უგემრიელესი კერძი..!
შემადგენლობა:
- 500 გრ საქონლის ხორცი
- 3 თავი ხახვი
- 1 ჭიქა ფქვილი
- 1 ს.კ ტომატი
- 2 ჭიქა ნიგოზი
- უცხო სუნელები გემოვნებით
მომზადება:
ხორცს წვრილად დავჭრით და ნელ ცეცხლზე მოვხრაკავთ. მერე დავაყრით ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვს და კარგად მოვთუშავთ. შემდეგ ერთ ჭიქა ფქვილს მოვაყრით და ისევ მოვშუშავთ. მერე ჩავასხამთ ერთ კოვზ ტომატს. ცალკე გვექნება ორი ჭიქა გატარებული ნიგოზი, რომელსაც აკრგად გავხსნით ადუღებულ წყალში. ნიგოზს სხვადასხვა უცხო სუნელებში გავამზადებთ. საჭიროა ხმელი ქინძი, ხარჩოს სუნელი, ყვითელი ყვავილი, ცოტა გამხმარი აჯიკა. ამ ყველაფერს მოთუშულ ხორცს შევურევთ. წამოვადუღებთ და როცა ვნახავთ, რომ გასქელდა, ესე იგი მზადაა. ძალიან სქელი ხარჩოც არ უნდა გამოვიდეს. ეს ხარჩო ღორის და ქათმის ხორცითაც შეგიძლიათ გააკეთოთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
მოლდავური სალათა |