შემადგენლობა:
- 500 გრ ეკალა
- 1 ჩ.ჭ ტყემალი
- 4-5 ღერი ქინძი
- 8-10 ღერი კამა
- 5 ღერი ომბალო
- 2-3 კბილი ნიორი
- წიწაკა,მარილი-გემოვნებით
მომზადება:
ეკალა გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ და მოვხარშოთ. მოხარშული ეკალა ამოვიღოთ ქვაბიდან,მოვათავსოთ ცივწყლიან ჭურჭელში( წყალი ეკალას უნდა ფარავდეს) და გავაჩეროთ შიგ 40-60 წუთი. შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან და კარგად გავწუროთ.
ტყემალი მოვხარშოთ, გადავიტანოთ საწურზე წვენიდან და გავხეხოთ. შემდეგ ავურიოთ შიგ დანაყილი ქინძი, კამა,ომბალო,ნიორი,წიწაკა,მარილი,შევურიოთ გაწურულ ეკალას, გადავიტანოთ ლანგარზე,ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და ისე მივიტანოთ სუფრაზე.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
კიტრის და პომიდვრის სალათი ზეთისხილით |