მასალა:
- 1ცალი სტაფილო
- 200გრ მწვანე ლობიო
- 1-2 ცალი კარტოფილი
- 200 გრ ყვავილოვანი კომბოსტო
- 1ცალი ბულგარული წიწაკა
- 1 თავი ხახვი
- 200 გრ მწვანე ბარდა
- 1 კუბიკი ბოსტნეულის მშრალი ბულიონი
- მარილი, მწვანილი, ნიორი,ზეთი, არაჟანი (გემოვნებით)
მომზადება:
ქვაბში ჩაასხით ზეთი, ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო – რგოლებად, ბულგარული წიწაკა სიგრძეზე და ყველაფერი კარგად მოშუშეთ. შემდეგ დაუმატეთ ბულიონის მწვანე კუბიკი, დაასხით მდუღარე წყალი და 10 წუთი ადუღეთ, დაუმატეთ კარტოფილი, როცა კარტოფილი მოიხარშება , სუპს ყვავილოვანი კომპოსტო და ბარდა ჩაუმატეთ და ცეცხლზე კიდევ 10 წუთი გააჩერეთ. ბოლოს მწვანილი, მარილი და ნიორი ჩაუმატეთ.
სუპი გადაანაწილეთ თეფშებში და გემოვნებით დაუმატეთ არაჟანი.
მიირთვით გემრიელად !
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
მწვანე სალათა |