შემადგენლობა:
- 3 თავი ხახვი
- 200 გ შებოლილი ღორის ხორცი
- 3ს.კ ერბო
- 2.5 კგ კანიანად მოხარშული კარტოფილი
- 300 გ ჰოლანდიური ყველი
- მარილი,,პილპილი
- 200 გ ცხიმიანი ხაჭოსებრი ნაზი ყველი
- 3 კვერცხი
მომზადება:
1. გაფცქვენით ხახვი და დაჭერით წვრილად. ღორის ხორციც დაჭერით წვრილად და შეწვით 2 ს.კ ერბოში, სანამ ხრაშუნა არ გახდება. მოაყარეთ ხახვი და ცოტა ხანში გადმოდგით ცეცხლიდან.
2. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.გაფცქვენით კარტოფილი და ყველთან ერთად გახეხეთ მსხვილად. ნელ-ნელა შეურიეთ მარილი, პილპილი ,ხაჭოსებრი ყველი, კვერცხი და ხახვიანი ხორცი.
3. საცხობ ფირფიტაზე წასუვით დარჩენილი ერბო და ზედ გაანაწილეთ კარტოფილიანი მასა. აცხვეთ 35-40 წთ. სანამ არ შეყავისფერდება. კარტოფილის ნამცხვარს ძალიან უხდება სალათის ფურცლები.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
კართოფილის რვიანი |