შემადგენლობა:
- 100-100 გრ ნებისმიერი სახეობის ხილი
- 1 ჭიქა შაქარი
- 2ს.კ კონიაკი ან რომი
- 1 ც ლიმონი
მომზადება:
ნებისმიერი სახის ხილი, რაც მოგეპოვებათ, ეს იქნება ზამთრის თუ ზაფხულის ხილი, უნდა დაჭრათ წვრილად. ცალკე აიღებთ შაქარსა და ცოტა კონიაკს ან რომს. ამას ერთმანეთში გახსნით, შეურევთ ცოტაოდენ ლიმონის გახეხილ კანს ( ლიმონის ცედრას). ამ მომზადებულ მასას დაჭრილ ხილს ზევიდან გადაასხამთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
კრუასანის პუდინგი ( ვიდეო) |