შემადგენლობა:
- 3-4 ც ბადრიჯანი
- 1 თავი ხახვი
- 1 კონა ქინძი
- მარილი,პილპილი,უცხო სუნელი
- ზეთი,ძმარი
მომზადება:
ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ და დაჭერით მრგვლად, მოაყარეთ მარილი, გააჩერეთ 10-15 წთ.
შემდეგ შეწვით ზეთში ორივე მხრიდან. ჯამში მოათავსეთ შემწვარი ბადრიჯანი, წვრილად
დაჭრილი ხახვი და ქინძი. დაუმატეთ მარილი,პილპილი და უცხო სუნელი გემოვნებით.
ბოლო მოასხით ზეთი და ძმარი-გემოვნებით და კარგად აურიეთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
კვერცხის და ქათმის სალათი |