Quantcast
Channel: სალათები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

სტაფილო ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  600 გ მსხვილი ტკბილი სტაფილო
  • 2 თავი ხახვი
  • 100 გ ნიგოზი
  • ზეთი- ხახვის მოსაშუშად
  • 2 ჩ.კ ყვითელი ყვავილი
  • 2 ჩ.კ უცხო სუნელი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ჩ,კ ძმარი
  • წიწაკა, მარილი

მომზადება: 

სტაფილო დაჭერით 2 სმ-იან რგოლებად,წვრილწვერიანი დანით ფრთხილად გამოაცალეთ გული ისე, რომ რგოლები არ დაზიანდეს. გულგამოცლილი ნაჭრები მოხარშეთ მარილწყალში. მოხარშულ სტაფილოს თხელი დანით ააცალეთ კანი.

მოამზადეთ გულსართი: ამოღებული სტაფილოს გულები დაკეპეთ, აურიეთ წვრილად დაჭრილ ხახვს და მოშუშეთ. ნიგოზი და ნიორი დანაყეთ, შეურიეთ სანელებლები, დაუმატეთ მოშუშულ მასას და ამით ამოავსეთ გულამოცლილი სტაფილოს რგოლები.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კომბოსტოს რულეტები

Viewing all articles
Browse latest Browse all 2989

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>