Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

ზუთხის თავის მუჟუჟი ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3-5 კგ ზუთხის თავი
  • 300 გრ ნიგოზი
  • 3 ც ხახვი
  • 5-6 კბილი ნიორი
  • 2 ც ბროწეული
  • 1 დიდი კონა ქინძი
  • სუნელები: ზაფრანა, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით
  • 1 ც დაფნის ფოთოლი
  • ბაჰარი  თევზის მოსახარში წყლის მოსამზადებად

მომზადება:

ზუთხის თავი გულდასმით გავრეცხოთ, მოვაცილოთ ლაყუჩები და მოვხარშოთ. როცა რბილობი ძვალს მოსცილდება, ამოვიღოთ და დავაქუცმაცოთ. თუ რბილობი ოდნავ მოგვაკლდა, მოვხარშოთ 1 კგ ცხიმიანი თევზის ფილე. ისიც დავაქუცმაცოთ და მიღებულ მასას დავამატოთ. კარგად დანაყილი და ერთმანეთში შეზავებული ნიგოზი, ნიორი, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა და ზაფრანა გავხსნათ ანადუღარ ცივ წყალში და თევზის მასას დავასხათ. შეიძლება ძმარი დავამატოთ. ხახვი დავჭრათ ძალიან თხლად და ალყა-ალყა, ავურიოთ წვრილად დაჭრილ ქინძსა და ბროწეულში და ისიც დავამატოთ საჭმელს. სუფრაზე მიტანისას მოვრთოთ ბროწეულითა და ქინძით.


Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>