ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო), რომელიც შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს, არის ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის მიზანია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება.
ნატო-ს ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. იგი იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო წარმოადგენს ფორუმს, სადაც მოკავშირეებს შეუძლიათ განიხილონ უსაფრთხოების საკითხები და ერთობლივად იმოქმედონ.
ნატო არის სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, სადაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ალიანსში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები ორგანოა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.
ნატო-ს სტრუქტურა
ნატო-ს წევრი ქვეყნების დელეგაციებისა და მისიების მუშაობის სრულყოფილად განხორციელებას ეხმარება ნატო-ს საერთაშორისო და საერთაშორისო სამხედრო სამსახური, რომელიც მდებარეობს შტაბ-ბინაში. თითოეული სახელმწიფოს წარმომადგენელს აქვს თავისი განსაზღვრული ადგილი საბჭოს შეხვედრების დროსა და არსებულ კომიტეტებში, მათ აქვთ სუვერენული ძალაუფლება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, შესაბამისად ისინი მიღებულ გადაწყვეტილებებზე არიან პასუხისმგებელნი.
ნატო იმართება 28 წევრი სახელმწიფოს მიერ. აქედან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღების პროცესი განისაზღვრება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით და სხვა არსებული დოკუმენტებით. ყველა წევრი სახელმწიფო აგზავნის დელეგაციას ბრიუსელში (ბელგია) ნატო-ს შტაბ-ბინაში. თითოეული დელეგაციის ხელმძღვანელი არის მუდმივი წარმომადგენელი. მუდმივი წარმომადგენლები ქმნიან ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, რომელიც იკრიბება კვირაში ერთხელ და აქვს ნატო-ს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ძალაუფლება.
საქართველოს და ნატოს ურთიერთობა
საქართველოს და ნატოს ურთიერთობები ერთ-ერთი აქტუალური თემაა დღევანდელ
საზოგადოებაში. ნატოში შესვლა ზოგს პარადოქსი ჰგონია, ზოგს კი რეალობა. ნატოში შესვლა
რთული პროცესია, მაგრამ ამ სირთულებიის დაძლევა აუცილებელია,რადგან ნატო, ჩემი \
აზრით, საქართველოს ერთიანობის გარანტია. მე როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ამ პროცესს
დადებითად ვაფასებ და მიმაჩნია,რომ ნატოს წევრობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ზოგს ჰგოანი, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემდეგ არ ექნება ისეთი
უფლებები, როგოგორც მასზე განვითარებულ ქვეყნებს, მაგრამ ეს არის მცდარი
წარმოდგენა საქართველო-ნატოს ურთიერთობის შესახებ. ამ გაერთიანებაში ყველა წევრი
სახელმწიფო ინარჩუნებს სუვერენიტეტს.ორგანიაზაციაში გადაწვეტილება მიიღება
თითოეული წევრი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, განურჩევლად მისი ტერიტორიული
სიდიდისა, მოსახლეობის რაოდენობისა და სამხედრო ძლიერებისა.
საქართველო ნატოს ურთიერთობებს საკმაოდ მრვალწლიანი ისტორია აქვს. 1992 წლიდან
საქართველო გახდა ჩრდილო ატლანტიკური თანამშრომლობის წევრი და სწორედ ამ
თარიღიდან დაიწყო ჩვენი ქვეყნის სწრაფვა სამხედრო ალიანსისკენ. საქართველოს და ნატოს
ურთიერთობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ” ღია კარის” პოლიტიკას, რომელიც წარმოადგენს ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს. ამის
თანახმად ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელიც დაიცავს ალიანსის პრინციპეპს და შეიტანს
თავის წვლილს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შეუძლია გახდეს ნატოს წევრი,სწორედ
ამიტომ საქართველო 1999 წლიდან ჩაება ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში. პირველად
ქართულმა ჯარმა მონაწილეობა მიიღო კოსოვოს კონფლიქტში.შემდეგ კი ავღანეთსა და ერაყში.
2003 წლიდან ალიანსი ახორციელებს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციას ავღანეთში,
რომელიც ცნობიალია შაფ-ის სახელიღ. ეს ოპერაციები ჩემი ახღით, ზრდის საქართველოს
თავდაცვის უნარიანობას.
