შემადგენლობა:
- 4 ც მოხარშული კარტოფილი
- 1 ქილა სოკო
- 1 კონა ქინძი
- მარილი,პილპილი
- ზეთი,ძმარი-გემოვნებით
მომზადება:
სოკო წამოვადუღოთ და კარგად გადავწუროთ. შემდეგ შევწვათ ზეთიან ტაფაზე.
ჯამში მოვათავსოთ მომცრო ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, სოკო,წვრილად დაჭრილი ქინძი.
მოვაყაროთ მარილი,პილპილი-გემოვნებით. ბოლოს დავუმატოთ ზეთი, ძმარი ასევე
გემოვნებით და კარგად ავურიოთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ბრინჯის სალათი |