Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

ბადრიჯანი ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ ბადრიჯანი
  • 250 გრ ნიგოზი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ უცხო სუნელი
  • 1 ჩ.კ ხმელი ქინძი
  • 1 ჩ.კ წითელი წიწაკა
  • 1ჩ.კ ყვითელი ყვავილი
  • 3 ს.კ თეთრი ღვინის ძმარი
  • 3-4 ს.კ წყალი
  • ზეთი
  • მარილი
  • მწვანილი და ბროწეულის მარცვლები

მომზადება:

ნიგოზი და ნიორიერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მოათავსეთ ჯამში და ჩაუმატეთ სუნელები, მარილი, ძმარი და წყალი. ნიგვზიანი საკმაზის მისაღებად, შეურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთს.

გარეცხილი ბადრიჯანი დაჭერით სიგრძეზე, თითოეული 4-5 ცალ ბრტყელ ნაჭრად. მოასხით ზეთი ტაფას და შეწვით ისინი ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე.

დაალაგეთ შემწვარი ბადრიჯნები სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე, რათა დაიწრიტოს. თითოეულ ნაჭერს თანაბრად წაუსვით ნიგვზიანი მასა და გადაკეცეთ შუაზე. გადაუსვით დარჩენილი ნიგვზის მასა ბადრიჯნებს ზემოდან.

დაალაგეთ თეფშზე და სურვილისამებრ გააფორმეთ მწვანილითა თუ ბროწეულის მარცვლებით.

ბადრიჯანი ნიგვზით
5 (100%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

კომბოსტოს ფხალი

Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>