შემადგენლობა:
- 250 გრ სალათის ფოთლები
- 100 გრ მწვანე ხახვი
- 1-2 ცალი კვერცხი
- 15-20 გრ მდოგვი
- 20 გრ მზესუმზირის ზეთი
- 2-3 ს.კ ძმარი
- მარილი-გემოვნებით
მომზადება: გადარჩეული სალათის ფოთლები გავრეცხოთ, მოვათავსოთ საწურზე და როცა წყლიდან დაიწრიტება, ფოთლები დავჭრათ, მოვათავსოთ სასალათე ჭურჭელზე. ს.კ მდოგვი, ზეთი და ძმარი კარგად ავურიოთ, დავამატოთ წვრილად დაკეპილი მოხარშული კვერცხი,წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ დაჭრილი სალათის ფოთლებში და სუფრაზე ისე მივიტანოთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
მწვანე სალათა |