შემადგენლობა:
ცომი:
- 700 გრ ფქვილი
- 200 მლ წყალი
- 100 მლ ზეთი
- 20 გრ საფუარი
- 1/2 ჩ.კ მარილი
სხვა მასალა:
- 200 გრ სოსისი
- 100 გრ ტომატი
- 100 გრ გახეხილი ყველი
- 3 ს.კ ზეითუნის ზეთი
- 100 გრ ზეთისხილი
მომზადება:
ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, დავამატოთ თბილ წყალში გახსნილი საფუარი,მარილი,ზეთი დ მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ ტილო, დავდგათ თბილ ადგილას 1.5-2 საათით.როცა ცომი აფუვდება,ხელახლა მოვზილოთ.
ცომი გავაბრტყელოთ,დავდოთ ტაფაზე, წავუსვათ ზეთი, წავუსვათ ტომატი, დავალაგოთ რგოლებად დაჭრილი სოსისი და ზეთისხილი. მოვაყაროთ გახეხილი ყველი,მოვასხუროთ ზეითუნის ზეთი,შევდგათ ცხელ ქურაში და ვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ხენდროს ნამცხვარი |