შემადგენლობა:
- 600 გრ ქათმის ხორცი
- 60 გრ ზეთი
- 1 თავი ხახვი
- 1-2 ც სტაფილო
- 300 გრ ბრინჯი
- ნახევარი ლიტრა ქათმის ბულიონი
- მარილი,პილპილი,დაფქვილი მუსკატის კაკალი-გემოვნებით
მომზადება:
ქათამი მოვხარშოთ და ბულიონი გავწუროთ დოლბანდში. დავძენძოთ ქატმის ხორცი და მოვხრაკოთ ცხიმში.
ქვაბში ფენა-ფენა ჩავაწყოთ გარეცხილი ბრინჯი, წვრილად დაჭრილი ხახვი, გახეხილი სტაფილო,მოვაყაროთ
მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი,დავასხათ ბულიონი,თავდახურული დავდგათ ნელ ცეცხლზე
და დავტოვოთ ბრინჯის მოხარშვამდე.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ქათმის სალათა ბრინჯით |