შემადგენლობა:
- 300 გრ მოხარშული ქათმის მკერდი
- 1 ბროწეული, 100 გრ მოხარშული სტაფილო
- მარილი, პილპილი გემოვნების მიხედვით
სოუსისათვის:
- 2ს.კ მაიონეზი, 50 მლ ნაღები
- 0.5 ჩ.კ მდოგვი, კამა
მომზადება:
ქათმის მკერდი დავჭრათ, მოვაყაროთ პილპილი და მარილი, სტაფილო წვრილად დავჭღათ, ბროწეული გავასუფთავოთ.
სოუსის მომზადება:
აუცილებელი ინგრედიენტები ავურიოთ ერთმანეთს, გემოვნების მიხედვით დავუამტოთ შავი პილპილი. ჭიქის ძირში ჩავყაროთ სტაფილო, ქათმის მკერდისა და ბროწეულის ნარევი. იგივე თანამიმდევრობით გავაგრძელოთ ჭიქის შევსება.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
კუჭმაჭი ნიგვზით |