შემადგენლობა:
- 4 ც პომიდორი
- 150 გრ წიწმატი
- 50 გრ პარმეზანი
- 2 ს.კ ფიჭვის კაკალი
- 1 ს.კ ძმარი
- მარილი,პილპილი-გემოვნებით
მომზადება:
წიწმატი გავრეცხოთ და დავწრიტოთ წყლისგან. გარეცხილი პომიდორი დავჭრათ რგოლებად.
ფიჭვის კაკლები მოვხალოთ. დავალაგოთ პომიდორი განიერ თეფშზე, ზემოდან დავაწყოთ
წიწმატი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ ზეთი და ძმარი. პარმეზანი დავჭრათ
თხლად, დავალაგოთ სალათზე და მოვაყაროთ მოხალული ფიჭვის კაკლები.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
სოკოსა და კარტოფილის სალათა |