შემადგენლობა:
- 2 ც. მოხარშული კარტოფილი
- 1 თავი ხახვი
- 200 გრ სოკოს მარინადი
- 3 ც. კიტრის მწნილი
- 3 ც. მოხარშული ჭარხალი
- 1/2 ჩ/ჭ ზეითუნის ზეთი
- 1 ჩ/ჭ დაკონსერვებული მწვანე ლობიო
- მარილი გემოვნებით
- მწვანილი მოსართავად
მომზადება:
კარტოფილი, ხახვი, სოკო და კიტრი დაჭერით პატარა ნაჭრებად. ჭარხალი დაჭერით კუბიკებად, მოასხით ცოტაოდენი ზეთი, დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული, ლობიო, მარილი და დარჩენილი ზეთი. მოათავსეთ სასალათეზე და მორთეთ მწვანილით.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
სალათი ყველით |