შემადგენლობა:
- 500 გრ ბადრიჯანი
- თითო-თითო კონა ქინძი და ოხრახუში
- ნახევარ-ნახევარი კონა რეჰანი და ქონდარი
- 1 თავი ნიორი
- 1ს.კ ძმარი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
ბადრიჯნები სიგრძეზე ოთხ-ხუთ ნაწილად დავჭრათ თხლად. ცხელ ტაფაზე დავაწყოთ და
ბლომად ზეთში შევწვათ. შეწვის შემდეგ ბადრიჯნებს გავაცივებთ, ცალკე კი მასას გავამზადებთ.
წვრილად დაჭრილ მწვანილებს, დანაყულ ნიორსა და ძმარს ავურევთ, მარილსაც დავამატებთ.
ამ გამზადებულ მასას ბადრიჯნის ნაჭრებს სათითაოდ წავუსვამთ და გადავახვევთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ჭარხლის სალათი |