Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

წითელი ბულგარული წიწაკა ნიგვზის გულსართით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ წითელი ბულგარული წიწაკა
  • 100-150 გრ ნიგოზი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 კონა ქინძი
  • 2-3 ღერო ნიახური
  • 1ს.კ ძმარი ან 3 ს.კ ბროწეულის წვენი
  • 1ჩ.კ უცხო სუენლი
  • მარილი
  • წითელი დაფქული წიწაკა

მომზადება:

ყურმოჭრილი და თესლგამოცლილი წიწაკა შეწვით ორივე მხრიდან ზეთში,თავღია ტაფაზე, ცეცხლზე დიდხანს არ გააჩეროთ, რომ წიწაკამ სიმკვრივე  შეინარჩუნოს. შემწვარი წიწაკა ერთმანეთზე არ დაალაგოთ.

გულსართი:

ხორსაკეპ მანქანაში გაატარეთ ნიგოზი და ნიორი. ქინძი და ნიახური წვრილად დჭერით. გატარებულ ნიგოზს დაამატეთ ნიორი, მწვანილი,უცხო სუნელი,მარილი,წიწაკა,ძმარი,დაასხით მცირე ულუფებით მდუღარე წყალი და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ საშუალო სისქის ნაზავი.

თითოეულ წიწაკას ყუნწის მხრიდან ჩაუდეთ 1 კოვზი ნიგვზის ნაზავი, გააბრტეყელეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ წიწაკის მარინადი. ამ შემთხვევაში ნიგვზის ნაზავს არ დასჭირდება ნიახური და ძმარი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

თეთრი სოკო ნიგვზით

Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>