შემადგენლობა:
- 500 გრ თეთრი ლობიოს კონსერვი
- 3 ც მჟავე კიტრი
- 200 გრ ქამა სოკო
- 2 თავი ხახვი
- 1 ც სტაფილო
- 2 კბილი ნიორი
- 1 კონა ქინძი
- წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით
- 2 ს.კ ზეთი
მომზადება:
კიტრის მწნილს წვრილად დავჭრით. სტაფილოს გავხეხავთ და ხახვთან ერთად ზეთში მოვთუშავთ. ამ ყველაფერს ლობიოში ავურევთ. ნიორს დავნაყავთ, მწვანილს დავჭრით და მათაც დავამატებთ. სოკოს ცალკე მოვშუშავთ და შემდეგ სალათში ავურევთ. მარილითა და წითელი წიწაკით შევაზავებთ და ბოლოს ზეთს ან სამარხვო მაიონეზს მოვასხამთ.
§
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
შემწვარი სტაფილო |