Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

საგაზაფხულო ნიგვზიანი ბადრიჯანი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ბადრიჯანი
  • 1 კგ პამიდორი
  • 4-5 თავი ხახვი
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1-1 ჩ.კ უცხო სუნელი, ზაფრანა, ქინძი
  • 1 კონა ცოცხხალი ქინძი
  • 3-4 ც წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1 ც ბროწეული
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

ბადრიჯნაი საშუალო ზომის გრძელ ნაჭრებად დავჭრით, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ. მერე ოდნავ დავწუროთ და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. ნიგოზი და ნიორი გავატაროთ ან ჩავნაყოთ სუნელებთან ერთად. ტაფაზე, რომელზეც ბადრიჯანი შეიწვება , დავამატოთ ზეთი და ხახვი ( ალყა-ალყა დაჭრილი). ასევე დავამატოთ მრგვლად დაჭრილი წითელი ბულგარული და მოვშუშოთ . შემდეგ გაფცქვნილი და გახეხილი პამიდორი დავამატოთ, წამოვადუღოთ. ნიგოზი, ნიორი და სუნელები ჩააყაროთ და მარილით შევაზაოთ. ცოტა ვადუღოთ, ისეთი სისქის უნდა იყოს, რომ გაციების მერე შესქელდეს. შევურევთ ბროწეულს და სათითაო ბადრიჯნის ნაჭერს ორივე მხრიდან კარგად წავუსვამთ. ორად გადავკეცოთ და ისე მივიტანოთ სუფრასთან. ზევიდან ცოტა ბროწეულიც მოვაყაროთ.


Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>