შემადგენლობა:
- 300 გრ მოხარშული ქათმის ფილე
- 3 მოხარშული კარტოფილი
- 3 მოხარშული კვერცხი, 3 ვაშლი
- 1 თავი ხახვი, მაიონეზი
- მარილი,პილპილი გემოვნებით
მომზადება:
ხორცი, კარტოფილი, ვაშლი, კვერცხის გული და ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი
და პილპილი. კვერცხის ცილა გავხეხოთ. შევარჩიოთ სასალათე და ფენებად დავალაგოთ კარტოფილი,
მაიონეზი, ხორცი, ხახვი, მაიონეზი,ვაშლი, მაიონეზი. კვერცხის ცილა,მაიონეზი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
პომიდვრის სალათი ძმრით |