Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

სალათა ”ცეზარი”

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2-3 ც ქათმის ფილე
  • 2 კონა სალათის ფოთოლი
  • 2 ნაჭერი თეთრი პური
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 1 ც ლიმონი
  • 1 სავსე ჩ.კ გამშრალი რეჰანი
  • 3 ც კვერცხი
  • 150 გ  გახეხილი ყვლი პარმეზანი
  • 2-3 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • ცოტა ზეთი კრუტონების მოსამზადებლად
  • მარილი

მომზადება:

ქათმის ხორცი მოხარშეთ და თხელ ნაჭღებად დაჭერით. პური დაჭერით ლუკმებად.აურიეთ დაჭყლეტილი  ნიორი, რეჰანი და შებრაწეთ ზეთში.

სალათის ფოთლები ხელით დააქუცმაცეთ. კვერცხი 1-2 წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში,შემდეგ კი ზეითუნის ზეთთან ერთად ბლენდერში ათქვიფეთ.ლაგარს ან სასალათეს წაუსვით ზეთი, გაჭრილი ლიმონი და ზედ მოათავსეთ სალათის ფოთლები, ქათმის ხორცი, გახეხილი ყველი და მომზადებული კრუტონები.ფენებს შიგადაშიგ  მოაყარეთ გახეხილი ყველი,ზემოდან მოასხით მომზადებული სოუსი.

სალათა სასურველია მომზადდეს სუფრაზე მიტანის წინ.

წაიკითხეთ სხვაც

maionezi ... მაიონეზი

Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

Trending Articles