შემადგენლობა:
- 1 კგ სოკო
- 250 გრ ნიგოზი
- 2-3 კბილი ნიორი
- 1-1 ჩ.კ ხმელი ქინძი და უცხო სუნელი
- ნახევარ-ნახევარი კონა ქინძი და კამა
- 1ს.კ ძმარი
- წიწაკა და მარილი გემოვნებით
- ბროწეული
მომზადება:
სოკოს მოვხარშავთ, წყალს გამოვუცვლით და ხელმეორედ მოვხარშავთ. ნიგოზი, ნიორი, წიწაკა და უცხო სუნელები უნდა გავატაროთ და ამ მასას ჯამში ჩავუშვებთ. ქინძსა და კამას წვრილად დავაჭრით, ძმარსადა ცოტა წყალსაც დავამატებთ. აუცილებელია, რომ მასა მშრალი არ იყოს. მარილსაც მოვაყრით და მოხარშულ სოკოს შევურევთ. ბოლოს მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ნიგვზიანი ბადრიჯანი |