შემადგენლობა:
- 1 კგ კარტოფილი
- 2 თავი ხახვი
- 2 ჩ.ჭ ნიგოზი
- 3 კბილი ნიორი
- ძმარი, მწვანილი, წიწაკა, მარილი-გემოვნებით
მომზადება:
კარტოფილი მოვხარშოთ, გავფცქვნათ, დავჭრათ სიგრძეზე ან ოთკუთხედ ნაჭრებად და მოვათავსოთ ღრმა ჭურჭელში.
დავნაყოთ წმინდად ნიგოზი, ნიორი, მარილი, წიწაკა,ზაფრანა, გავხსნათ ძმარში, ავურიოთ შიგ დაჭრილი ხახვი, კამა,ქინძი, ოხრახუში. ეს მასალა გადავასხათ მოხარშულ კარტოფილს, ფრთხილად ავუროთ, ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში, კამა და სუფრაზე ისე მივიტანოთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
სალათი ”ცეზარი'' |