Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

ბადრიჯანი ბრინჯის გულსართით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ბადრიჯანი
  • 100-150 გრ ბრინჯი
  • 2 ც წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1 კონა ქინძი
  • 100 გრ მაიონეზი
  • წიწაკა,მარილი

 

მომზადება:

ბადრიჯანი დაჭერით სიგრძეზე, საშუალო სისქის ნაჭრებად, მოააყრეთ მარილი, მოათავსეთ საწურზე და გააჩერეთ 1-2 საათი. ვიდრე მარილმოყრილი ბადრიჯანი იწურება, მოხარშეთ ბრინჯი( მდუღარე მარილიან წყალში ჩაყარეთ ბრინჯი, მოარშეთ,  გადააველეთ ცივი წყალი და აწურეთ საწურზე). დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ბულგარული წიწაკა, დაფქული ცხარე წიწაკა, მაიონეზი და მოურიეთ. ბადრიჯანი შეწვით ზეთში ორივე მხრიდან, დაალაგეთ გაშლილ ჭურჭელზე, გააციეთ. ბადრიჯნის თითოეულ ნაჭერზე მოათავსეთ 1ს.კ ბრინჯის გულსართი და გადაკეცეთ.

ბადრიჯანი ბრინჯის გულსართით

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

მაკარონის სალათი კრაბით

Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

Trending Articles