შემადგენლობა:
- 200 გრ შავი შოკოლადი
- 2 ს.კ კარაქი
- 2 ს.კ რომი
- 3 ც კვერცხი
- 1 ს.კ შაქარი
მომზადება:
შოკოლადი დავამტვრიოთ, კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ. შოკოლადი გავადნოთ. როცა შეგრილდება,
შევურიოთ კარაქი. კარგად ავურიოთ. დავამატოთ რომი და კვერცხის გულები. კვერცხის ცილა კარგად
გავთქვიფოთ. როდესავ ფაფუკ მასას მივიღებთ, შევურიოთ შაქარი. უნდა მივიღოთ მყარი მასა. გათქვეფილი
ცილა ფრთხილად შევურიოთ შოკოლადიან მასას და კარგად ავურიოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ
ფორმებში და შევდოთ მაცივარში 4-5 საათი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
კარტოფილის სალათი |