პირადად ჩემთვის ალიანსის ვალდებულებები წევრი ქვეყნის მიმართ მიმზიდველია.
იგი მზადაა დაეხმაროს, როგორც წევრ ,ისე პარტნიორ ქვეყანას კონფლიქტის აღმოფხვრაში.
თუმცა ნატო საომარი ოპერაციებისგან თავ იკავებ თუ ქვეყანა ორგანიზაციის წევრი არ არის.
ამის მაგალითია 2008 წლის აგვისტოს ომი. ნატომ ართო დიალოგით და შესფოთებებით
შემოიფარგლა.
ჩემი აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება უამრავ სიკეთეს მოუტანს. ნატო , უპირველეს
ყოვლისა უსაფრთხოების ორგანიზაციაა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებების დამცველნი ვიქნებით
არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ის 28 ქვეყანა,რომელიც გაერთიანებულია ნატოში.გარდა ამისა ალიანსი
იქნება ჩვენი დემოკრატიული განვითარების გარანტი, რადგანაც ნატო არის ორგანიზაცია,
სადაც წევრი ქვეყნები გაერთიანებულნი არიან გარკვეული ფასეულობების გარშემო და ეყრდნობიან
დემოკრატიულ პრინციპეპს. ნატოს წევრობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ
განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას,რადგან ალიანსის წევრობა ინვესტორებისთვის
წარმოადგენს დიდი ნდობისა და შესაბამისად სტაბილურობის გარანტს.
სამწუხაროდ ზოგი ვერ ხვდება, რა მნიშვნელობა აქვს ნატოს საქართველოსვის, რა
მიზეზებმა უნდა განაპირობოს ნატოს ინტერესი საქართველის მიმართ.
ნატო საქართველოს მოუტანს უფრო მეტ სტაბილურობას. მეტ უსაფრთხოებას. ნატო მოგვცემს
იმას,რაც საუკუნებიის განმავლობაში მტრის წინაშე მარტოდ მყოფმა ჩვენმა მეფეებმა ვერ
მოგვცეს. ეს არის სტაბილურობა, დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტია და უსაფრთხოება.
საქართელო იქნება არა მარტო მომხმარებელი იმ უსაფრთხოებისა,რომელსაც ალიანსი
სავაზობს, არამდედ შეიტანს თავის წვლილს ამ უსაფრთხოების განვითარებაში. პირველრიგში, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ნატოს არეალი
კიდევ ერთი დემოკრატიული ქვეყნით გახრდება,რომელსაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა
ამ რეგიონში და საშუალებას მისცემს ნატოს, როგორც დემოკრატიულ ფასეულობებზე
დაფუძნებულ ორგანიზაციას კიდევ უფრო განამტკიცოს ევროატლანტიკური უსაფრთხოება.
ალიანსი დაინტერესებულია, რომ განვითარებული და დემოკრატიული საქართველო იყოს მისი
წევრი ამ რეგიონში, ასევე ეს ხელს შეუწყობს ნარკო-ტრეფიკინგის, ადამიანის გატაცების, იარაღის
უკანონო ვაჭრობის გაკონტროლებას, ასე,რომ ჩვენს ქვეყანას შეუძლია წვლილი შეიტანოს
უსაფრთხოებაში.
ნატოში გაწევრიანება , ჩემი აზრით, დააჩქარებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას,
ვინაიდან კანონმდებლობა მიზნად ისახავს დიალოგის დამყარებას ოკუპანტ ქვეყნებთან. ნატოს
წევრი ქვეყნის მოქალაქეობა ნიშნავს, რომ შენ ხარ მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო
გაერთიანების ნაწილი. მაგალითი დანარჩენი ქვეყნების მოსახელეობიშტვის, რომლებიც
ისწრაფვიან ალიანსისკენ. ჩემი აზრით, ერთადერთი ძალა, რომელსაც კონფლიქტის
კერების აღმოფხვრა და საქართველოს დეოკუპაცია შეუძლია არის ნატო. მე მივესალმები და მინდა,
რომ საქართველო გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ისპანახის ფხალი |