთ დაკეპილი ახალი ტარხუნა და ბროწეულის მარცვლები.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ბადრიჯნის საცივი |