შემადგენლობა:
- 1,5 ჭიქა ბრინჯი
1 თავი ხახვი
პატარა თავი ბროკოლი
1 წითელი,1 მწვანე ბულგარული
1 სტაფილო
1 შეკვრა კრაბის ჩხირი
1 პატარა ქილა სიმინდი
პილპილი,მარილი
მომზადება:
მოვხარშოთ გრძელი ბრინჯი(წყალში ცოტა მარილი და ზეთი დავუმატოთ)და ცივ წყალში გავავლოთ საწურზე,ცალკე პატარებად დანაწევრებული ბროკოლი გავაჩეროთ 5 წუთი მდუღარე წყალში.
1 თავი ხახვი მოვშუშოთ ზეთში ოდნავ,დავუმატოთ გაწურული ბროკოლი და დავბრაწოთ+წითელი და მწვანე დაჭრილი ბულგარული+წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო+კრაბის ჩხირები სასურველ ზომაზე დაჭრილი+სიმინდი და ვშუშოთ 3-4 წუთი,ბოლოს დავაყაროთ ბრინჯი,მარილი და პილპილი გემოვნებით.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
სალათა ორცხობილათი |