Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

გარნირი ბროკოლით

$
0
0

მასალა:

  • 500 გრ ბროკოლი,
  • 200 გრ  მწვანე ლობიო,
  • 250 გრ სტაფილო,
  • 2 კბილი ნიორი,
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • 1 შეკვრა ოხრახუში,
  • მარილი.

მომზადება:

დავდგათ ცეცხლზე 2 წყლიანი ქვაბი : ერთი ბროკოლისთვის და 1 სტაფილოსა და ლობიოსთვის. გავრეცხოთ და მოვამზადოთ მწვანილი და ბოსტნეული. მოვათავსოთ ანადუღარ წყალში ლობიო და სტაფილო და ვადუღოთ დაახლოებით 10 წუთი სანამ არ მოუხარშება. ამავე დროს ვხარშავთ მარილიან წყალში ბროკოლს , დაახლოებით 7-10 წუთი მომზადებამდე. მზა ბოსტნეული გადმოვიტანოთ თეფშზე და მოვათავსოთ ყინულიან წყალში ცოტა ხნით (ამით ისინი ინარჩუნებენ თავიანთ ფერს), შემდეგ ბროკოლს მოვაჩრათ თავი და ძირი და 3-4 ნაწილად დავჭრათ. ტაფაზე დავასხათ ზეთი და გავაცხელოთ , ჩავჭყლიტოთ ზეთში ნიორი და დავუზიოთ ცეცხლს. მაშინვე დავაწყოთ ტაფაზე ბოსტნეული , ფრთხილად ვურიოთ და შევწვათ 2-3 წუთი. სანამ ბოსტნეული იხრაკება დავჭრათ ოხრახუში წვრილად. მზა ბოსტნეული გადაგვაქვს ღრმა თეფშზე ვამარილებთ, ვაყრით ოხრახუშს და ლიმონის წვენს, ფრთხილად ვურევთ.

 

წაიკითხეთ სხვაც

badrijani ბადრიჯანი ბერძნულად

Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>