შემადგენლობა:
- 500 გრ მწვანე სალათი ფურცლები
- 3 ც კიტრი
- 3-4 ღერი მწვანე ხახვი
- ნახევარ-ნახევარი კონა კამა და ოხრახუში
- 200 გრ არაჟანი
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება:
სალათის ფურცლებს გრძლად დავჭრით. კიტრს წვრილად დავჭრით. აგრეთვე წვრილად დავჭრით მწვანე ხახვს, კამასა და ოხრახუშს. ამ ყველაფერს ერთმანეთში ავურევთ. შავი პილპილითა და მარილით გემოვნებით შევაზავებთ. ბოლოს კი არაჟანს დავამატებთ და ავურევთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ოხრახუშის ფხალი |