Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

მწვანე პომიდვრის სალათი ქილებში

$
0
0

შემადგენლობა:

  • 5 კგმწვანე პომიდორი
  • 1 კგ ხახვი
  • 200 გრ ცხარე წითელი წიწაკა
  • 200 გრ ნიორი
  • 1/2 ლ ზეთი
  • 1.5 მლ ძმარი
  • 3 კონა ქინძი
  • 2 კონა ნიახური
  • 1/4 ჩ.ჭ ხმელი ქინძი ( დაფქული)
  • 1/2 ჩ.ჭ უცხო სუნელი
  • 1/2 ჩ.ჭ ზაფრანა

მომზადება:

გარეცხილი პომიდორი დაჭერით წვრილად,დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1/2 საათი. მოათავსეთ საწურზე. დაწურული პომიდორი გადაიტანეთ ფართოპირიან ჭურჭელში. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ მწვანილი, ნიორი, წიწაკა.

ხახვი დაჭერით თხელ რგოლებად. ზეთი და ძმარი ერთად წამოადუღეთ. პომიდორს მოაყარეთ გატარებული მწვანილი,

დაჭრილი ხახვი, სუნელები, მოასხით ზეთისა და ძმრის ნაზავი, მარილი გემოვნებით და კარგად აურიეთ.

გააჩერეთ სამი  დღე, ხშირად ურიეთ ხის კოვზით. შემდეგ მოათავსეთ ქილებში, დაახურეთ პოლიეთილენის ხუფები.

მწვანე პომიდვრის სალათი ქილებში

3.4 (68%) 5 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

კარტოფილის სალათი

Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

Trending Articles