Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

მწვანე ლობიო ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ მწვანე ლობიო
  •  2ჩ.ჭ ნიგოზი
  • 2-3 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 5-6 ძირი კამა
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

მწვანე ლობიო დავარჩიოთ, დავამტვრიოთ, გავრეცხოთ და მოვათავსოთ ქვაბში. დავასხათ იმდენივე წყალი,რომ მთლიანად ფარავდეს ლობიოს. დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. როცა კარგად მოიხარშება,გადავიტანოთ საწურზე, რომ წყალი მოცილდეს და გაცივდეს. ლობიო ხელით კარგად დავჭყლიტოთ შევურიოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი, მარილი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ხელით კარგად ავურიოთ. დავდოთ დაჭრილი კამა. შეგვიძლია ნიგოზს წინასწარ გამოვხადოთ ზეთი და სუფრაზე მიტანის წინ ლობიოს მოვასხათ ზევიდან.

წაიკითხეთ სხვაც

7d2d5128ff6f ბრინჯი წიწაკითა და სოკოთი

Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>