Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

ბადრიჯნის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ბადრიჯანი
  • 3 თავი ხახვი
  • 4-5 ცალი სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა
  • 2 ცალი  საშუალო ზომის სტაფილო
  • 2 თავი ნიორი
  • 1 ჩ.კ კურკუმა
  •  2 ჩ.კ შაქარი
  • 2 ჩ.კ პაპრიკა
  • 1 ჩ.კ წითელი ცხარე წიწაკა
  • 2 ჩ.კ უცხო სუნელი
  • 0.5 ჩ.კ საფქული ხმელი ქინძი
  • მარილი და ძმარი გემოვნებით
  • 300 მლ ზეთი

მომზადება:

ბადრიჯანი დაჭერით წვრილ ზოლებად, დააყარეთ მარილი და 1 საათი გააჩერეთ. ნიორი დაჭერით მსხვილად, სტაფილო- თხელ რგოლებად, ხახვი- ალყა-ალყა, ბულგარული წიწაკა- მოგრძო წვრილ  ნაჭრებად. ბადრიჯანი გაწურეთ, მოათავსეთ ღრმა, სქელძირიან ტაფაზე, შეწვით და თან ურიეთ. შემწვარი ბადრიჯანი ქაფქირით ამოიღეთ და იმავე ცხიმში სანელებლებთან ერთად შეწვით  ნიორი და სტაფილო ისე, რომ არ დაიხრუკოს და ფერი არ შეიცვალოს. ბოსტნეული გადაიტანეთ ბადრიჯანთან ერთად, დაუმატეთ ხახვი და ბულგარული წიწაკა. სალათს დაასხით ძმარში გახსნილი სანელებლები.

ბადრიჯნის სალათი

4.2 (84%) 5 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ბადრიჯნის სალათი

Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>